გევორგ დავთიანი (სომხ. Գևորգ Դավթյան, დ. 4 იანვარი, 1983, გიუმრი, სომხეთის სსრ) — სომეხი ძალოსანი. დავთიანმა მიიღო სომხეთის სპორტის ოსტატის საერთაშორისო კლასის წოდება 2001 წელს, სომხეთის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო 2007 წელს.[2] 2009 წელს მიენიჭა სომხეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.[3][4] მისი სიმაღლეა 165 სანტიმეტრი, წონა კი 77 კგ.[5]

გევორგ დავთიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 4 იანვარი, 1983(1983-01-04) (41 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი
სიმაღლე 165[1]
წონა 77[1]
ქვეყანა სომხეთი
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-2 ხარისხი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გევორგ დავთიანი დაიბადა 1983 წლის 4 იანვარს, სომხეთის სსრ-ის ქალაქ გიუმრიში. გევორგ დავთიანმა ძალოსნობაში ვარჯიში 1994 წელს დაიწყო სომხეთის დამსახურებული მწვრთნელის, ვაჰან ბიჭახჩიანის ხელმძღვანელობით დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მან მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. დავტთანმა ეს წარმატება ერთი წლის შემდეგ გაიმეორა. მან ასევე მოიპოვა ოქროს მედალი 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის. ამის შემდეგ დავთიანმა ზრდასრულთა შეჯიბრებებში დაიწყო ასპარეზობა. 2003 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ორჭიდში დაძლია 335 კგ.[6] ამავე 2003 წელს დისკვალიფიცირებული იქნა მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც დიდებს შორის ჩატარდა.

გევორგ დავთიანი ზედიზედ ორგზის ევროპის ჩემპიონი გახდა 2006 წელს პოლონეთში, ვლადისლავოვოსა და 2007 წელს, სტრასბურგში, საფრანგეთში გამართულ ჩემპიონატზე. ოქროს მედალი ორივე შემთხვევაში მოიპოვა 77 კგ წონით კატეგორიაში. 2006 წელს ორჭიდში დაძლია 360 კგ, ხოლო 2007 წელს – 363 კგ.

დავითიანმა 2007 წლის ჩანგ მაიში, ტაილანდში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 77 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.[5] ორჭიდში დაძლია 362 კგ.

დავთიანმა პეკინში, ჩინეთში გამართულ 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ორჭიდში დაძლია 360 კგ.[5] მედალოსანებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე დავთიანმა განაცხადა: „მინდა ჩემი მედალი მივუძღვნა ანატოლი ხრაპატის ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ოლიმპიური ჩემპიონი ჩემი ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელი იყო“.[7]

2010 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გევორგ დავთიანმა დატოვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები.[8]

დავთიანს მიღებული აქვს მედალი მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-2 ხარისხი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Olympedia — 2006.
  2. დაარქივებული ასლი ru. Mirtv.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 29 April 2013.
  3. Mirtv.ru. ru. www.ra.am. ციტირების თარიღი: 18 January 2013.
  4. დაარქივებული ასლი ru. newsarmenia.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 12 February 2013.
  5. 5.0 5.1 5.2 Davtyan Gevorg. International Weightlifting Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2011. ციტირების თარიღი: 4 May 2010.
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. Sport.rambler.ru. ციტირების თარიღი: 29 April 2013.
  7. Men's 77 kg press conference quotes. publi.verba.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 31 December 2012.
  8. Tigran V. Martirosyan, Gevorg Davtyan left out of Armenian national team. news.am. ციტირების თარიღი: 18 January 2013.