გაჯავრებული ახალგაზრდები
გაჯავრებული ახალგაზრდები — ინგლისელი მწერლების ჯგუფი XX საუკუნის 50-იან წლებში. სახელწოდება მიიღო ლ. ა. პოლის ავტობიოგრაფიული წიგნიდან „გაჯავრებული ახალგაზრდა“ (1951) და ჯ. ოზბორნის პიესიდან „ გონს მოდი, გაჯავრებულო!“ (1956). ეს სახელი ეწოდათ მწერლებს კ. ემისს, ჯონ ბრეინს და სხვებს. „გაჯავრებულ ახალგაზრდებს“ არ ჩამოუყალიბებიათ ლიტერატურული სკოლა და ესთეტიკური კრედო, მათ ჰქონდათ საერთო სულისკვეთება და საერთო გმირი: უპერსპექტივობით და ცხოვრებით უკმაყოფილო ახალგაზრდა. „გაჯავრებულმა ახალგაზრდებმა“ ხელი შეუწყვეს სოციალურ-კრიტიკული ლიტერატურის აღმავლობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 28.
- თოფურიძე ც., „უძლურთა მრისხანება“, „სანჭოთა ხელოვნება“, 1976 N3
- თოფურიძე ც., „გაჯავრებული ახალგაზრდები და ჯონ ბრეინი“ //წინასიტყვაობა წიგნისა „გზა მაღალი საზოგადოებისაკენ“, თბილისი, 1964