გაშამ ნაჯაფზადე
გაშამ ნაჯაფზადე (დ. 1 აპრილი, 1959) — აზერბაიჯანელი პოეტი. დაიბადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იმიშლის რაიონში.
გაშამ ნაჯაფზადე | |
---|---|
აზერ. Qəşəm Nəcəfzadə | |
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1959 (65 წლის) |
დაბადების ადგილი | ალიყულულარი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი და ლირიკოსი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | პოემა |
ჯილდოები | Honored Cultural Worker of Azerbaijan და Q16363946? |
შვილ(ებ)ი | Keramet Boyukchol |
საიტი | qeshemnecefzade.net |
1981 წელს დაამთავრა პედაგოგიური უნივერსიტეტის ლიტერატურული განყოფილება.1997 წელს მიღებული იქნა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრად. დიდი ხნის მანძილზე მუშაოდა ქ.ბაქოში და ქ. იმიშლიში ლიტერატურის მასწავლებლად.
მუშაობდა გაზეთ „მედენიეთის“ (კულტურა) პასუხისმგებელ მდივნად.
ამჟამად არის აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მმართველი ჯგუფის წევრი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირთან არსებული ჟურნალ „ აზერბაიჯანის" პოეზიის განყოფილების გამგე და ხელმძღვანელობს საბავშვო ლიტერატურის სექციას. არის ეროვნული ტელე–რადიო საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრი, უნივერსიტეტ „თავაჰქურ"ში მუშაობს უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე,
2007 წელს ჰოლანდიაში მიწვეული იყო როტერდამის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალზე – Poetry International– ზე .2006 წელს თოფიგ მაჰმუდოვის ,2008 წელს კი რასულ რზას პრემიებით იქნა დაჯილდოებული.მისი ლექსები თარგმნილია 20–ზე მეტ ენაზე – უზბეკურ,ინგლისურ, თურქულ, ქართულ, რუსულ, გერმანულ, ესპანურ, სპარსულ, ყირგიზურ, პოლონურ და სხ. ენებზე. დღემდე გამოცემული აქვს 22 წიგნი, მათგან 5 გამოცემულია უცხოეთში. ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „სიყვარულის დასასრულზე ნუ მეტყივთ რამეს" ქ.ბქო , მწერალ -1986
- " მძინარე ზღვის სურათი" ბაქო, განჯლიქ–1990
- „ ქალი ტალღის გვერდით" ბაქო, გოითურქი–1994
- „მომღიმარე ხე" ბაქო, გოითურქი–1995
- „ჩემი ლექსის ბედი" ბაქო, გოითურქი–1995
- " მინდა ახლიდან შევიყვარო" ბაქო, გოითურქი–1996
- „ ყვითელი სიმი"ბაქო, გოითურქი–1997
- " შენ რომ მახსენდები" ბაქო, კანონის –1997
- „ჩემკენ" ბაქო, აზერნაშრი –1998
- " ჩემი ბედისწერის შესწორება" ბაქო აზერნაშრი–2001
- "და სხვა" ბაქო, ნურლან –2004
- „ჰუსეინბელე მირალამოვის ლიტერატურული სამართალი" ბაქო, შამი–2005
- " The Eveninq Storues" ,საღამოს მოთხრობები) ინგლისურ ენაზე ,ბაქო, შამის–2007
- " Prebrasheniye" ( გადაქცევა ) რუს.ენა.ბაქო,არაზ–2007
- " Envordinq"( გაერთიანება) ჰოლანდიურად . ჰოლანდია–2007
- Sketces of prison (საპატიმროს ეტიუდები) ინგ. ენაზე,ჰოლანდია–2007
- „ქალის სიკვდილი" ბაქო ,ვექტორ– 2008
- " ბრძოლა, ტუფლები,სიკვდილი" ანკარა,ბენგუ–2008
- " მკვდრები დაგვცინიან" თეირანი–2008
- "შვილო კარი გააღე,კარებზე ქარი კვდება" შირვანაშრი–2009
- "თითების კოცნა" მპარმულ ენაზე ,თეირანი -2009
- " ლექსში მცხოვრები კაცი" ესსე, სტატიები, ბაქო–2010