გაღმოური კაპისტონი

გაღმოური კაპისტონი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

გაღმოური კაპისტონი რაჭაში უძველესი დროდანაა ცნობილი.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, ოვალური, სუსტად დანაკვთული ან თითქმის დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრადაა დაფარული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, შავი, თხელი კანი ცვილისებრი ფიფქით უხვადაა დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

გაღმოური კაპისტონი საშუალო ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდისაა. მტევნის წონა 60-80 გრამია. ამ ჯიშის საჰექტარო მოსავლიანობა 6.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 93