გაქცევა შოუშენკიდან
გაქცევა შოუშენკიდან (ინგლ. The Shawshank Redemption) — 1994 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარისტია ფრენკ დარაბონტი, პროდიუსერია ნიკი მარვინი, ხოლო მუსიკა ეკუთვნის ტომას ნიუმენს. მონაწილეობენ ტიმ რობინსი, მორგან ფრიმენი, ბობ განტონი, უილიამ სედლერი, კლენსი ბრაუნი, გილ ბელოუზი, ჯეიმზ უითმორი. ფილმი დაფუძნებულია სტივენ კინგის ნაწარმოებზე „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკიდან“. ფილმში მოთხრობილია ბანკირ ენდი დიუფრეინის ისტორია, რომელსაც ბრალს დასდებენ საკუთარი ცოლისა და საყვარლის მოკვლისთვის და მიუსჯიან სამუდამო პატიმრობას შოუშენკის ციხეში, რის შემდეგაც გადაწყვეტს ციხიდან გაქცევას.
„გაქცევა შოუშენკიდან“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ფრენკ დარაბონტი |
პროდიუსერი | ნიკი მარვინი |
სცენარის ავტორი | ფრენკ დარაბონტი |
ნაწარმოები |
„რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკიდან“ — სტივენ კინგი |
როლებში | |
მუსიკა | ტომას ნიუმენი |
ოპერატორი | როჯერ დიკინსი |
მონტაჟი | რიჩარდ ფრანსის-ბრიუსი |
სტუდია | Castle Rock Entertainment |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 142 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 25 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 58.3 მილიონი აშშ დოლარი[2] |
1987 წელს დარაბონტმა სტივენ კინგისგან მოიპოვა ფილმის გადაღების უფლება, მაგრამ ფილმზე მუშაობა დაიწყო ხუთი წლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც კომპანია Castle Rock Entertainment-მა დაამტკიცა დარაბონტის სცენარი, ფილმის წარმოებსითვის მას გამოეყო 25 მილიონი აშშ დოლარი და წინაწარმოება დაიწყო 1993 წლის იანვარში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება ვითარდება მენის შტატში, ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 1993 წლის აგვისტოში მესფილდში, ოჰაიოს შტატში. მთავარი როლის შემსრულებლად მოიაზრებდონენ ტომ ჰენკსი, ტომ კრუზი და კევინ კოსტნერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 'The Shawshank Redemption': 2 Pros and Countless Cons (30 სექტემბერი, 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2017.
- ↑ Adams, Russell. (22 მაისი, 2014) The Shawshank Residuals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2017.