გაფერადება
გაფერადება — წიგნი ან გვერდი კონტურული ნახატებით, ფანქრების სხვადასხვა კომპოზიციის გასაფერადებლად, საღებავების, ფლომასტერების ან სხვა მხატვრული ხერხების საშუალებით. ყველა კონტურული ნახატი წიგნში უკვე დაბეჭდილია, მაგრამ მთლიანი ნახატი, შავი ფერის გარდა, უფეროა.
ისტორია
რედაქტირებაპირველი გასაფერადებლები შეიქმნა 1880 წელს აშშ-ში, სახელით „The Little Folks' Painting Book“ იგი კომპანია „McLoughlin Brothers“-ის მიერ იყო შექმნილი. 1907 წელს ავტორმა რიჩარდ ფელტონ აუტკოლტმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი „Buster’s Paint Book“ გასაფერადებელი კომიქსებით, ამის შემდეგ გასაფერადებლებმა დაიწყეს პოპულარობაში ზრდა[1]. 1960 წელს დაიწყო გასაფერადებლების „ოქროს ხანა“ და პოპულარული გახდა საბავშვო მაღაზიებში. მათში ყველანაირი ნახატი იყო გამოსახული, მტვერსასრუტებიდან და მანქანებიდან დაწყებული კომიქსების გმირებით დამთავრებული. 1980 წელს რამდენიმე გამომშვებელმა გასაფერადებლები უფროსებისთვის გამოუშვა, რომელიც გამოსაშვები დონის საგნების შესასწავლად იყო განკუთვნილი, როგორიცაა ანატომია და ფიზიოლოგია, სადაც ფერადი კოდირება და მსგავსი სქემები გამოიყენება როგორც სწავლაში დამხმარე. ასეთ წიგნების მაგალითებია „ანატომიური გასფერადებელი წიგნი“ (ორიგინალური დასახელება „The Anatomy Coloring Book“) და შემდგომი სერია, Wynn Kapit და Lawrence Elson მიხედვით, რომელიც გამოშვებული იყო HarperCollins-ის (1990-იან წლებში) და Benjamin Cummings-ის (2000-იან წლებში) გამომცემლობის მიერ.
დადებითი თვისებები
რედაქტირებაფანქრის ან ფუნჯის მონოტონური მოძრაობა განტვირთავს. სხვადასხვა ფერების დამოუკიდებელი არჩევა და შედეგის წარმოსახვა ბევრ ფერში — შემოქმედების უნარს ავითარებს. გაფერადების პროცესი ძალიან მარტივია, ამიტომაც იგი ძალიან პოპულარულია როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებშიც. ბავშვებს ფერების, ფორმების და გარშემო სამყაროს აღქმაში ეხმარება[2].
გასაფერადებლები მოზარდებისთვის
რედაქტირებადაახლოებით 2015 წლიდან გასაფერადებლებმა მოზარდებისთვის პოპულარობის აკრეფა დაიწყეს, მაგალითად, ამ წლის აპრილში ორმა გასაფერადებელმა წიგნმა Amazon-ზე პირველი ადგილები დაიკავეს[3]. გასაფერადებლები მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია ბეჭდვითი სახით: ალბომები, წიგნები[4], ბლოკნოტები და დღიურები[5]. ასევე ელექტრონულ ფორმაშიც არსებობს[6]. ასეთი გასაფერადებლების არამარტო გადმოწერა და დაბეჭდვაა შესაძლებელი, არამედ პირდაპირ ელექტრონულად გაფერადებაც კი შესაძლებელია, სხვადასხვა გრაფიკული ინსტრუმენტების საშუალებით. წერილში Washington Post-ისთვი Dominic Bulsuto-მ შესთავაზა, რომ მოაზარდების გასაფერადედლის გავრცელება ციფრული სახით ჟანრის გავრცელებას ეხმარებოდა, აღნიშნა, რომ შედარებით ანონიმური პროცესი ეხმარებოდა ხალხს თავდაჯერებულობაში და მაღაზიაში ყიდვის უხერხულობის დავიწყებაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ COLORING BOOKS - The 1960s are widely considered the golden age of coloring books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-13. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
- ↑ Coloring for Kids | ColorKid.net. colorkid.net. ციტირების თარიღი: 2016-01-22.
- ↑ The top two best-selling books on Amazon right now are colouring books for adults. Seriously. National Post. ციტირების თარიღი: 2016-01-24.
- ↑ Johanna Basford Coloring Books.
- ↑ Paper notebook with adult coloring pages.
- ↑ Sarah Renae Clark's coloring pages.