გაფეზი (ნამდვილი სახელი და გვარი — თევდორე ზაქარიას ძე გაგლოითი, გაგლოევი; ოს. Гаглойты Федыр) (დ. 29 აგვისტო, 1913, ბაქო, — გ. 12 აგვისტო, 1983, ცხინვალი) — ოსი მწერალი.

დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი ცხინვალში (1935). საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი (1939 წლიდან), მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (მსროლელთა ასეულის პოლიტხელმძღვანელი). ომის შემდგომ წლებში იყო სამხრეთ ოსეთის ლიტერატურული ჟურნალის „ფიდიუაგის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი, შემდეგ მთავარი რედაქტორი. 1955-1972 წლებში არჩეული იყო სსრკ მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად. ასევე მუშაობდა ცხინვალის დრამატული თეატრის ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელად.

ავტორია ლექსების, მოთხრობათა კრებულებისა და რომანისა „გამარჯობა, ხალხო!“ (1966) და სხვ. ოსურად თარგმნა ქართველი პოეტების ლექსები. ქართულ ენაზე გამოვიდა გაფეზის ლექსთა კრებულები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ლექსები, ბალადები, თბ., 1963.
  • მუხნარი, თბ., 1966
  • ლექსები, თბ., 1970
  • დილა მშვიდობისა, თბ., 1973.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 564.
  • Бибоева И. Г., Казиты М. Р., Писатели Осетии, библиографический справочник, Владикавказ, Ир, 2015, стр. 229—231, ISBN 978-5-7534-1499-01.