დამატება (ვიდეო თამაშები)

(გადამისამართდა გვერდიდან გაფართოების პაკეტი)

დამატება, დანამატი, გაფართოების კომპლექტი, გაფართოების პაკეტი (ედონი) (ინგლ. expansion pack, add-on) — სხვადასხვა სათამაშო მასალების დამატება არსებულ როლურ ვიდეო თამაშებში, სამაგიდო თამაშებსა და მთლიანად ვიდეო თამაშებში, რომელიც მოიცავს ახალ დონეებს, იარაღებს, პერსონჟებს, სიუჟეტებს და ა.შ. როგორც წესი, ორიგნალური თამაშის შემქმნელები იღებენ მონაწილეობას დამატების შექმნაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შემქმნელები კონტრაქტს აფორმებენ მესამე მხარის დეველოპერებთან დამატებების შესაქმნელად. სამაგიდო თამაშებისა და სამაგიდო RPG-სთვის გაფართოების პაკეტებს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აწარმოებდნენ. 1980-იან წლებში დაიწყეს ვიდეო თამაშებისთვის გამოშვება. ადრეული მაგალითებია Dragon Slayer-ის სერია, Xanadu Scenario II[1] და Sorcerian.[2]

მახასიათებლები

რედაქტირება

როგორც წესი, დამატების ფასი ორიგინალ თამაშთან შედარებით დაბალია. თუმცა ედონების უმეტესობა დასაყენებლად მოითხოვს ორიგინალურ თამაშს. თამაშებს, რომლებსაც გაჩნიათ რამდენიმე დამატება იყიდება ორგინალურსა და ადრე გამოსულ დამატებებთან ერთად, მაგალითისთვის The Sims Deluxe Edition.(The Sims ორ დამატებასთან The Sims: Livin' Large და The Sims: Hot Date ერთად). ამგვარი კოლექციები უფრო მეტად შეღავათიანი არის მოთამაშებიისთვის.

როდესაც თამაში ამოწურავს ყველა რესურს, გამომცემი ხშირად უშვებს "სრულ" ან "ოქროს" კოლექციას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ თამაშსა და ყველა არსებულ დანამატს.

დამოუკიდებელი დამატებები

რედაქტირება

დამოუკიდებელი, ავტონომიური დამატება (ინგლ. Stand-alone) არის ისეთი დამატება, რომელსაც დასაყენებლად არ ესაჭიროება ორიგინალური თამაში. ამის მაგალითებია: Half-Life: Blue Shift და Sonic & Knuckles ზოგიერთ შემთხვევაში, დამოუკიდებელი, ან ავტონომიური დამატებბები, როგორებიც არის Heroes of Might and Magic III: The Shadow of Death და Dungeon Siege: Legends of Aranna შეიცავენ ორიგინალურ თამაშს.

კონსოლის თამაშების დამატებები

რედაქტირება

ედონები ძირითადად გამოდის პერსონალური კომპიუტერებისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც კონსოლებს გაუჩნდა ინტერნეტთან მიერთების ფუნქცია გაიზარდა დამატებების რაოდენობა კონსოლებისთვისაც. (მცნება ედონი არ უნდა აგვერიოს მცნება DLC-ში) მულტიპლატფორმული თამაშების ზრდას წინ უძღვოდა მეტი გაფართოების კომპლექტის გამოშვება კონსოლებზე, განსაკუთრებით დამოუკიდებელი (ავტონუმიური) დამატებების გამოსვლა.

  1. Kurt Kalata. Xanadu. Hardcore Gaming 101. ციტირების თარიღი: 2011-03-25.
  2. Sorcerian (PC), GameCola.net, 30 ოქტომბერი, 2010