გაუდას სამეფო
გაუდას სამეფო (ბენგალურად: গৌড় রাজ্য) — სამეფო კლასიკური ეპოქის დროს ინდოეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც წარმოიშვა ბენგალის გაუდას რეგიონიდან (თანამედროვე დასავლეთ ბენგალი და ბანგლადეში)[1][2] ძვ. წ. მე-4 საუკუნეში ან სავარაუდოდ, უფრო ადრე.[3]
გაუდას სამეფო Gāuṛa Rājya ყოფილი ქვეყანა | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
შაშანკას ანუ „გაუდას სამეფოს“ რუკა, დაახლოებით 600 წ. | |||||||
დედაქალაქი | კარნასუვარნა (დღევანდელი მურშიდაბადის რაიონი, დასავლეთ ბენგალი, ინდოეთი) | ||||||
რელიგია | ინდუიზმი (შაივიზმი) | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია
ჯაიანაგა
შაშანკა
| ||||||
მემკვიდრეები | |||||||
← მოგვიანო გუფთას დინასტია პუშიაბჰუტის დინასტია, მალაბჰუმის სამეფო, კამარუპა → |
მდებარეობა და განფენილობა
რედაქტირებაბუდისტი მაჰაიანას ტექსტი მანჯუშრეე-მოლაკალპა აღწერს გაუდას სამეფოს არსებობს ბენგალში, სანამ გუპტას იმპერია ჩაანაცვლებდა მე-4 საუკუნეში. მეფე ლოკა, რომელიც დაიბადა ვარდამანაში (ბარდჰამანი), მოხსენიებულია პიროვნებად, რომელიც ტერიტორიას მართავდა ძვ. წ. მე-4 საუკუნის დასაწყისში.[4]
მეფე შაშანკა ხშირად დაკავშირებულია პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთობასთან, რომელიც გაერთიანდა ბენგალში და ეწოდა გაუდა. შაშანკა მეფობდა მე-7 საუკუნეში და ზოგიერთი ისტორიკოსი მისი მეფობის ხანად მიიჩნევს 590 და 625 წლებს. შაშანკას დედაქალაქი იყო კარნასუბარნა, ბაჰარამპურიდან 9.6 კილომეტრით (6.0 მილი) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.[1] ჩინელმა ბერმა ქსუანზანგმა იმოგზაურა კარნასუბარნას ქვეყნიდან თანამედროვე ორისას სახელმწიფომდე, რომელსაც შაშანკა მართავდა.[2] ზოგიერთ უძველეს ჩანაწერებში ნახსენებია, რომ პუნდავარდანა გაუდას ნაწილია.[5] შაშანკას ადრეული ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ისტორიკოსი დ. კ. განგული აღნიშნავს, რომ შაშანკა იყო მაგადჰა ადგილობრივი მკვიდრი.[6] იგივე წყარო აღნიშნავს, რომ ისტორიკოსი პადმანათ ბჰატაჩარიამ აიყვანა შაშანკა, რომ მაჰასენაგუპტას შვილი ყოფილიყო. რ. დ. ბანერჯი ასკვნის, რომ იგი წარმოშობით იყო მაგადჰა გუპტასიდან. ნაგენდრანათ ბასუ ამტკიცებდა, რომ შაშანკა იყო რაჯა კარნადევას შვილი/შთამომავალი, რომელმაც დააარსა ქალაქი კარნასუბარნა ბენგალში.[7]
ზოგიერთ წყაროში შაშანკა აღწერილია, როგორც ბენგალის ტომის ლიდერი.[8] შაშანკას სახელი გვხვდება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, შაშანკა-დევა. სახელი მომდინარეობს სანსკრიტიდან, რომელიც მთვარის ალტერნატიული სახელია. აქედან გამომდინარე, შაშანკა-დევა უხეშად ითარგმნება, როგორც „მთვარის ღმერთი“.
ინდუისტური ღმერთი შივა ატარებს ეპითეტს შაშანკასეხარა, რაც ნიშნავს, „ის, ვინც შობს მთვარეს“. ჩინელი ბერის ქსუანზანგის ნაწერებში, იგი ნახსენებია, როგორც შე-შანგ-კია. მას, ასევე, უწოდებენ შაშანკა ნარენდრაგუპტას, რაც თავდაპირველად დამაჯერებლობას მატებს მტკიცებას, რომ იგი წარმოშობით გვიანდელი გუფტასგან იყო.[9] მაგადჰას სინჰას დინასტიურ ისტორიაში, „შაშანკა“ და „სომა“ გამოიყენება ურთიერთშენაცვლებით. ზოგიერთ ისტორიკოსს სწამს, რომ შაშანკამ დაიწყო კარიერა, როგორც ვასალთა უფროსმა გვიანდელი გუპტას დინასტიის დროს.[10] და რომ, მაჰასენაგუპტას გარდაცვალების შემდეგ, შაშანკამ მოგვიანო პერიოდის გუპტასი და სხვა წარჩინებული დიდგვაროვნები რეგიონიდან გააძევა და საკუთარი სამეფო შექმნა დედაქალაქ კარნასუბარნაში. სხვა ისტორიკოსები მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ მაჰასენაგუპტა - მაუხარისის მხრიდან ზეწოლის გამო (რადგან ვერ შეძლო ადეკვატური მფარველობა) - შეგნებულად არ დანიშნავდა შაშანკას ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე. მიდლტონი (2015 წ.) ანალოგიურად ამტკიცებს, რომ შაშანკა მაჰა სამანტად ემსახურებოდა გაუდას მეფეს, კერძოდ, შესაძლოა, ჯაიანაგას.[11] იყო თუ არა შაშანკა ვასალი მაუხანების ან გუპტას დროს, უცნობია. ძვ. წ. 605 წელს მაჰასენაგუპტასის გარდაცვალებიდან მოყოლებული, შაშანკამ დააარსა, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც გაუდას სამეფო. ამის შემდეგ, შაშანკამ მოჭრა ოქროს მონეტები ტრიუმფის აღსანიშნავად და მეფეთ-მეფედ იწოდა თავი. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ქალაქი გაუდა დააფუძნა მეფე შანკალადევამ. თავდაპირველად, შაშანკა კანნაუჯის მკვიდრი იყო. წიგნში, ჰინდოსტანის ისტორია (თავიდან ითარგმნა ფირიშტას მიერ დაწერილი წიგნიდან გულშან-ი-იბრაჰიმი), ნათქვამია, რომ შანკალადევა (სინკოლი) იყო კანნაუჯის (კინოგე) მკვიდრი და დააარსა ქალაქი გაუდა ძვ. წ. მე-8 საუკუნეში.[12] მისი გარდაცვალებიდან მოყოლებული, შაშანკას მემკვიდრე ვაჟი მანავა, სამეფოს მართავდა 8 თვის განმავლობაში. თუმცა, გაუდა მალევე გაიყო ჰარშასა და კამარუპას ბჰასკარვარმანას შორის, ხოლო ამ უკანასკნელმა კარნასუვარნას დაპყრობაც კი მოახერხა.
მტკიცებულებები არათანმიმდევრულია რარის რეგიონთან გაუდას კავშირების შესახებ. მაშინ, როდესაც კრიშნა მიშრა (მე-11 ან მე-12 საუკუნე), თავის პრაბოდა-ჩანდროდაიაში, აღნიშნავს, რომ გაუდა რაშტრა მოიცავს რარს (ან რარჰპურს) და ბჰურიშრეშტიკას, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბჰურშუტთან, ჰუგლისა და ჰორაჰის რაიონებთან. მანაგოლის წარწერა ცხადყოფს, რომ იადავა I-ის მეფე ჯაიტლაი იყო გაულადან (გაუდა).
მე-13 და მე-14 საუკუნეების ჯაიანების მწერლების თანახმად, გაუდა მოიცავდა ლაკშმანავატის თანამედროვე მალდას რაიონის ტერიტორიაზე.
პალას იმპერატორებს მოიხსენიებდნენ, როგორც ვანგაპატი (ვანგას მბრძანებელი) და გაუდესვარა (გაუდას მბრძანებელი). სენას მეფეებიც საკუთარ თავს გაუდესვარას უწოდებდნენ. მას შემდეგ, გაუდა და ვანგა, როგორც ჩანს, ურთიერთშემცვლელი სახელებია მთელი ბენგალიისთვის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Majumdar, R. C. (1971). History of Ancient Bengal. Calcutta: G. Bhardwaj & Co., გვ. 6–8. OCLC 961157849.
- ↑ 2.0 2.1 Ghosh, Suchandra (2012). „Gauda, Janapada“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh.
- ↑ K. P. Jayaswal (1934). An Imperial History Of India, გვ. 34.
- ↑ K. P. Jayaswal (1934). An Imperial History Of India.
- ↑ Bandopadhyay, Rakhaldas, Bangalar Itihas, (in Bengali) , first published 1928, revised edition 1971, vol I, p 101, Nababharat Publishers, 72 Mahatma Gandhi Road, Kolkata.
- ↑ Sinha, Bindeshwari Prasad (1977) Dynastic History of Magadha. India: Abhinav Publications, გვ. 131–133.
- ↑ Basu, Nagendranath (1937) Bonger Jatiya Itihash (Kayastha Kando). India, გვ. 63.
- ↑ Kingdoms of South Asia – Indian Kingdom of Bengal. ციტირების თარიღი: 19 September 2019
- ↑ „Indian Antiquary“. Journal of Oriental Research (Ed. J.A.S. Burgess) (ინგლისური). Popular Prakashan. VII: 197. 1878. ციტირების თარიღი: 16 September 2019.
- ↑ Sen, N. S. (1999) Ancient Indian history and civilization, Second, India: New Age International. ISBN 81-224-1198-3.
- ↑ Middleton, John (2015) World Monarchies and Dynasties (en). Routledge, გვ. 330. ISBN 9781317451587.
- ↑ Firishtah, Muḥammad Qāsim Hindū Shāh Astarābādī (1803). The History of Hindostan,: Translated from the Persian (en). Vernor and Hood, Cuthell and Martin, J. Walker, Wynne and Scholey, John Debrett, Blacks and Parry, T. Kay, and J. Asperne.