გასტონ გლოკი (გერმ. Gaston Glock) (დ. 19 ივლისი, 1929, ვენა, — გ. 27 დეკემბერი, 2023, კლაგენფურტი, ავსტრია) — ავსტრიელი ინჟინერი და ბიზნესმენი, კომპანია „გლოკის“ ფუძემდებელი.

II მსოფლიო ომის მიწურულს გაწვეული იყო ვერმახტში. ომის დასრულების შემდეგ დაამთავრა საინჟინრო სასწავლებელი და მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. 1963 წელს დააფუძნა კომპანია „გლოკი“, რომელიც თავდაპირველად ფარდის საკიდ კარნიზებს, შემდეგ კი ავსტრიის შეიარაღებული ძალებისთვის დანებს აწარმოებდა. 1980-იან წლებში გლოკმა დაიწყო ცეცხლსასროლ იარაღებზე მუშაობა. მას განსაკუთრებული აღიარება მოუტანა 1982 წლის გლოკის პისტოლეტმა, რომელმაც პლასტიკური მასის მაღალი შემცველობით რევოლუცია მოახდინა იარაღის მსოფლიოს ბაზარზე და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი გახდა. გასტონ გლოკი გარდაიცვალა 2023 წელს, 94 წლის ასაკში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. გარდაიცვალა იარაღის მწარმოებელი, გასტონ გლოკი, „რადიო თავისუფლება“. დეკემბერი 28, 2023.