გარყლობის ციხე
გარყლობის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს სოფ. ჩორაქლში. მას ადგილობრივები გარყლობას უწოდებენ. შუა საუკუნეების შავშეთში გარყლობის ციხე მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. გარკვეული პერიოდი ის შავშეთის ერისთავის რეზიდენცია იყო.
ტოპონიმი
რედაქტირებატოპონიმი „გარყლობა“ „მატიანე ქართლისაში“ იხსენიება. XIX საუკუნის წყაროებით ადგილობრივები იმ სოფლის სახელწოდებად, სადაც ეს ციხე მდებარეობდა „გარყილობ“ ფორმას ხმარობდნენ. ამდენად, ეს სოფელი XI საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს იხსენიება და ეს შავშეთის სოფლების ტოპონიმიკის ერთ-ერთი უძველესი დასტურია. იგი გაფორმებულია -ობ//ობ-ა სუფიქსით.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებაგარყლობის ციხის შესახებ ცნობები XIX საუკუნიდან გვხვდება. ციხე 2005 წელს ადგილზე შეისწავლა ქართველ მკვლევართა ჯგუფმა: „როგორც ჩანს, იგი დიდი ხნის წინ დაინგრა და მას შემდეგ აღარ აღუდგენიათ.
ციხის გარემო
რედაქტირებაციხეს მთის დახრილი ფერდობი უკავია. მთლიანობაში გალავნის რამდენიმე ფრაგმენტი და სხვადასხვა სათავსოთა ნაშთები განირჩევა. ციხეს საკმაოდ დიდი ტერიტორია ეჭირა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ., 2020 ISBN 978-9941-9738-1-9