გარსევანიშვილები
გარსევანიშვილები, გერსევანოვები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ ქართლის სამეფო კარზე XVIII საუკუნეში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI-ის კულტურულ-მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ-მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები იყვნენ ვახტანგ VI-ის შვილების ვახუშტის, ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები. იესე იყო სამეფო კარისა და ოქონის ხატის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. 1724 წელს გარსევანიშვილები ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლდნენ და აქ მათმა შთამომავლობამ მიიღო გერსევანოვების გვარი. განსაკუთრებული დამსახურებისათვის რუსეთის მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტოგონიძე ბ., ქსე, ტ. 3, გვ. 8, თბ., 1978