გარი ოუენი (ინგლ. Gary Owen; დ. 1929, ტამბლი; უელსი — გ. 1995, ბრისბენი; ავსტრალია) — უელსელი პროფესიონალი სნუკერისტი.

გარი ოუენი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 1929
დაბ. ადგილი: ტამბლი; უელსი
გარდ. თარიღი: 1995
გარდ. ადგილი: ბრისბენი; ავსტრალია
მოქალაქეობა: უელსის დროშა უელსი
პროფესიონალური კარიერა: 1968—?
უმაღლესი რეიტინგი: № 10
უმაღლესი ბრეიკი: 147

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

დაიბადა 1929 წელს სამხრეთ უელსში. 1944 წელს მოიგო ინგლისის საყმაწვილო ჩემპიონატი, ხოლო 1950 წელს მიაღწია ფინალს ინგლისის პირველობაზე მოყვარულებს შორის და მხოლოდ ბოლო ფრეიმში დათმო მოწინააღმდეგესთან. შემდეგ გარიმ დროებით შეწყვიტა თამაში და მეხანძრედ მოეწყო ბირმინგემში. სნუკერს ის მხოლოდ 1960-იან წლებში დაუბრუნდა, როდესაც ინგლისის სამოყვარულო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ამ მიღწევას მას საშუალება მისცა, კვალიფიკაცია გაეარა პირველ სამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატზე კალკუტაში. იქ უელსელმა ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი მოიგო და ჩემპიონის ტიტულიც დაიპყრო. ოუენმა ამ წარმატების გამეორება მოახერხა 1966 წელს, როდესაც ფინალში დაამარცხა შემდგომი მსოფლიო ჩემპიონი — ჯონ სპენსერი. ორი წლის შემდეგ კი სპენსერსა და რეი რიარდონთან ერთად გადავიდა პროფესიონალებში.

მაგრამ გარი ოუენის პროფესიონალური კარიერა ისევე კარგად არ აეწყო, როგორც სამოყვარულო. მისი საუკეთესო მიღწევა გახდა 1969 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი — მაშინ უელსელი თავის ყოფილ მოწინააღმდეგესთან, ჯონ სპენსერთან დამარცხდა 24:37. ოუენი რამდენიმეჯერ ტურნირის საუკეთესო რვა მოთამაშეს შორისაც იყო (1972 და 1975 წლებში), ხოლო 1970 წელს ნახევარფინალს მიაღწია.

1971 წელს ოუენი ემიგრაციაში წავიდა ავსტრალიაში და სიდნეის სნუკერის კლუბი პროფესიონალი მოთამაშე გახდა. ამის შემდეგ, როგორც კი ოუენმა მოქალაქეობა მიიღო, მან თავისი ახალი ქვეყანა 1979 წლის გუნდურ მსოფლიო თასზე წარადგინა.

გარი გარდაიცვალა 1995 წელს ქალაქ ბრისბენში.

მიღწევები კარიერაში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება