გარიყულის კოშკი
გარიყულის კოშკი – კოშკი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულას დასავლეთით სამ კილომეტრზე, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე დგას კოშკი, რომელიც თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 8 მეტრამდე), ოთხსართულიანი. დაზიანებულია. შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. პირველ სართულს ხის გადახურვა ჰქონია. კედლებში დატანებულია ნიშები და სათოფურები. მეორე სართული, დანარჩენებისაგან განსხვავებით, გადახურულია სფერული კამარით, რომლის ძირას ორი სარკმელია. ბუხარი სამხრეთითაა. მესამე სართულსაც ხის კოჭოვანი გადახურვა ჰქონია (ამჟამად ჩამონგრეულია). კედლებში ღრმა ნიშებია ორ-ორი სათოფურით. სათოფურებია ნიშების გარეთაც. სართულები ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდებოდა. მეოთხე სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანი ყოფილა. იქვე ახლოს მდგარა მეორე ანალოგიური კოშკი. შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.