გარიფჩე (სტამბოლის პროვინცია)

გარიფჩე (თურქ. Garipçe) — სოფელი სტამბოლის პროვინციის სარიერის რაიონში, თურქეთი.

დასახლებული პუნქტი
გარიფჩე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°12′52″ ჩ. გ. 29°06′30″ ა. გ. / 41.21454889° ჩ. გ. 29.10846500° ა. გ. / 41.21454889; 29.10846500
მოსახლეობა 512 (2013)[1] ,
575 (2014)[1] ,
642 (2015)[1] ,
477 (2016)[1] ,
393 (2017)[1] ,
387 (2018)[1] ,
390 (2019)[1] ,
397 (2020)[1] ,
395 (2021)[1] ,
391 (2022)[1] ,
380 (2023)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 0-212 და 212[2]
საფოსტო ინდექსი 34450[3]
საავტომობილო კოდი 34[4]
გარიფჩე (სტამბოლის პროვინცია) — თურქეთი
გარიფჩე (სტამბოლის პროვინცია)

სოფელი გარიფჩე მდებარეობს ბოსფორის სრუტესა და შავ ზღვას შორის მოქცეულ ბორცვზე, ბოსფორის ევროპული სანაპიროს ჩრდილოეთით, სოფელ რუმელიფენერის სამხრეთით. გარიფჩეს მოპირდაპირე მხარეს, სტამბოლის პროვინციის ბეიქოზის რაიონში მდებარეობს სოფელი ფოირაზქოი. სოფელი გარიფჩე გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად.[5] სოფელი პოპულარული გახდა 2016 წელს აშენებული სულთან სელიმ იავუზის ხიდის მეშვეობით, რომელიც გადის ბოსფორზე გარიფჩესა და ფოირაზქოის შორის.[6][7]

სოფლის სამხრეთით დგას გენუელების მიერ 550 წლის წინათ აგებული, ამჟამად დანგრეული კოშკი, რომელიც გადაჰყურებს ბოსფორის სრუტესა და შავ ზღვას.[5][8]

გარიფჩე არის მეთევზეთა დასახლება, რომელიც პოპულარულია თევზის რესტორნებით. სოფელში მუდმივი მაცხოვრებლები არ არიან.[5]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration SystemTÜİK.
  2. Coğrafi Numaralar, Geographic NumbersBilgi Teknolojileri ve İletişim Kurumu.
  3. PTT posta kodu sorgulama, PTT zip code inquiryPTT.
  4. İl bilgileri Haritası, Province information mapTürkiye Cumhuriyeti İçişleri Bakanlığı.
  5. 5.0 5.1 5.2 „Karadeniz kıyısında üç balıkçı, bir de kale: GARİPÇE KÖY“. Hürriyet (Turkish). 2004-10-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2016-09-01.
  6. „3'üncü köprü Garipçe-Poyraz'dan geçecek, 6 milyar dolara bitecek“. Hürriyet (Turkish). 2010-04-30. ციტირების თარიღი: 2016-09-01.
  7. „Yavuz Sultan Selim Köprüsü açıldı“. BBC Türkçe (Turkish). 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2016-09-01.
  8. „Garipçe Kalesi kiraya verilecek“. Hürriyet (Turkish). 2010-05-21. ციტირების თარიღი: 2016-09-01.