გართობა დიკთან და ჯეინთან ერთად (ფილმი)

გართობა დიკთან და ჯეინთან ერთად (ინგლ. Fun with Dick and Jane) - 2005 წელს გამოსული ამერიკული კინოკომედია, გადაღებული რეჟისორ დინ პარიზოს მიერ. მთავარ როლებში ჯიმ კერი და ტეა ლეონი. სურათი რიმეიკია 1977 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმისა.

„გართობა დიკთან და ჯეინთან ერთად“
ჟანრი კომედია
რეჟისორი დინ პარისო
როლებში ჯიმ კერი, ტეა ლეონი, ალეკ ბოლდუინი
კომპოზიტორი ტეოდორ შაპირო, კერტ სობელი
სტუდია Columbia Pictures Corporation
დისტრიბუტორი InterCom[d]
პრემიერა 21 დეკემბერი, 2005 (2005-12-21)
ხანგრძლივობა 91 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი $
შემოსავალი 204,7 მილიონი $
საიტი IMDb ID 0369441

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
 
ჯიმ კერი
 
ტეა ლეონი

ფილმის მოქმედება ლოს-ანჯელესში 2000 წელს ხდება და დასაწყისში ჰარპერების ოჯახს ვეცნობით. ოჯახის უფროსი დიკ ჰარპერია (ჯიმ კერი), რომელიც კომპანია "გლობოდაინში" მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. მისი ცოლი ჯეინი (ტეა ლეონი) ტურისტულ ბიუროშია დასაქმებული და შეწუხებულია კლიენტთა და უფროსის წუწუნით. მათი შვილი ბილი, მექსიკელი ძიძის ბლანკას წყალობით ესპანურად ლაპარაკობს. ყავთ ასევე მყეფარა ძაღლი. ერთ დილას დიკს, ფირმის გენერალური დირექტორი ჯეკ მაკალისტერი (ალეკ ბოლდუინი) და მთავარი ფინანსისტი ფრენკ ბესკომბი (რიჩარდ ჯენკინსი), კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნავენ. აღფრთოვანებული დიკი სახლში დაბრუნდება, ახარებს რომ მაღალი ხელფასი დაენიშნა და ცოლს სამსახურიდან წამოსვლას ურჩევს.

მეორე დღეს გადაცემაში "money life" დაპატიჟებენ, სადაც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რალფ ნაიდერი, წამყვანთან ერთად, მოუმზადებელს დიკს "გლობოდაინზე“ კომპრომეტირებულ კითხვებს დააყრიან. დიკი დაიბნევა პასუხებში, რასაც კომპანიის აქციების ვარდნა მოყვება და გაკოტრდება. ამას კი მშვიდად მხოლოდ მაკალისტერი შეხვდება და საკუთარი ვერტმფრენით გაფრინდება. უმუშევრად დარჩენილი ჰარპერი სახლში დაბრუნდება და ცოლი ახარებს, რომ თვითონაც წამოვიდა სამსახურიდან და ოჯახს უდრო მეტ ყურადღებას დაუთმობს. უმუშევრად დარჩენილი დიკი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგანაც გაკოტრებული კომპანიიდან დაგროვილი საპენსიო ფონდიც დაეკარგებათ. იგი რამდენიმე თვე ახალ სამსახურს ეძებს, ოღონდ მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტების ვაკანსიაზე. როცა ვერაფერს იპოვნის უფრო დაბალ ვაკანსიებზე გადავა. ერთხელ მექსიკელებთან ერთად შრომის ბირჟაზეც დადგება, სადაც პოლიციას შეცდომით უკანონო ემიგრანტი ეგონება და სხვა მექსიკელებთან ერთად ქვეყნიდან გააძევებს. მომდევნო ღამეს ჩუმად გადმოკვეთს საზღვარს და კვლავ ამერიკაში დაბრუნდება. უშემოსავლოდ დარჩენილს ბანკი კრედიტის დასაფარად 24 საათს მისცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლის წართმევით დაემუქრება. სასოწარკვეთილი დიკი შვილის სათამაშო იარაღს აიღებს და საძარცვავად წავა. ჯეინიც გაყვება. თავდაპირველად არაფერი გამოუვათ, მაგრამ როცა ცოლი გაიგებს რომ რამდენიმე საათში, კრედიტის გადაუხდელობის გამო სახლიდან გამოაგდებენ, თვითონ აიღებს სათამაშო პისტოლეტს და სიგარეტის მაღაზიას გაძარცვავს.

ცოლ-ქმარი გადაწყვეტს გააგრძელონ ძარცვები, ძირითადად კი ბანკებს და ვინც როდისმე აწყენინა მათ ამოიღებენ მიზანში. დიკი შემთხვევით ფრენკ ბასკომბს გადაეყრება, საიდანაც შეიტყობს რომ მაკალისტერს თავიდანვე გეგმაში ჰქონდა ფირმის გაკოტრება და 400 მილიონი დოლარი მიითვისა, საიდანაც გაჩუმებაში მთავარ ფინანსისტს 10 მილიონი გადაუხადა, რაზეც სინდისის ქეჯნას განიცდის.

სამივენი გადაწყვეტენ რომ ჯეკს მოპარული თანხა, 400 მილიონი, გაშვებულ თანამშრომლების საპენსიო ფონდში გადაურიცხინონ და ამისთვის აფიორას მოიფიქრებენ. თავის საქმეზე ბანკში მისულ მაკალისტერს ხელმოსაწერ დოკუმენტს თავიანთი ფურცელით შეუცვლიან, თუმც გაუგებს და ხელს არ მოაწერს. სასოწარკვეთილი დიკი ერთი დოლარის ჩეკს გამოაწერონებს ჯეკს, რითაც მის ხელმოწერას მოიპოვებს და თანამშრომელთა გადასარიცხ დოკუმენტზე გადაიტანს. მეორე დილით საკუთარი ვილიდან გამოსულ ჯეკს დიკი და ჟურნალისტთა არმია დაადგება, ისინი გაოგნებულ მაკალისტერს შეაქებენ, რომ საკუთარი თანხა სამსახურიდან გაშვებულ თანამშრომლებს გადაურიცხა. გაბრაზებულ ჯეკს სხვა არაფერი დარჩება და დიკის თამაშს აყვება.

ფილმის ბოლოს ჰარპერები ავტომობილით მიდიან. ამ დროს მათი ძველი თანამშრომელი წამოეწევა და ეტყვის რომ ენრონში დაიწყო მუშაობა.

მსახიობები რედაქტირება

მსახიობი როლი
ჯიმ კერი დიკ ჰარპერი
ტეა ლეონი ჯეინ ჰარპერი
ალეკ ბოლდუინი ჯერ მაკალისტერი
რიჩარდ ჯენკინსი ფრენკ ბასკომბი
ენჯი ჰერმონი ვერონიკა კლიმანი
ჯონ მაიკლ ჰიგინსი გარფი
აარონ მაიკლ დროზინი ბილი ჰარპერი
რალფ ჰეიდენი თვითონ
გლორია გარაიუა ბლანკა

ჯილდოები რედაქტირება

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
BMI Film & TV Awards 2006 საუკეთესო მუსიკა თეოდორე შაპირო გამარჯვებული
Kids' Choice Awards, USA 2006 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ჯიმ კერი ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება