გარეჯა
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
გარეჯა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2497 მ. გარეჯა აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური ძლიერ დანაოჭებული მერგელებითა და მერგელიანი თიხაფიქლებით. მთის კალთები ძირიდან შუამდე შემოსილია წიფლის ტყეებით, ზემოთ და მწვერვალზე სუბალპური მდელოებია გავრცელებული, რომელთაც საძოვრად იყენებენ.
გარეჯა | |
---|---|
კოორდინატები: 42°16′45″ ჩ. გ. 45°06′34″ ა. გ. / 42.27917° ჩ. გ. 45.10944° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2497 მ |
ქედი | კახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | მერგელი და მერგელიანი თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 560.