გარეთხა
გარეთხა — გარეული თხის რამდენიმე სახეობის კრებითი სახელწოდება. ვაცებს გრძელი, ხმალივით მოხრილი, განივ განაკვეთში სამკუთხოვანი ფორმის რქები და ზედ მოზრდილი განივი კორძები აქვთ. აღსანიშნავია: ალპური გარეთხა (ლათ. Capra ibex) და ციმბირული გარეთხა (ლათ. Capra sibirica).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 700.