გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბი — გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაყოფილია ორ ნაწილად.
- პირველი ნაწილი — მეწამული ველის თავში ვერცხლის ჯვარი.
- მეორე ნაწილი — წარმოადგენს ვერცხლის ველს. გერბის ფარს მარცხნიდან მარჯვნივ ტალღისებურად კვეთს სამი მეწამულ-ვერცხლი ყაბიწი. ვერცხლის ველზე ყაბიწის ფერი მეწამულია, მეწამულ ველზე ვერცხლი.
გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.
გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „გარდაბანი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება