გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური
გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური — თბოელექტროსადგური საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. იგი უახლესი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის პირველი წარმატებული მცდელობა იყო. წარმოადგენს Pratt and Whitney Power Systems FT8 ტიპის აირტურბინების ბაზაზე აშენებულ ენერგეტიკულ ობიექტს.[1]
ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 110 მეგავატი.[2] გამომდინარე იქიდან, რომ გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური წარმოადგენს კომბინირებული ციკლით მომუშავე ორთქლაირული ელექტროსადგურის აირტურბინულ ზედნაშენს, მისი გამომუშავება ახალი ინვესტიციის შემთხვევაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს.[1]
გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა 2006 წლის 23 იანვარს. ექსპლუატაციის ვადა 25 წელია. განხორციელებული ინვესტიციის საერთო ღირებულება 53 800 000 დოლარია. 2010 წლის დეკემბერში შპს „ჯიფაუერმა“ სადგური კომპანია „ენერჯი ინვესტი“-სგან შეიძინა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
- ↑ საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი 2017. საქსტატი. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021