გარგარი (ნასოფლარი)
გარგარი – ნასოფლარი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელ ერთაწმინდიდან 1,5 კმ-ზე, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. ნასოფლარი ფეოდალური ხანისაა. აქ დასტურდება ნასახლარი ბუდეები, არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც. ჩრდილო-დასავლეთით 250 მეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი გორაა (25X15 მ). მას სამხრეთით ტერასა გასდევს. მისგან დასავლეთით, მინდორზე ქვაყუთის ფილები ყრია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 156.