გარბანის მინდვრის წმინდა გიორგის ხატი

გარბანის მინდვრის წმინდა გიორგის ხატი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესიის დასავლეთით.

ხატი ფიქლის დიდი ნათალი ქვის მშრალი წყობით ნაშენი და კირით შეთეთრებული კედელია, რომელზეც დევს დიდი ზომის ფიქლის ოთხკუთხა ქვა. ქვაზე დადგმულია ქვის ჯვარი, რომელზეც გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგია გამოსახული. კომპოზიციის ზემოთ, მოჩუქურთმებული თაღოვანი არშიაა, არშიის ზემოთ კი — ჯვარი. კედელს ებჯინება მშრალად ნაგები და შეთეთრებული მეორე კედელი, რომელსაც ზემოდან ადევს ფიქლის ქვა. კედლის დასავლეთით პირუტყვის „სასაკლაოა“ — მოზრდილი სწორკუთხა ქვა, რომელსაც შუაში მრგვალი ღრმული აქვს. აღმოსავლეთით, ხატის კედლის გასწვრივ, მოწყობილია საუფროსო. ხატის გვერდით ოთხკუთხა საჯარეა. იგი ნაგებია დიდი ნაწილობრივ დამუშავებული ქვით. წყობა მშრალია. შენობას დასავლეთის მხარე ღია აქვს. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმელი, რომლის ქვემოთ ორი პატარა ნიშია. სარკმლის წინ მოწყობილია კერა. საჯარის შიგნით თქვის მაგიდა და სკამებია. საჯარე გადახურულია თუნუქით.

ხატის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ტოლმკლავებიანი, კირით შეთეთრებული ქვის ჯვარი დგას.

ლიტერატურა

რედაქტირება