განჯის ციხესიმაგრე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განჯის ციხესიმაგრე (აზერ. Gəncə qalası) XVI საუკუნის ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ქალაქ განჯის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. 1588 წელს ოსმალების მიერ ოკუპირებული უძველესი განჯის ციხე-სიმაგრის სამართვად, ფარჰად ფაშას ბრძანებით, აშენდა კოშკი, რომელშიც შეიარაღებული ძალები იქნა განლაგებული. მოგვიანებით კი, შაჰ აბასისა და ჯავად ხანის მმართველობის დროს, ციხე გაფართოვდა და გამაგრდა. შაჰ აბასის განკარგულების თანახმად, ქალაქ განჯის ცენტრის უძველესი განჯის ციხიდან განჯის ციხესიმაგრეში გადატანის შემდეგ, განჯის ციხე ქალაქის ცენტრში მთავარი კომპლექსი გახდა. განჯის ხანების სასახლე მდებარეობს ციხე-სიმაგრეში.

განჯის ციხესიმაგრე
აზერ. Gəncə qalası
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
თარიღდება 1588

ალყისა და სისხლიანი ომის შემდეგ, რომელიც 1804 წელს თვეზე მეტხანს გაგრძელდა, განჯის ციხე მეფის რუსეთმა დაიკავა. ამის შემდეგ ხანების სასახლე, რომელიც ციხის ბირთვი იყო, გაძარცვეს და გაანადგურეს.

ვინაიდან ჩვენს დრომდე განჯის ციხის მხოლოდ ნაწილები შემორჩა, მისი არქიტექტურული მახასიათებლები ძირითადად ემყარებოდა ისტორიულ რუკებსა და გეგმებს, აგრეთვე გრავიურებსა და ფოტოსურათებს. 1797 წლის კოშკის გეგმიდან ირკვევა, რომ ქალაქს დიდი ფართობი ეკავა და ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ბაღები იყო გაშენებული. ქალაქის ტერიტორია დაყოფილი იყო კოშკებად და ციხეებად. გეგმის მიხედვით, განჯის ციხე არაწესიერი ექვსკუთხა ფორმის იყო. ციხე-სიმაგრეში მდებარეობდა ორსართულიანი კოშკები. ციხის კედლები განლაგებული იყო ერთმანეთისაგან 70 და 80 მეტრის მანძილზე. ციხე-სიმაგრის მთავარ შიდა კედლებს ექვსი საყრდენი ჰქონდა. მის გარე კედლებზე იყო კოშკები, რომლებიც ერთმანეთისგან საკმარისად შორს იყო. ციხის კედლების გარეთ მდებარე ბაღები და სახლები მხოლოდ აგურის კედლებით იყო დაცული.[1]

მე-16 საუკუნეში ძველი განჯა სეფიან-ოსმალეთის ომების ერთ-ერთი ბრძოლის ველი გახდა. 1587 წელს ოსმალეთის არმიამ ფარჰად-ფაშას მეთაურობით განჯა აიღო. ოსმალებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ქალაქის გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო ახალი ციხის კედლების მშენებლობას კი 1588 წელს შეუდგნენ. განჯა იქამდე დარჩა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, ვიდრე 1606 წელს შაჰ აბასის მიერ არ იქნა ბლოკირებული. [2]

სეფიან-ოსმალეთის შემდეგი ომის დროს, რომელიც 1603-1618 წლებში მოხდა, 1606 წელს განჯა სეფიანებმა დაიპყრეს. შაჰ აბასმა გაანადგურა უძველესი ქალაქის ციხესიმაგრეები და გადაიტანა ქალაქის ცენტრი განჯის ციხესთან. შაჰის ბრძანებით ჩატარდა აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები განჯის ახალ ციხესიმაგრეში.

XVIII საუკუნის ბოლოს განჯის ციხე გახდა სახანოს დედაქალაქი. ამ პერიოდში ქალაქი ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი იყო რეგიონში.[3]

XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში განჯა რუსეთ-ირანის ომის ცენტრში რჩებოდა. 1796 წელს რუსი სამხედროების მოკლევადიანი მმართველობის შემდეგ, განჯის ხანმა გაამაგრა ციხე-სიმაგრის კედლები. იერიშისა და სისხლისმღვრელი ომების შემდეგ, რომელიც 1804 წელს თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, განჯის ციხე მეფის რუსეთის მიერ იქნა დაპყრობილი. ამის შემდეგ ხანის სასახლე, რომელიც ციხე-სიმაგრის შიდა ბირთვი იყო, დაუყოვნებლივ გაძარცვეს და გაანადგურეს. რუსეთის იმპერიის არმიის მეთაურის ციციანოვის ბრძანებით, ერთი მანეთის ოდენობის ჯარიმა დაუწესდა ყველას, ვინც განჯის სახელს ახსენებდა.[4]

არქიტექტურული მახასიათებლები

რედაქტირება

ამ ნაგებობის მშენებლობის დროს შენარჩუნებულ იქნა განჯის ციხის კედლებს გარეთ მიმდებარე ზოგიერთი უბანი. ციხე არათანაბარი მრავალკუთხა ფორმის იყო. მისი მშენებლობის დროს გამოიყენებოდა თიხის ტალახი, რიყის ქვები და გამომწვარი წითელი აგური, რაც განჯის ტრადიციულ არქიტექტურას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მისი სამხრეთ-დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლები მყარი იყო. საერთო სიგრძე და სიმაღლე, შესაბამისად, იყო 13,7 კმ და 12კმ. კედლებზე სულ 30 თავდაცვითი კოშკი იყო აგებული ყოველ 200-500 მეტრში.

ციხე-სიმაგრის კედლების გარკვეულ სიმაღლეზე აშენდა ამბრაზურები და სათვალთვალო კოშკები. მნიშვნელოვანი იყო მათი გამოყენება მტრის თავდასხმისას. იქიდან ადგილობრივი მებრძოლები თავდამსხმელებს მდუღარე ზეთსა და ცხიმს ასხამდნენ.[5]

  1. 6 легендарных крепостей Азербайджана – от Шамахы до Нахчывана - ФОТО. Day.Az (2018-01-22). ციტირების თარიღი: 2019-07-20.
  2. Саламзаде, А. В. Архитектура Азербайдана XVI-XIX вв.. — Баку: Академия наук Азербайджанской ССР, 1964.
  3. Бурнашев, C. Описание областей Азербайджанских в Персии и их политического состояния. — 1793. — С. 11.
  4. Л. Бретаницкий, А. Саламзаде. Кировабад. — 1960.
  5. Əsrlərin sədası – Gəncə qalası. portal.azertag.az. ციტირების თარიღი: 2019-07-20.