განჯის ალყა — ქალაქ განჯის წარმატებული ალყა, ქართველების მიერ მეფე გიორგი IV-ის მეთაურობით 1213 წელს.
თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მემკვიდრეობით მის შვილს გიორგი IV-ს ერგო. გიორგი IV ლაშას მეფობის დამდეგსვე საქართველოს ყმადნაფიცმა ქვეყნებმა მოინდომეს დამოუკიდებლობა. თავდაპირველად განძის ათაბაგი განუდგა მეფეს და უარი განაცხადა ხარკის გადახდაზე. ლაშა გიორგიმ უმალვე მოიწვია დარბაზი, ჯარი შეკრიბა და ალყა შემოარტყა განძას
მან ქართველ მხედართმთავრებთან შეთანხმების გარეშე 4000 მეომრით გარსშემოუარა ქალაქს. მცხოვრებნი სწრაფად გამოვიდნენ ქალაქიდან 10000 ჯარისკაცით და მეფეს თავს დაესხნენ. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. ქართველებმა მამაცად შეუტიეს სამეფო ჯარებს. განძელები უკუიქცნენ და კვლავ ჩაიკეტნენ ქალაქში. მეფის წინდაუხედაობამ აღაშფოთა ქართველი სარდლები და მის სამსახურზე უარის თქმით დაემუქრენ, თუ კიდევ განმეორდებოდა მსგავსი რამ. ლაშა გიორგი იძულებული შეიქნა მოენანიებინა თავისი ქმედება. ალყით შეწუხებულმა განძის ათაბაგმა მოციქული გამოუგზავნა ლაშა გიორგის, შერიგება სთხოვა და ხარკის გადახდაც იკისრა.
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედ., თბ., ნეკერი, 2007, გვ. 145-146