განხილვა:GNU General Public License

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა GioMac თემაში ეჭვების გასაფანტად

ვერ გავიგე აქ საიდან რა უნდა ითარგმნოს. ამ სტატიის თავში მითითებული ინგლისური და რუსული სტატიები სულ სხვა რამეზეა დაწერილი. --Sweet Baby Girl 23:55, 25 ივნისი 2008 (UTC)პასუხი

არ შეიძლება ასე!

რედაქტირება

არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო თარგმნა... :(
მოხარული ვარ, რომ სურვილი იკვეთება აქტივობის, მცდელობა მისასალმებელია ნამდვილად, მაგრამ მისი განხორცილების მსგავსი დაბალი დონე სამარცხვინოა ჩვენთვის, ქართველებისთვის... :(
GNU GPL თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ძირითადი საჯარო ლიცენზიაა, რომელიც ეყრდნობა GNU–ს მთავარ ფილოსოფიას, რომელიც აძლევს მომხმარებლებს ოთხ ძირითად თავისუფლებას:

1) გამოიყენოს და გაუშვას პროგრამული უზრუნველყოფა თავისი მოთხოვნილებების შესაბმისად - თავისუფლება 0
2) შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პრინციპები, გამოიკვლიოს და შეცვალოს ის საკუთარი მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილებისათვის (პროგრამის წყარო თან უნდა ჰქონდეს დართული პროგრამულ უზრუნვეყოფას) - თავისუფლება 1
3) თავისუფლება გაავრცელოს მომხმარებელმა პროგრამული უზრუნველყოფის ასლები - თავისუფლება 2
4) თავისუფლება განავითაროს პროგრამული უზრუნველყოფა და საჯაროდ გამოაქვეყნოს პროგრამის საკუთარი მოდიფიცირებული ვერსია (პროგრამის წყაროსთან ხელმისაწვდომობა სავალდებულია) თავისუფლება 3

ეს არის ნაწილი ქართული თარგმანისა, რომლის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.gnu.org/philosophy/free-sw.html

ეს ოთხი არის ფუნდამენტური ღირებულებები რომლებზეც დაყრდნობითაც ვრცელდება შემდგომში GNU-ს ძალიან დიდი სიმრავლე ლიცენზიებისა მათ შორის


GNU GPL (GNU General Public Licence - ძირითადი საჯარო ლიცენზია) - ძირითადი ლიცენზია პროგრამული უზრუნველყოფისა - გააჩნია ვერსიები 2 და სამი... მათ შორის სხვაოისა და უკეთ გაცნობისათვის შეგიძლიათ იხილოთ: http://www.gnu.org/licenses/quick-guide-gplv3.html ,
GNU LGPL (GNU Lesser General Public Licence - ნაკლებ მკაცრი ძირითადი საჯარო ლიცენზია) - უფლებას გვრთავს გამოვიყენოთ ჩვენს პროგრამაში არათავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა - უკეთ გარკვევისათვის იხილეთ: http://www.gnu.org/licenses/lgpl.html ),
GNU FDL (GNU Free Documentation Licence) - თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზია. დამატებითი ინფრომაციისათვის იხილეთ: http://www.gnu.org/licenses/licenses.html#FDL ).
ლიცენზიათა სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: http://www.gnu.org/licenses/license-list.html

ბოდიშს ვიხდი თუ ზედმეტად მკაცრი ვიყავი ჩემს განცხადებაში, მაგრამ არ გვეკადრება ქართველებს მსგავსი თარგმანი... :(

ქართველებს რა გვეკადრება ეს ყველა ქართველმა უკეთ იცის. ასე თუ არ შეიძლება - დაეხმარე ქართულ ვიკიპედიას. მისამართების მითითება არ არის საჭირო, რადგან თვით სტატიას აქვს უკვე მითითებული სათარგმნი გვერდები. ამიტომ ჯერ გაეცანი ვიკიპედიას და შემდეგ დაწერე თუ რა არ შეიძლება და რა შეიძლება. მკაცრი პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყო. ცანგალა () 15:30, 11 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

რა არ შეიძლება ანუ პასუხი ცანგალას!

რედაქტირება

არ შეიძლება ასეთი თარგმნა... ავტორს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს თემასთან დაკავშირებით... მე არ მაქვს დრო ამ საქმეს მოვკიდო ხელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც წარმოდგენა არა აქვს GNU–ზე იმან აკეთოს "საქმე"... შეგიძლიათ იხილოთ ბმული http://forum.ge/?showtopic=33931858&view=findpost&p=12570249 სადაც ოდნავ არის ახსნილი რა არის ცუდად გაკეთებული (და ამავე დროს თემა არის, რომელიც ეხება ზუსტად ამ საკითხს და უკეთ გავიგებთ მის იდეას)... სამწუხაროდ მთლიანად წაკითხვის დრო არ მქონდა ამ სტატიისაც, მაგრამ რაც წავიკითხე იქ ძალიან ბევრი შეცდომა იყო... იმედი მაქვს ოდნავ მეტი ყურადღებით მოეკიდებით ამ საკითხს და შეასწორებთ შეცდომებს...

პატივისცემით: xokaido

ეჭვების გასაფანტად

რედაქტირება

პირველ რიგში ხოკაიდოს მინდა ვაცნობო რომ ეს თარგმანი არ წარმოადგენს ერთობლივ, სწორ, შეთანხმებულ, გააზრებულ ნამუშევარს- ის შესრულებულია ერთი პიროვნების მიერ ძალიან დიდი ხნის წინ (თუ არ ვცდები ათი წელი გავიდა), ზუსტად ამიტომ მითითებულია რომ სტატია თარგმნის და დამუშავების პროცესშია და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. ხდება ამ სამყაროში ბევრი რამ რის საქმის ყურშიც არ ვართ - ჯერ გაერკვიეთ და მერე აკრიტიკეთ სტატია. ყველაფერი რიგზეა და თუ სურვილი გაქვთ - ჩაასწორეთ, დაამატეთ, აავსეთ - მიზანი სწორედ ეს არის. GioMac 10:28, 19 მარტი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „GNU General Public License“-ზე დაბრუნება.