განხილვა:ეპიკა
(ნომინაცია) - გადავიტანოთ ეპიკა-ზე.— გიორგი განხილვაწვლილი 13:48, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
არგუმენტი და დასაბუთება? — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:24, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
- ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ქართული იყოს. ეპიკა არ არის რთული წარმოსათქმელი, შესანიშნავად ჯდება ქართულში ყველა თავისი ბრუნვებით. დამატებითი ინფოსთვის იხილეთ განხილვა:მეტალიკა სახელის გადარქმევის ქვეთავი.— გიორგი განხილვაწვლილი 14:32, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
შენი სრულად მესმის, მაგრამ საინტერესოა გადახედო ყავახანის არქივებს სადაც ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მუდამ ერთიდაიგივეს ტრიალი მე მგონი არ შეიძლება. — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:41, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
გადატანა-გადამისამართებები უკვე გაკეთებულია და მომხმარებელს Epica ასე შეუძლია მოძებნოს და ეპიკა ასეც. უბრალოდ ვერ ვხედავ პოლემიკის აუცილებლობას. — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:48, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
ვერც მე. ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ქართულ სახელწოდებაზე მინდა იყოს უბრალოდ. თან სტატიაში ეპიკაა სახელი, მაგრამ თვითონ სტატიას Epica ჰქვია. მე ჩემი აზრი გამოვთქვი მხოლოდ.— გიორგი განხილვაწვლილი 14:54, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
შენ გინდა, მე მინდა, მე ვიცი, შენ ცდები. ასეთი რაღაცეები ვიკიპედიაში არ მოდის. ჯერჯერობით ამ საკითხზე კენჭისყრა არ ჩატარებულა. ჩატარდეს და კი ბატონო გადაწყვეტილებას დაემორჩილები შენც და მეც. მანამდე გადატანებისაგან და გადამისამართებებისაგან თავი შევიკავოთ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:58, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
ვიცი, რომ არ ჩატარებულა კენჭისყრა, მაგრამ მანამდე ვიკიპედიელები (Floydgeo, Zangala, Nika324...) ერთ რამეზე შეთანხმდნენ: თუ რთული სახელი არ აქვს ჯგუფს, ითარგმნოს. მე სხვების აზრიც მაინტერესებს...— გიორგი განხილვაწვლილი 15:13, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
- ვხსნი თემას ყავახანაში... – BruTe (გ) 15:18, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
ნამდვილად ერთ წრეზე ათჯერ ბრუნვას აქვს ადგილი, ჩვენ შევთანხმდით რომ თუ ჯგუფს მარტივად წარმოსათქმელი სახელი აქვს და ყველა ბრუნვაში ჯდება ის ქართულად ითარგმნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარჩება ორიგინალ სახელში. ვფიქრობ ამ თემის ყავახანაში გატანა უაზრობაა, უკვე ამასთან დაკავშირებით შედგა არაერთი განხილვა, შეგიძლიათ ნახოთ: განხილვა:მეტალიკა, განხილვა:ბი ჯიზი.— ნიკა (გ) 15:27, 14 სექტემბერი 2010 (UTC)
- ამ შემთხვევაში Epica გადასატანია. – BruTe (გ) 09:51, 16 სექტემბერი 2010 (UTC)