განხილვა:DES ალგორითმი
ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა სტატიას ერქვას "DES ალგორითმი" (როგორც ამავე კატეგორიაში "RSA ალგორითმი"-ა) სტატიის სახელის შეცვლა როგორ ხდება, არ ვიცი Crypto განხილვაწვლილი 00:31, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
- თქვენ თუ ასე მიგაჩნიათ (ჩემი აზრი არაკომპედენტური იქნება), მე გადავიტან.— გიორგი განხილვაწვლილი 04:47, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
გადატანა ასე მარტივად არ ხდება. საჭიროა კომპეტენტური ადამიანების თანხმობა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 05:43, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
- მე ამ სტატიის ავტორი კომპედენტურად ჩავთვალე... და თუ ასე არ უნდა იყოს, გადმოტანაზე ადვილი რა არის — გიორგი განხილვაწვლილი 05:51, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
საინტერესოა რატომ მიიჩნიე კომპეტენტურად? პირადი გვერდიც კი არ აქვს, რომ მის შესახებ რაიმე ეწეროს. შიძლება მასეცაა მაგრამ უბრალოდ არ ჩანს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 06:03, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
- რაც აქ არის, კაცი სულ კრიპტოგრაფიაზე წერს, ნიკიც კი მასეთი აქვს და... მოკლედ რა გსურთ, გადმოვიტანო უკან და კენჭისყრა ჩატარდეს გადატანაზე? მე მომხრეთა რიცხვში ვიქნებოდი.— გიორგი განხილვაწვლილი 06:14, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
მე რა მსურს იცი? როდესაც გადატანას შეეხება საქმე ან რაიმე ცვლილებას სხვების აზრს დაელოდოთ და გაითვალისწინოთ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 06:18, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
კარგი, დაველოდოთ. მანამდე იყოს როგორც არის (ხმათა უმრავლესობით, ორი ერთის (ალბათ) წინააღმდეგ )— გიორგი განხილვაწვლილი 06:28, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
სტატია მგონი ჩემი დაწყებულია (ზუსტად აღარ მახსოვს), მაგრამ ის ჩონჩხიც არ იყო. მთლიანად სტატია სხვა მომხმარებლის დაწერილია და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგად. ანუ ფაქტიურად სტატია სხვისი დაწერილია. ამიტომ უბრალოდ მოსაზრება გამოვთქვი (და არა მოვითხოვე), რომ სტატიას სახელი შეცვლოდა. DES-იც შიფრაციის ალგორითმია, ისევე როგორც RSA, ამიტომ ვიფიქრე სჯობდა ერთი სტანდარტი ყოფილიყო სტატიის სახელებში. თუ სტატიის დამწერი აქ შემოდის, იმედია თავის მოსაზრებას ისიც დაწერს. რა დიდი გადაუწყვეტელი საკითხი ეს არის - სათაური :D ჩემს კომპეტენციას რაც შეეხება, ამ საქმის პროფესიონალი მე არ ვარ, მაგრამ პროფესიონალები ალბათ ვერ იცლიან ამ (ჩემი აზრით, გამოყენებით მათემატიკაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი) კატეგორიის მისახედად, და ამიტომ მე, როგორც მოყვარული, ვცდილობ ძირითადი სტატიები მაინც ვთარგმნო ინგლისურიდან და კრიპტოგრაფიის კატეგორიის ძირითადი ჩონჩხი ავაგო. მერე ალბათ უფრო კომპეტენტურებიც მიხედავენ :) ჩემს პროფილში არაფერი ჩამიწერია, რადგან უმნიშვნელოდ ჩავთვალე. მირჩევნია სტატიები ვთარგმნო :) გმადლობტ ოპერატიული გამოხმაურებისათვის.Crypto განხილვაწვლილი 10:29, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
პირიქით მადლობა შენ სტატიების თარგმნისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისათვის. გთხოვთ გააგრძელოთ საქმიანობა ქართულ ვიკიპედიაში. — ჯაბა ლაბაძე (გ) 10:32, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
ამ სტატიის ისტორიას გადავხედე. ანონიმი მომხმარებლის დაწყებულია, ხოლო ძირითადი შრომა ეკუთვნის ამ მომხმარებელს, რომლის წვლილიც 11:06, 14 ივლისი 2008 აქ მთავრდება და სულ სამი ცვლილება აქვს განხორციელებული, სამივე ამ სტატიაში. შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ის აქ აღარ შემოდის. მე ვიზიარებ მომხმარებელ Crypto-ს აზრს ერთი სტანდარტის შესახებ. აქ ყველანი (ერთი-ორის გარდა) მოყვარულები ვართ და სტატიებს ისეთ თემებზე ვწერთ, რომლებიც გვაიტერესებს. ასე რომ თუ გაინტერესებს, შესაძლოა (და ალბათ ასეცაა) შენ ჩემზე უფრო კომპედენტური იყო გარკვეულ საკითხში. მე მაგალითად ეკონომიკური განათლება მაქვს მიღებული და არა მუსიკალური, მაგრამ მეტალიკის ისტორიაში არაფერი შემეშლება, იმიტომ რომ მიყვარს ეს ჯგუფი და მათი ყველა ნაბიჯი, შეიძლება ითქვას, წინასწარ ვიცი. პროფესიონალიზმი არაა საჭირო იმისთვის, მათემატიკა გესმოდეს. მე ასე ვთვლი. მადლობა Crypto-ს, რომ ეს საკითხი აინტერესებს. ვნახოთ სხვა მომხმარებლები თუ დააფიქსირებენ აზრს. — გიორგი განხილვაწვლილი 10:53, 11 სექტემბერი 2010 (UTC)
განხილვა
რედაქტირებამისახედია ამ სტატიის სათაური ვიკიპედიების უმრავლესობაში en:Data Encryption Standard, de:Data Encryption Standard, es:Data Encryption Standard, fr:Data Encryption Standard.... ან ru:DES, tr:DES, nn:DES, lt:DES.... ასეთი სახითაა. მე ვერ ვნახე მსგავსი სათაურით სხვა ვიკიპედიებში. გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი. — ჯაბა ლაბაძე (გ) 12:42, 12 სექტემბერი 2010 (UTC)
- ვერ გავიგე განხილვის ქვეთავი რატომ შეიქმნა? რადგან ჯაბამ ჩემს განხილვის გვერდზე მთხოვა გადამეხედა ამ გვერდისთვის ჩემს მოსაზრებას ვწერ. მართალია ჯაბა გვთავაზობს, რომ სხვა ვიკიპედიები მხოლოდ DES წერენ ქართულშიც ასეც იყოსო. საინტერესოა ქართულში როგორ არის მიღებული. საინტერესოა მომხმარებლის აზრი მხოლოდ ეს RSA ალგორითმი არის მიზეზი?--ცანგალა (გ) 17:06, 12 სექტემბერი 2010 (UTC)
აქ უმთავრესი ეგ არ იყო რითაც დაიწყე. დღეს ცუდი ინტერნეტი მაქვს და მასეთ ხარვეზებს აკეთებს (შენი განხილვაც ორჯერ დაარედაქტირა ამ საკითხზე რომ გწერდი). ახლა საქმეზე. აქ ვერ მოძებნე განსხვავებული ფორმები? ალბათ საჭიროა ძველ სახელზე დაბრუნება DES-ზე. — ჯაბა ლაბაძე (გ) 17:22, 12 სექტემბერი 2010 (UTC)
P. S. თუ გინდა წავშლი ქვესათაურს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 17:22, 12 სექტემბერი 2010 (UTC)
- ერთი ორი დღე არაფერს არ ცვლის. დაველოდოთ მომხმარებელს, რომელმაც ეს აზრი შემოიტანა.--ცანგალა (გ) 17:31, 12 სექტემბერი 2010 (UTC)
კარგი დავოლოდოთ, მაგრამ რა მიზეზითაც მოითხოვა ის სათაურიც არასწორად მიმაჩნია. — ჯაბა ლაბაძე (გ) 17:43, 12 სექტემბერი 2010 (UTC)
ადამიანისათვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა კრიპტოგრაფიულ ტერმინებში და იცის რა არის DES, AES, RSA, DSA, GOST, RC4 , MD5, TLS,SSL,KERBEROS და ა.შ. მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს დასახელებები დამატებითი განმარტებით იქნება თუ მის გარეშე. მაგრამ ადამიანმა, რომელიც ვიკიპედიაში ინფრომაციის საძიებლად შემოდის და პირველად ნახულობს ამ ტერმინებს, შეიძლება უცებ ვერ გაარჩიოს, რომ ბოლო სამი მხოლოდ და მხოლოდ პროტოკოლია, ხოლო დანარჩენები - ალგორითმები. ამათ შორის რომ დიდი განსხვავებაა, ესეც შეიძლება მხოლოდ ჩახედული ადამიანისთვის იყოს აშკარა. მე ამიტომ ამიტომ ჩავთვალე რომ "ალგორითმის" მიწერა მართებული იქნებოდა, ისევე როგორც ვფიქრობ რომ სტატია "შიფრაციის სტანდარტ"-ს უნდა ერქვას "AES ალგორითმი" (იმიტომ, რომ თავის დროზე DES-იც შიფრაციის სტანდარტი იყო). თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სჯობია სახელები ისე იყოს, როგორც უცხოენოვან ვიკიპედიაში, მაშინ გადავაკეთოთ უკანვე.Crypto განხილვაწვლილი 08:39, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
გეთანხმები და დაახლოებით ამდაგვარი აზრი აქაც დავაფიქსირე.— გიორგი განხილვაწვლილი 08:58, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
- ჩემი აზრით, არა აქვს აზრი ეწერება თუ არა... ორივე გამართლებულია, როგორც ჩანს. დარჩეს ასე და გადამისამართება გაკეთდეს DES–იდან. — დათო პასუხი 09:00, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
- გადამისამართება უკვე გაკეთებულია: DES — გიორგი განხილვაწვლილი 09:03, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
რომ დაწერე ავტორის თხოვნით გადავიტანეო. ჩახედე ისტორიას? ვინაა ავტორი? ვინ გთხოვა? აბა აქ დააკვირდი ამან გთხოვა თუ ამან?. საინტერესოა შენ ვის თვლი ავტორად გიორგი? — ჯაბა ლაბაძე (გ) 11:13, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
მგონი, მაგას უჩემოდაც ვხვდებით. კრიპტოს დაწერილი მეგონა. როცა ჩავიხედე, დავწერე კიდეც.— გიორგი განხილვაწვლილი 11:16, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
აქ გეგონა, იქ სიტყვა გამოგრჩა და კიდევ მე მემართლები? გარდა ამისა ზემოთ მეორე კომენტარში წერ (ჩემი აზრი არაკომპედენტური იქნება) (სიტყვასიტყვით გადმოვიტანე) და ახლა რატომ მსჯელობ ასე დამაჯერებლად? აცალე მას ვინც კომპეტენტურია ამ საქმეში. — ჯაბა ლაბაძე (გ) 11:23, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
ვაცდი . ადამიანმა, რომელიც ჩემზე {და ალბათ თქვენზე მეტადაც) ერკვევა ამ საკითზე თავისი აზრი დააფიქსირა უკვე.— გიორგი განხილვაწვლილი 11:27, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
მეც არაკომპეტენტური ვარ გიორგი მაგრამ საქმე ისაა რომ კომპეტენცია მაღალი მაქვს სათაურების მინიჭებაში (შენზე მეტი) სხვათა შორის ცანგალას ქართული ენის ნორმების დაცვის „სკოლა“ მაქვს გავლილი (მადლობა მას ამისათვის), ზოგჯერ ჩხუბით, ზოგჯერ კამათით, ზოგჯერ თანხმობით, ზოგჯერ „დიპლომატიური“ მითითებებით. მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს:
„(მიმდ.ბოლო)08:57,11 სექტემბერი2010 ITshnik(განხილვაწვლილი ბლოკირება)(19,865 ბაიტი)(DES გადატანილია DES ალგორითმი-ზე: ავტორის თხოვნა)“
|
აი ეს ციტატა ამ გვერდი ბოლო ჩანაწერია. მე შენ გეკითხები რომელმა ავტორმა გთხოვა 11 სექტემბერს ამ სტატიისთვის სახელის გადარქმევა? — ჯაბა ლაბაძე (გ) 11:33, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
ავტორებიდან არცერთმა, გადავიტანე სტატია ერთ-ერთი მომხმარებლის ინიციატივით. ყავახანაშიც ასე დავწერე. ნუ გამომეკიდებით ახლა იმ ერთ სიტყვაზე, ზემოთ რაც მიწერია.— გიორგი განხილვაწვლილი 11:38, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
კარგი გიორგი არ გამოგეკიდები, მაგრამ ერთ რამეს გთხოვ. ჯერ კარგად გაარკვიე რა გინდა და მერე დაწერე ხოლმე ოკ? აქ საუბარი უნდა იყოს იმაზე რა დავარქვათ სტატიას და არა იმაზე ვინ ჯიქურ იცავს თავის არაკომპეტენტურ მოსაზრებას. გმადლობ მე ამოვწურე ამაზე საუბარი. ახლ აკონკრეტული წინადადება DES ან DES (ალგორითმი). გადაწყვიტონ სხვებმაც. — ჯაბა ლაბაძე (გ) 11:43, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
გეთანხმებით, აქ საუბარი უნდა იყოს იმაზე რა დავარქვათ სტატიას და არა იმაზე ვინ ჯიქურ იცავს თავის არაკომპეტენტურ მოსაზრებას. ჩემს ხმას ვაძლევ DES (ალგორითმი)-ს.— გიორგი განხილვაწვლილი 11:51, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
ასე არ ჯობია შე კაცო? — ჯაბა ლაბაძე (გ) 11:52, 13 სექტემბერი 2010 (UTC)
ერთ პატარა შენიშვნასაც გავაკეთებ, თუ ნებას მომცემთ - არის ცნებები, რომელთაც ერთიდაიგივე სახელი აქვთ, მაგრამ შინაარსი სხვადასხვა. მაგ. კრიპტოგრაფიაში არის ესეთი - GOST (რუსულია) - ეს არის შიფრაციის ალგორითმის en:GOST (block cipher) და ჰეშირების ალგორითმიც en:GOST (hash function). ამიტომ ამ სახელიან სტატიაზე მაინც დასჭირდება განმარტების მიწერა. თან, როგორც აღნიშნეთ, ჯობია ერთი სტანდარტი იყოს სათაურებში. ასე რომ, თუ საბოლოოდ დაადგენთ, როგორი ფორმატის სახელი ჯობია, მეც მაგ ვარიანტს გამოვიყენებ ახალი სტატიებისათვის.Crypto განხილვაწვლილი 12:33, 13 სექტემბერი 2010 (UTC)