განხილვა:Bluetooth
ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu
ლათინურის გამოყენება სასურველია მინიმუმამდე დავიყვანოთ. Bluetooth ქართულად სჯობს იყოს "ბლუთუზი" - ალსანდრო 67.142.130.31 03:10, 16 მარტი 2006 (UTC)
- იქნებ გადამისამართება მაინც გაგვეკეთებინა? Bluetooth-იდან --შოთა [UT] 10:40, 16 თებერვალი 2013 (UTC)
ბლუთუზი კარგი მაგალითია იმისა, რომ ზოგიერთი სიტყვა ქართულ ენაში მკვიდრდება არასწორი ფორმით და ეს ფორმა უკვე სწორია. თავში არავის მოუვა, რომ Bluetooth-ს ბლუტუთი უწოდოს. :) Deu. 05:41, 29 იანვარი 2015 (UTC)
th ბოლოში მაინც ზ გამოდის. ენის დამხმარე მეგზურიდან გამომდინარე (მაგ. Rutherford, რეზერფორდი). მაგრამ აქ იმაშია საქმე, რომ სასტიკად გვეხამუშება ტ-ს თქმა და თ- გვირჩევნია (შენს მაგალითზე არ ვამბობ, ზოგადად იმას ვგულისხმობ, რომ ლამის ყველა ტ ავტომატურად თ-ს სახით გადმოგვაქვს). --Henry McClean განხილვაწვლილი 07:38, 29 იანვარი 2015 (UTC)
- კი, უკანასკნელ პერიოდში ნასესხებ სიტყვებში მხოლოდ. მათ საპირისპიროდ კი, შედარებით ადრე შემოსული სიტყვები ქართულ ენაში, პირიქით, ფშვინვიერი ბგერებით ეხამუშება ყურს: მანჩესთერი, იორქი და უოშინგთონი, მაგალითად. თუკი ოდესმე გვეღირსა ქართული ენის ახალი ნორმები, ჩემი აზრით, გარკვეული ქრონოლოგიური ზღვარი უნდა დაწესდეს და ფშვინვიერი ბგერებით გადმოიცეს ახალი ნასესხობები, ხოლო ძველებში დარჩეს ტ, კ. თუმცა, ეს ჩვენი საქმე არაა, სამწუხაროდ . Deu. 08:11, 29 იანვარი 2015 (UTC)