განხილვა:476

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dawid Deutschland

ისტორიოგრაფიაში, დასავლელი ისტორიკოსების გამოისობით, რომის იმპერიის დასასრულად 476 წელი მცდარადა მიჩნეული, ფაქტობრივად რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1453 წელს. ბიზანტიის იმპერია ევროპელი ისტორიკოსები მიერ მე-19 საუკუნეში მოგონილი ტერმინია. ჩვენი გაგებით ბიზანტიელები თავიანთ თავს ”რომეებს” ეძახდენენ. რაც ბერძნულად რომაელს ნიშნავდა.--kote 14:18, 26 დეკემბერი 2010 (UTC)

არგუმენტები? დასაბუთება? — ჯაბა ლაბაძე () 14:21, 26 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ტერმინ ბიზანტია -ს დამკვიდრება გერმანელი ისტორიკოსის Hieronymus Wolf -ის დამსახურებაა. მან 1557 წელს გამოუშვა წიგნი - Corpus Historiae Byzantinae, რომლის გავლენითაც დამკვიდრდა ეს ტერმინი. ლათინურად აღმოსავლეთი იმპერია იწოდებოდა, როგორც Imperium Romanorum, ხოლო ბერძნულად - Basilea Romania, ანუ რომის იმპერია ერქვა. თურქ-სელჩუკებმაც კი, მათ მიერ მიტაცებული მიწების რაიმენაირი ლეგიტიმაცია რომ მოეხდინათ, თავიანთ სახელმწიფოს რუმი ანუ რომი დაარქვეს.--Kote 17:21, 27 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

კოტე მეთექვსმეტე საუკუნეში დამკვიდრებულს ვიკიპედია ვერ ამოიღებს მეტყველბიდან. — ჯაბა ლაბაძე () 17:53, 27 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ისტორია ყველამ ვიცით იმ დონეზე მაინც, რომ ვთქვათ, დღევანდელ მეტყველებაში ბიზანტია და აღმოსავლეთი რომი ერთი და იგივეა. ცალკე ტერმინ რომის იმპერიაში (მისი გაყოფის შემდეგ) ისედაც დასავლეთი იგულისხმება (დასავლეთი – ამ სიტყვის გარეშეც). ამ სტატიაში მითითებული რომის იმპერიაც გულისხმობს თავისთავად დასავლეთ რომს. თუმცა, კამათი რომ არ გავაგრძელოთ, მგონი არცერთი მხარე არ იქნება უარზე, რომ დავწეროთ, დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა — მიუხედავად იმისა, რომ ისედაც იგულისხმება დასავლეთი, ეს დაკონკრეტება მოხსნის ყველანაირ "პრობლემას". — დავით პასუხი 18:06, 27 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა ბიზანტიის იმპერიის, როგორც ტერმინის მეტყველებიდან ამოღება არ მიფიქრია. არამედ, სწორედ იმას ვფიქრობდი რომ რომის იმპერიას ამ სტატიაში დამატებოდა დასავლეთი. გმადლობთ!--Kote 05:54, 28 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გაკეთდადავით პასუხი 06:06, 28 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „476“-ზე დაბრუნება.