განხილვა:ჰექტორ ბერლიოზი

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F

ექტორ ბერლიოზი - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 54, თბ., 1989--ცანგალა () 23:49, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

იქნებ, ჰ გამორჩათ? :)) --გიგა პასუხი 07:11, 30 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ფრანგული - გთხოვ ნახო.--ცანგალა () 21:17, 30 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი


ჰ გამორჩათ! ვინმემ გადაასწორეთ სასწრაფოდ! --მოცარტი 16:49, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

100% დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაცს ერქვა ექტორი და არა ექტორი! ეს რა ახალი სახელები მოუგონეთ! აი, წყაროს ვიპოვი და მერე ვნახოთ... ამ უცხოენოვანი ბგერის გადმოცემაში იქნებ სხვა ექტორი წერია?! მაშინ რუსულად რატომ არის Гектор და არა ектор? --მოცარტი 21:03, 20 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ზემოთ მითითებულ დახმარებაში წერია, რომ ჰ ფრანგულში არ გამოითქმის (სამწუხაროა, რომ არ წაგიკითხავს დახმარება - თორემ არ დაწერდი: „ამ უცხოენოვანი ბგერის გადმოცემაში იქნებ სხვა ექტორი წერია?!“). კი ბატონო შენ თუ მოიძიებ, რომ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შეცვლის მიხედვით ჰექტორია საწინააღმდეგო არ მექნება. გაზეთებში და ახალ გამოცემულ თარგმანებში ვის როგორც სურს ისე წერს. მთავარია ნორმები.ცანგალა () 21:34, 20 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

საბჭოთა წიგნებში? (თუ მოვიპოვე, როგორ გიჩვენოთ?) --ნიკა ამადეუს მოცარტი 18:36, 28 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

არსებობს ესეთი მოწყობილობა, სკანერი ჰქვია, შეიძლება გამოგადგეს ამ საქმეში...--გიორგი    18:39, 28 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ვააა! და ამ საიტზე ავტვირთო ის სურათები?


დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ფრანგული - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ.54, თბ., 1989 მიხედვით ნამდვილად ექტორია. ვნახე აგრეთვე ქსე, ტ. 2, გვ.328, თბ., 1977, სადაც ბერლიოზი ჰექტორი წერია.ცანგალა () 19:09, 29 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი


ცანგალამ თქვა, რომ ფრანგულში არ გამოითქმის. მაშინ რატომ არის ზუსტად "ექტორის" გვერძე იუგო?--ნიკა ამადეუს მოცარტი 21:15, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალას არაფერი უთქვია - ამას ნორმები წერს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვ წაიკითხო დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ფრანგული, რომელიც დღემდე არ წაგიკითხავს, რადგან ჰიუგოზე შეკითხვა დასვი.--ცანგალა () 21:41, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი


წყაროები ვიპოვე: 1 - წიგნი "მუსიკის სამყარო" 2 - სკოლის სახელმძღვანელო ამ დღეებში გადავიღებ და სადმე ავტვირთავ--ნიკა ამადეუს მოცარტი 21:46, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

ატვირთვა საჭირო არ არის. დაწერე წიგნის სათაური, ავტორი, გამოცემის წელი. --ცანგალა () 21:52, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი


ერთი ვიპოვე რადიომუზას საიტზე [1] იქ პროფესიონალი მუსიკოსები მუშაობენ--Mozart 12:07, 25 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

ხომ ვიპოვე წყარო, არ უნდა გადავაკეთოთ?--Mozart 14:34, 28 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

ჰექტორ ბერლიოზი - სტატია ქსე, ტ. 2, გვ. 328, თბ., 1977, მაგრამ ექტორ ბერლიოზი უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 54, თბ., 1989 ე. ი. 11 წლის შემდეგ ქართული სალიტერატურო ენის ნორმა შეცვლილია. ახალი ნორმაა საინტერესო.--ცანგალა () 20:17, 28 იანვარი 2009 (UTC)პასუხი


საინტერესო ის არის, რომ გუგლში, როდესაც ექტორ ბერლიოზი ავკრიფე მარტო ვიკიპედიის ბმულები ვნახე, და როცა ჰექტორ ბერლიოზი მაშინ...თვითონ ნახეთ. ხო, და კიდევ:

  1. არ შეიძლება ერთ წყაროს დავეყრდნოთ, როდესაც ბევრი სხვა საწინააღმდეგოს ამბობს
  2. რადიომუზას შეიქმნა 2007 წელს, ეს უცხოურ პირთა ორთოგრაფიული ლექსიკონი კი 1989.

--Mozart 12:11, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

რადიომუზა, რომელიც 2007 წელს შეიქმნა (როგორც შენ საუბრობ) ნორმების შექმნელი არ არის. ქართული სალიტერატურო ენის ნორმები კი შექმნილია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტუტის მიერ. ნახე ლუდვიგ ვან ბეთხოვენი რამდენი ბმულია გუგლში. ამ დროს კი მართებულია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.ცანგალა () 12:37, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ისე, შეიძლება არასაჩემო საქმეში ვერევი, მაგრამ საქართველოს კონსერვატორიის კედელზე (როცა მე რომელიღცა კონცერტზე ვიყავი) ეწერა ექტორბერლიოზი. + ამას ნებისმიერ კონსერვატორიის პროფესორს კითხე, ჰექტორია თუ ექტორია.(პასუხი შენც იცი და მეც - ექტორი)–გიორგი   


მართალია გიორგი. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ქართულ არხზე ვუყრე გადაცემას. ბერლიოზზე და არფაზე იყო. მუსიკოსები და პროფესორები ლაპარაკობდნენ ამ დიდ კომპოზიტორ ექტორ ბერლიოზზე. ექტორი არც ერთისგან არ გამიგია. პ.ს. ის ლინკი ვნახე, სადაც ბეთხოვენი წერია. სადღაც გადაკარგულ ფორუმში ეწერა, მერლინ მენსონის თემაში ვიკრიჭები აი, დარწმუნდით ვიკრიჭები და კიდევ ერთი იყო ვიღაცამ "Fur Elise" ატვირთა რომელიღაც ვიდეოების საიტზე (ისიც ალბათ გადაკარგული) --Mozart 12:54, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ხო, და კიდევ. აი, ბეთოვენი ვინც დაწერა იმისი სიტყვები: კაია რას ერჩით უსმინეთ და დაკავდით მერლინ მენსონით და არა კლასიკით თუნდაც ბახი. ბეთხოვენი. ადამიანი კლასიკის აზრზე არ არისვიკრიჭები--Mozart 13:00, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

"ჰექტორი" - იქნებ ამის საპატივცემლოდ დაარქვეს სახელი ბერლიოზს? ვიკრიჭები ან რამე კავშირი ხომ არაა აქვს?--Mozart 13:22, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჩემიც გესმის. მე ჩემს მოგონილს არაფერს არ ვწერ. ფრანგები, რომ -ს სიტყვის თავში არ ლაპარაკობენ - ესეც ფაქტია. ჩემი სურვილია, რომ ვისწავლოთ ნორმები და მათი დაცვა. ცუდს ამაშიც ვერაფერს ვერ ხედავ. მე მხოლოდ ერთ რამეში მწყდება გული, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტს არ აქვს საშუალება ახალი ლექსიკონის გამოშვების. ამაში თუ დახმარებას მიიღებენ ჩვენს დისკუსიასაც ეშველებოდა. ვიღიმი--ცანგალა () 13:41, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

მემგონი ისინი ამ ლექსიკონს მეორედ მოსვლამდე არ დაბეჭდავენ:)და მეორე, ვის დაუჯერებ რომ თქვას? მაგ. ვერდი ან პუჩინი რომ ავაყენოთ საფლავიდან და ვკითხოთ, რას იტყვიან ? ან ქართველ თეორეტიკოსებს რომ ვკითხოთ, რას იტყვიან?! ან სახელი ექტორი გაგიგონია?! მე არა. სამაგიეროდ სახელი ჰექტორი ყველგან გვხვდება. თუ წიგნში წერია, ხიდიდან გადახტი, გადახტები?! არა რათქმაუნდა. თუ წიგნში წერია, დედამიწაბრტყელიაო, დაიჯერებ? არადა ეს აზრი იყო გაბატონებული შუა საუკუნეებში და ძველ დროში! ეხლა რომ ავიღოთ გაზეთი ”პრავდას” 37 წლის გამოცემა, მანდ ეწეწრება, რომ სსრკ-ეზე უკეთესი ქვეყანა არ არსეებობს, რეპრესიები კი ჭორია და მეტი არაფერი. დაიჯერებ ყოველივე ამას?! ესევე ენის ნორმებია, ენა იცვლება, ისევე როგორც იცვლება ერი! ქსე მოძველდა. მასში მოყვანილ ცნობათა ნახევარი აღარ მიესადაგება ქართულ ენას! მაქსიმ გორკი თურმე მაქსიმ ცხარე ყოფილა! სისულელე, მარაზმი! ”კმარა ქსე-ვ, ბატონობა, ვივატ თავისუფალი ქართული ენა” !--გიორგი    13:58, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


შენ გენაცვალე!!! ვიკრიჭები. ფრანგულში არის: "ექტორის" გვერძე მშვენივრად წერია: Hugo - ჰიუგო, Havre - ჰავრ-ი. --Mozart 14:05, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

იმედს ვიტოვებ, რომ თანამედროვე მასმედია იმდროინდელს არ ჰგავს და შენ გჯერა შიგთავსის. ნორმებს წყობა კი არ წერს არამედ მეცნიერები. ნორმებთან კი არც ხიდიდან გადახტომა და არც "პრავდის" 37 წლის გამოცემა არაფერ შუაშია. -ცანგალა () 14:56, 6 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი იცვლება. მათ შორის ნომრები. რაც 37 წელს შეიძლება სწორი და ჭეშმარიტი იყო, დღეს უკვე აღარაა სწორი. და რომ დროსთან ერთად სიმარლეც ირკვევა.ენა--გიორგი    11:36, 8 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
რა ნომრებზე გაქვს საუბარი არ ვიცი. მაგრამ მე ვსაუბრობ ქართული ენის სალიტერატურო ნორმებზე. შეცდომაც რომ იყოს ამას ცვლის სპეციალისტები და არა ვიკიპედია.ცანგალა () 18:50, 8 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

დღეს 3 მუსიკათმცოდნეს ვკითხე. მათ მითხრეს, რომ ბერლიოზი ექტორია. --გიორგი    18:57, 8 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

დღეს ვკითხე უნივერსიტეტის ქართულის კათედრის პროფესორს და იცით რა მითხრა? რომ ქართული ენის წესების თანახმად Hector Berlioz იწერება როგორც ექტორ ბერლიოზი!აი ასე! იმედია უნივერსიტეტში მაინც იციან, რომელია სწორი ფორმა ენა--გიორგი    13:57, 9 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჰექტორი ქვია და აბა რა უნდა ეთქვა?--Mozart 14:04, 9 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


ეჰ, ჰექტორ, რას გიშვებიან...--Mozart 14:48, 12 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ვიპოვე! კიდევ ერთი! . ბერლიოზი: თემურ ყიფიანი - ყველაფერი ყველაფერზე (ენციკლოპედია) გვ. 505. თბილისი -2005 წ. მგონი საკმარისია, რომ გადავიტანოთ!--Mozart 08:17, 14 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

h (ფრანგულში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Héléne - ელენ-ი, Henri - ანრ-ი, Cahen - კაენ-ი, Hector - ექტორ-ი; მაგრამ: Hugo - ჰიუგო, Havre - ჰავრ-ი. - ერთი კითხვა გამიჩნდა: ჰიუგოს (მიუხედავად რომ აქაც „ჰ“ არ გამოითქმის [viktɔʁ maʁi yˈɡo]) და ჰავრის შემთხვევაში სავარაუდოდ მოქმედებს ტრადიცია და ეგება ჰექტორის შემთხვევაშიც ასეა?--Rastrelli F 05:52, 16 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „ჰექტორ ბერლიოზი“-ზე დაბრუნება.