განხილვა:ჰარუნ არ-რაშიდი
ბოლო კომენტარი: 18 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Island
იმიტომ ჰარუნ არ–რაშიდი რომ არაბული ენის თავისებურება ასეთია: ლ მოთავსებული რ–ს წინ სრულ ასიმილაციას განიცდის რ–ში და მოთავსებული ს–ს წინ სრულ ასიმილაციას განიცდის ს–ში... შესაბამისად ენციკლოპედიაში შეცდომაა (გადავამოწმე არაბულის სპეციალისტებთან და სპეც. ლიტერატურაში). --linguistus 10:04, 5 ოქტომბერი 2006 (UTC)
- საკითხია წერას მივყვეთ თუ წარმოთქმას. ეს "ალ-" არაბულად წერაში ყოველთვის "ლ"-თი იწერება, მაგრამ წარმოთქმაში ზოგი თანხმოვნის წინ ასიმილაციას განიცდის და სხვა თანხმოვანი გამოდის (მაგალითად რ). "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" და "უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" წერას მიჰყვება. ამას შეცდომას ვერ ვუწოდებთ.
- როგორც გადავხედე, ინგლისურ ვიკიპედიაში ზოგან ასეა და ზოგან ისე და არ ვარგა. გერმანულსა და რუსულში ძირითადად წარმოთქმის მიხედვით წერენ. კიდევ სხვაენოვან ვიკიპედიებში სხვადასხვაგვარად. ამ გვერდის ენათშრის ბმულებში ნახავთ, ზოგ ენაში l-ს წერენ და ზოგ ენაში r-ს.
- რომელია უკეთესი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ რაც მთავარია, ყოველთვის ერთი პრინციპის მიხედვით უნდა დაიწეროს (თუმცა ერთიდან მეორეზე გადამისამართება შეიძლება). მაგალითად, თუ წარმოთქმას მივყვებით, ჰათიმ ალ-ტაი უნდა გადაიტანოს "ჰათიმ ატ-ტაი"-ზე. - Island 11:03, 5 ოქტომბერი 2006 (UTC)