განხილვა:ჯვარი (სოფელი)
ბოლო კომენტარი: 3 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Kober
2002 წლის აღწერის მონაცემებით ჯვარის საქალაქო საკრებულოში შედის ქალაქი ჯვარი და სოფელი ეწერი. ხოლო, 2014 წლის აღწერის მონაცემებისა და 2014 წლის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიხედვით ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ქალაქი ჯვარი და სოფლები: ჯვარი, ოჭანე, ნაკა. სოფ. ეწერი სამ სოფლად დაიყო? - Island (გ) 08:06, 24 მარტი 2017 (UTC)
- სისხლი ვღვარე სანამ ამ ეწერების ამბებში გავერკვიე. :) მოკლედ, ეს წალენჯიხა-ჯვრის სოფლები არის ერთმანეთზე მიწყობილი დასახლებები, რომლებმაც არაერთხელ განიცადეს ტერიტორიული რეორგანიზაცია და სახელების ცვლილებაც, უკანასკნელად - აფხაზეთიდან დევნილების მასობრივი ჩასახლების და გადანაწილების გამო.
- 1. ეს ეწერი (ჯვრის თემი) ახლა არის სოფელი ჯვარი (ჯვრის ადმინ. ერთეული, ცენტრი - ქ. ჯვარი).
- 2. ოჭანე და ნაკა იყო ქალაქ ჯვარის უბნები და ორივე გამოეყო ცალკე სოფლად.
- 3. ეწერის ადმინ. ერთეულში ცალკე სოფლებად ჩამოყალიბდა ასევე ლექარდე (ქალაქ ჯვრის კიდევ ერთი უბანი) და ლეძაძამიე (სოფ. ეწერის უბანი).