განხილვა:ჯეიმზ ჰეტფილდი

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ჯეიმს ჰეტფილდი)
ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala თემაში ჯეიმსი

ქართულად მართებულია ჯეიმზ --გიგა პასუხი 12:18, 22 იანვარი 2010 (UTC)პასუხი
გეთანხმები, მაგრამ მასეთივე ლოგიკით ჰეთფილდია და არა ჰეტფილდი. ყველგან სადაც ჯეიმს ჰეტფილდია ნახსენები, ჯეიმზ ჰეთფილდად უნდა გადაკეთდეს. ასეთი კი ბევრი გვერდია ამ ვიკიში, ხოლო არც ჯეიმზ ჰეტფილდი და არც ჯეიმზ ჰეთფილდი არსად არის ნახსენები. ისე ჯეიმსებიც ბევრნი არიან აქ (ბონდი, კუკი, ლაფეტი, ვისტლერი,მედისონი...) მათ რაღა ვუყოთ? გეთანხმები, გამოითქმის როგორც, ჯეიმზ, მაგრამ რადგან იწერება ჯეიმს, საზოგადოებას ასე აქვს დამახსოვრებული. რა ვქნათ, დავტოვოთ ჯეიმსად თუ შევცვალოდ ყველა სტატიაში? მე საზოგადოების აზრიც მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში, ძებნაში რომ ჩაწერენ, რომელს წერენ. ჩემთვის პირადად არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამ ერთ (თუ ორ) ასოს, როგორც გადაწყვეტავთ ისე იყოს.--ITshnik 20:00, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ქართულ ვიკიში ყველა ჯეიმსი ჯეიმზია :) რასაც ვპოულობთ, კიდე გადაკეთებას ექვემდებარება. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში — ამით ვხელმძღვანელობთ, რადგან სხვა ნორმა ფიზიკურად არ არსებობს. შეგიძლია ყველა შენს მიერ ჩამოთვლილი ჯეიმსის გვერდზე შეხვიდე და ნახავ:) --გიგა პასუხი 20:03, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

t -ს რაც შეეხება, t - ტ (და არა თ): Coventy - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი. --გიგა პასუხი 20:05, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია, ჩასწორდება :) --ITshnik 20:26, 23 იანვარი 2010 (UTC) პირადად მე ჩავასწორებ მეტალიკისა და ჰეტფილდის სტატიებში, სხვა სტატიებს ავტორებმა ან ენთუზიასტებმა მიხედონ ;)--ITshnik 20:28, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მე იმიტომ მოგწერე რომ შენ მუშაობდი ამ სტატიაზე:)) თორე გახლავართ ენტუზიასტი და ვასწორებ სადაც ხელი მიმიწვდება:) უბრალოდ, საქმნის კურსში ჩაგაყენე:) --გიგა პასუხი 20:37, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მადლობ, რომ ასე ზრუნავ ვიკიზე და ახალბედებზე:) მივხვდი, რატომაც დაწერე განხილვაში და არ ჩაასწორე პირდაპირ. მე სულ სამი დღის დარეგისტრირებული ვარ და ყველაფერი თავიდანვე ვერ მოცოდინებოდა. აწი მეცოდინება როგორ უნდა და ზემოხსენებული სახელმძრვანელოთიც აუცილებლად ვისარგებლებ, თუ რამე ეჭვი გამიჩნდება. მადლობა კიდევ ერთხელ :)--ITshnik 20:50, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

სათაურის შეცვლას თუ მეტყით როგორ უნდა დამავალებთ :) (იმის, მისამართების ველში რომ ჩანს)--ITshnik 21:11, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

აი ზემოთ არის გადატანა და მაგით ხდება --გიგა პასუხი 21:12, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ან ჩემთან არ არის, ან მე დავიღალე ძალიან და ვერ ვხედავ მაგ "გადატანას" :( ამ გვერდიდან რომ ყველაფერი ამოვშალო და ჯეიმზი შევქმნა, ეს გვერდი მაინც დარჩება წასაშლელი?--ITshnik 21:35, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

  1. სტატია
  2. განხილვა
  3. შესწორება
  4. +
  5. ისტორია
  6. გადატანა --გიგა პასუხი 21:37, 23 იანვარი 2010 (UTC)პასუხი


ვიკიციტატა

მანქანები და მოტოციკლები: Dodge Ram, 1955 Chevy BelAir,Chevy Blazer,Harley Davidson
ფილმები:The Good, The Bad & The Ugly; Easy Rider; Sling Blade; Pulp Fiction;Vanishing Point
საჭმელი: მექსიკური სამზარეულო
სასმელი: Coors light Pacifico
Bombay Sapphire Martinis
სიგარები: Fuente Hemingway Short Stories

იარაღი: Remington 30-06; Weatherby 7mm; Browning 300 Magnum“

ესენი საერთოდ ამოსაღებია, ხო? --გოტა (მომწერე) 18:21, 27 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ასე თვლით? და რა მიზეზით? --ITshnik 19:00, 27 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

არამგონია ენციკლოპედიის სტანდარტში ჯდებოდეს --გოტა (მომწერე) 19:05, 27 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

თუ ასე თვლის საჭიროდ ვიკის ხელმძღვანელობა, ამოვიღოთ--ITshnik 19:14, 27 იანვარი 2010 (UTC)პასუხი
აქ არ არსებობს ხელმძღვანელობა. ყველაფერი ერთობლივი ძალებით და საერთო გადაწყვეტილებით ხდება :) --გიგა პასუხი 19:16, 27 იანვარი 2010 (UTC)პასუხი
ბარემ დაგეწერა, შენ რას ფიქრობ? --გოტა (მომწერე) 19:29, 27 იანვარი 2010 (UTC)პასუხი
მე ვფიქრობ რომ შინაარსობრივად საინტერესოა. აი სტანდარტებში რამდენად ჯდება, ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი კერძოდ რომელ მათგანზეა საუბარი--ITshnik 19:35, 27 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ჯეიმსი

რედაქტირება

რუსულად ჯეიმსია. სლავური დამწერლობა აქვთ და ჩვენთვისაც ჯეიმსია მგონი — 178.134.118.245 20:08, 24 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ეს არის ქართული ვიკიპედია და არა რუსული. ქართულ ვიკიპედიაში გამოიყენება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და არა რუსულის.--ცანგალა () 21:00, 25 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „ჯეიმზ ჰეტფილდი“-ზე დაბრუნება.