განხილვა:ხეერტ ვილდერსი
Geert Wilders [ˈɣeːrt ˈʋɪldərs] en:Wikipedia:IPA for Dutch and Afrikaans (ინგლ. ვიკიდან) და დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ჰოლანდიური (მთავარია ქართული სალიტერატურო ნორმა რას გვეუბნება) მიხედვით გერტ ვილდერსი.--ცანგალა (გ) 19:06, 31 მარტი 2011 (UTC)
ჰოლანდიური
aa - ა: Breebaart - ბრებარტ-ი. ae - ა: Aerstens - არსტენს-ი, Bogaerts - ბოგარტს-ი. c (e, i, y-ს წინ) - ს: Arcen - არსენ-ი. c (ყველა სხვა შემთხვევაში) - კ: Coolen - კოლენ-ი. ch - ხ: Schildpad - სხილდპად-ი, Schidam - სხიდამ-ი. ck - კ: Jonckheere - იონკჰერე, Jackijst - იაკეისტ-ი. ckx - ქს: Amelinckx - ამელინქს-ი, Blockx - ბლოქს-ი. ee - ე: Breebaart - ბრებარტ-ი. Eeden - ედენ-ი. eu - ე: Beunke - ბენკე, Beuzemaker - ბეზემაკერ-ი. eu - ეი: Euwe - ეივე. h - ჰ: Haasse - ჰასე. ie - ი: Rogier van der Weyden - როგირ ვან დერ ვეიდენ-ი. ij - ეი: Burkij-Bartelink - ბიურკეი-ბარტელინკ-ი, Bevervijk - ბევერვეიკ-ი. oe - უ: Goes - გუსი. oo - ო: Coolen - კოლენ-ი, Amersfoort - ამერსფორტ-ი. th - თ: Beth - ბეთ-ი. tius - ციუს: Grotius - გროციუს-ი. u - იუ: Buntinx - ბიუნტინქს-ი, Hilversum - ჰილვერსიუმ-ი. ui - ეი: Buiskool - ბეისკოლ-ი, Kruissink - კრეისინკ-ი. z - ზ: Dozy - დოზ-ი.
Geert versad vnaxe... --იბერია განხილვაწვლილი 19:21, 31 მარტი 2011 (UTC)
- კი ბატონო, სახელი არ წერია. მაგრამ წერია ee - ე ერთი ე და არა ორი ე. აგრეთვე oe-თან წერია სახელი Goes - გუსი. ე. ი. G გადმოცემულია გ-თი და არა ხ-თი. --ცანგალა (გ) 19:57, 31 მარტი 2011 (UTC)
ისე არაა ხოლმე საჭირო განხილვის გვერდზე დაწერა...უკვე მერამდენჯერ ხდება ერთი და იგივე? სურვილი მიჩნდება რამე სტატია დავწერო და ამ დროს ქართული საბჭოთა ენციკლოპედიით ხელში მომარჯვებული ერთ–ერთი ვიკიპედიელი მეგებება და ყველანაირ სურვილს მიკარგავს... ღმერთო,აღარ არსებობს ეს საბჭოთა კავშირი(შენდა სამწუხაროდ),აღარ ჰქვია ახალგორს ლენინგორი,რასაც მაგ ენციკლოპედიაში ამოიკითხავ და იქნებ პრიორიტეტული იყოს ის,რასაც თვითონ ნიდერლადელები იძახიან,როცა საქმე ნიდერლანდულ სახელებს ეხება? --იბერია განხილვაწვლილი 21:36, 31 მარტი 2011 (UTC)
- მხოლოდ ინფორმაცია: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად წარმოადგენს ერთადერთ ავტორიტეტულ წყაროს ქართული ენის ნორმების დადგენის საქმეში (ტირეების მაგალითი გამახსენდა), აქ არაფერ შუაშია და ეს სახელმძვანელოც გაცილებით გვიან არის შედგენილი, 2000-იან წლებში. თუ ვცდები, ცანგალას ვთხოვ, შემისწოროს.—G.G. 06:32, 1 აპრილი 2011 (UTC)
ამ სახელმძღვანელოშიიქნებ ჰოლანდიურის ნაცვლად ვინმემ ნიდერლანდური ჩაწეროს?--იბერია განხილვაწვლილი 09:58, 1 აპრილი 2011 (UTC)
- დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ჰოლანდიური უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი შექმნილია 1989 წელს. საბჭოთა საქართველოს დროს. თუ მომხმარებელი:იბერია თანამედროვე შექმნილ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს მოგვაწოდებს დიდი მადლობელეი დავრჩებით. ხოლო სანამ ახალი არ შეიქმნება უნდა გამოვიყენოთ ის რაც გვაქვს (გინდ საბჭოთა). როგორც მივხვდი მომხმარებელი:იბერია გვეთანხმება, რომ უნდა დაიწეროს ერთი ე და გ. თუ არ ვცდები [ˈɣeːrt ˈʋɪldərs] en:Wikipedia:IPA for Dutch and Afrikaans (ინგლ. ვიკიდან) (არა საბჭოთა) - ესეც იგივეს გვეუბნება გ-სთან მიმართებაში.--ცანგალა (გ) 10:18, 1 აპრილი 2011 (UTC)
- რაც შეეხება ჰოლანდიურს, რომ შეიცვალოს ნიდარლანდურზე მითითებულ წიგნში წერია. ასე, რომ თუ წინააღმდეგი არ იქნები ფრჩხილებში ჩავსვამ ნიდერლანდურს. --ცანგალა (გ) 10:18, 1 აპრილი 2011 (UTC)
თუ არ არსებობს ქართული ენის ნორმები,რომლებიც ნიდერლანდური სახელების სწორად გადმოცემას შეძლებდა,მაშინ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას,თუ როგორ წარმოითქმევა ესა თუ ის სახელი იმ ენაზე,რომელზეც სტატია იწერება(ამ შემთხვევაში ნიდერლანდურზე)...
პ.ს. მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს მითითებულ წიგნში რა წერია,სახელმწიფოთა დონეზე მაგ სახელმწიფოს ჰქვია ნიდერლანდი და ენას,რომელზეც ნიდერლანდში ლაპარაკობენ ნიდერლანდური. ჰოლანდიური ენა ბუნებაში არ არსებობს,ამიტომ რადგან რომელიღაც წიგნში ვიღაცა რაღაცას დაჯღაბნის,ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი,რომ ყველამ იგივე შეცდომა იმეოროს. --იბერია განხილვაწვლილი 12:59, 1 აპრილი 2011 (UTC)