განხილვა:ძველით ახალი წელი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL

უკაცრავად, არც ახალი წელი და არც ძველით ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არაა, მისი მონათვლა მართლმადიდებლურ დღესასწაულად, ხოლო დეფინიციაში რელიგიურ დღესასწაულად განმარტება არასწორია. ძველითაც და ახლითაც ახალი წელი საერო დღესასწაულია, იყო და დარჩება. რამე წყაროს ეფუძნება ასე რელიგიურ კონტექსტში ამ სტატიის შინაარსი? Deu. 18:10, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

კიდევ, გაუგებარია, რას გულისხმობს არაოფიციალური დღესასწაული? თუკი რელიგიურ ჭრილში ვუყურებთ (რაც არასწორია), არაოფიციალური საერთოდ რა არის? თუკი სახელმწიფო დღესასწაულად არ ვთვლით (მართალიცაა), მაშინ ტერმინოლოგიური უზუსტობაა — ეს დღესასწაული არაოფიციალური კი არაა, არამედ არ არის სახელმწიფო, ისევე როგორც, მაგალითად, მოწამეთობა ანდა ჭიაკოკონობა — ასეთ დღესასწაულებზე მსაზღვრელი არაოფიციალური ზედმეტი მგონია მე. Deu. 18:21, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
მით უმეტეს, რომ არაოფიციალური გულისხმობს ყოველთვის კონკრეტულ ქვეყანას, რომელშიც მოცემული დღე არაა ოფიციალური უქმე; ჩვენ შემთხვევაში კი გვაქვს საერთაშორისო სახალხო დღესასწაულთან საქმე. Deu. 18:22, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
იხილე ინგლისური სტატიის ის ვერსია, საიდანაც ითარგმნა. — მიხეილ მიწერა 18:25, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
გასაგებია. ინგლისელები, როგორც ჩანს, შეცდნენ ვიღიმი. შევასწორებ, სასტიკი შეცდომაა ძველით ახალი წლის მართლმადიდებლურ დღესასწაულად მიჩნევა. Deu. 18:26, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
მართლმადიდებლური იმ გაგებით, რომ მას მხოლოდ მართლმადიდებლები აღნიშნავენ. სხვა სიტყვებით შეგიძლია ააწყო. — მიხეილ მიწერა 18:27, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
არა, ეგ არაა სწორი. ჯერ ერთი, გერმანელებიც აღნიშნავენ საკმაოდ პომპეზურად და ძველ სილვესტერს უწოდებენ (სილვესტერ ახალი წელია გერმანულად), ასევე უელსშიც აღნიშნავენ. მეორეც, ძველით ახალ წელს საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ. და მესამეც, თუ მასეა, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესაც მხოლოდ მართლმადიდებლები აღნიშნავენ :D. „მართლმადიდებლურ დღესასწაულს“ აქვს თავისი განმარტება საეკლესიო გაგებით, რაც არ გულისხმობს იმ საერო დღესასწაულებს, რომლებიც მართლმადიდებლების მიერ აღინიშნება ვიღიმი. მოკლედ, შევასწორებ, წყაროებს მოვნახავ. P. S. მითითებული წყაროებით აგრეთვე არ დასტურდება სახელწოდება „მართლმადიდებლური ახალი წელი“, ეს დასახელებაც ამოსაღებია (ზოგადად მართლმადიდებლურ ახალ წლად მიიჩნევა სექტემბრის ახალი წელი, რომელიც მაინცდამაინც არ აღინიშნება). Deu. 18:32, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
თუკი ამდენი ინფორმაცია გაქვს, აქ წერას, სტატიაში ჩაწერე ეს ყველაფერი ვიკრიჭებიმიხეილ მიწერა 18:36, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „ძველით ახალი წელი“-ზე დაბრუნება.