განხილვა:შარვაშიძეები

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა HDR593 თემაში შარვაშიძე, შერვაშიძეების გერბი

ესეთი კითხვა მაქვს, ქსე-ს მიხედვით ყველა შრვაშიძედ იწერება, თუმცა ყურმოკვრით მაქვს გაგებული რომ ქართული ფორმა სწორია შერვაშიძე, ხოლო შარვაშიძე კი რუსიფიცირებული ვარიანტიაო. ერთადერთი შერვაშიძე რომელიც ქსეშია მოხსენიებული ეს მანუჩარ შერვაშიძეა. აბა რას იტყვით, რომელი დავამკვიდროთ ძირითადად?--Surprizi განხილვაწვლილი 12:20, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

@Surprizi: სამწუხაროდ ახლა ხელთ არ მაქვს „საქართველოს ისტორიის“ მე-4 ტომი, რომელშიც დანამდვილებით ვიცი, რომ ერთ-ერთი ილუსტრაციის ქვეშ წერია „აფხაზეთის მთავარ შერვაშიძეთა ოჯახი“ ან მსგავსი რამ, ყოველ შემთხვევაში შერვაშიძე ნამდვილად წერია. აგრეთვე მე-2 ილუსტრაციაზე კი „მერი შრვაშიძე. გიო ოქრო 13:02, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
ხო და სხვა მასალებიც მოვიძიოთ და თუ დღესდღეობით ქართული სამეცნიერო ლიტერატურა ესე იხსენიებს დავამკვიდროთ ჩვენც ეგ ფორმა.-Surprizi განხილვაწვლილი 20:56, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი
გამარჯობა, ამაზე მინდოდა დამატება, რომ თვითონ ვახუშტი ბაგრატიონი, ქართლის ცხოვრებაში IV ტომი 1973, როგორც თვით აფხაზეთის მთავრები წერდნენ შარვაშიძეს (მიხეილ შარვაშიძის დოკუმენტები (charters)). ამავდროულად ისტორიკოსები როგორიცაა სიმონ ჯანაშია და სხვები შარვაშიძეს ხმარობდნენ და არა შერვაშიძეს. შერვაშიძე შემოიღეს რუსებმა თავადობის სერტიფიცირების დროს ადვილად გამოთქმის მიზნით. შერვაშიძის თქმა შარვაშიძის მაგივრად ისეთივე საკითხია, როგორც დადიანოვის თქმა დადიანის მაგივრად ან ანდრონიკოვის ანდრონიკაშვილის მაგივრად. მე პირადად მიმაჩნია, რომ საქართველოში გვარის გარუსებული ფორმა არ უნდა ვიხმაროთ. HDR593 (განხილვა/წვლილი) 10:11, 11 ივნისი 2023 (UTC)პასუხი

შარვაშიძე, შერვაშიძეების გერბი

რედაქტირება

არ ჯობია, რომ დავამატოთ ამ საგვარეულოს გერბი? ისტორიას აქვს შემონახული შარვაშიძე-შერვარშიძეების გერბი და ამიტომ... ლუკააა (განხილვა/წვლილი) 16:49, 3 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი

@ლუკააა თქვენ მიერ მითითებულ წყაროში წერია „Герб князя Георгия Шервашидзе“. არსებობს წყაროები, რომ ეს გვარის გერბი იყო და არა პირადად გიორგი შარვაშიძისა? გიო ოქრო 17:00, 3 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი
თუ არ ვცდები ეს არის საერთო https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/208296/1/Afxaz_Tavad-Aznaurta_Sagvareulo_Gerbebi.pdf 113 გვერდი (წერია ქართულად, აფხაზურად და რუსულად) ლუკააა (განხილვა/წვლილი) 17:32, 3 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი
ესე იგი, რამდენიმე ვარიანტი არსებობს... გიო ოქრო 18:48, 3 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი
ის დაუმტკიცეს პირადად გიორგი შერვაშიძეს (რაც გაუცნობიერებლად დავდე ვიკიპედიის სტატიაზე და ამის გამო ბოდიშის ვიხდი), მაგრამ საქართველოს პარლამენტის მთელი ელ. ბიბლიოთეკა გადავქექე და მარტო ეს ვიპოვე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილი, რადგან აქ მოხსენიებულია ყველა გვარის გერბი (მათ შორის შარვაშიძეებისა). თუ არ მეთანხმებით, არ დავდოთ. ლუკააა (განხილვა/წვლილი) 19:32, 3 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი
იმედია დრო დაგრჩებათ და მიპასუხებთ :) ლუკააა (განხილვა/წვლილი) 09:05, 4 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი
აბა, რა გადაწყვიტეთ მოდერატორნო?:) ლუკააა (განხილვა/წვლილი) 11:20, 7 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი
გამარჯობა, შარვაშიძეების მაღალი ხარისხის აკურატული გერბის დამატება ვცადე და შეცვალეს, მაგრამ რო ნახოთ ვიკიპედიის file-ბში Coat of Arms of the Sharvashidze.jpg (მაღალ ხარისხში დავამატე) არის ზოგადად საგვარეულო გერბი. მას ხმარობდა რამდენიმე მოგვარე შარვაშიძეებისა როგორიცაა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძე. ზოგადად ეგ გერბი თავადებზეც ვრცელდება, მაგრამ უფრო მეტად მთავრების შტოები იყენებდნენ. HDR593 (განხილვა/წვლილი) 10:22, 11 ივნისი 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „შარვაშიძეები“-ზე დაბრუნება.