განხილვა:სტრაიკბოლი
ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუკი ამ სტატიას "სტრაიკბოლი" კი არა, "აირსოფტი" ერქმევა. სხვა ენებზეც ასე ქვია უმრავლეს შემთხვევებში (ეს აქაც ჩანს). რადგანაც "აირსოფტი" და "სტრაიკბოლი" ორივე არაქართული სიტყვებია, უმჯობესი იქნება თუ საერთაშორისოდ ცნობილი ტერმინი დამკვირდრდება, და არა რუსული ადაპტაცია. ისე, საინტერესოა საიდან მოდის სიტყვა "სტრაიკბოლი". --Jordano 18:23, 29 მარტი 2009 (UTC)
- რატომაც არა? სტრაიკბოლიდან კი გადამისამართება იყოს.--გიორგი , 18:25, 29 მარტი 2009 (UTC)
- კი, ასე ჯობია. ჰო და კიდევ რაღაც დავწერე და დამეკარგა (თან კარგა დიდი ტექსტი), იმიტომ რომ სურათი დაამატეს. სურათებამდე ჯერ ტექსტია მნიშვნელოვნად გადასამუშავებელი, თორემ სურათები იმდენი გვაქვს, სულ არ გვინდა ინგლისური ვიკიპედიას სურათები --Jordano 18:27, 29 მარტი 2009 (UTC)
- თუ სტატიას ამწამს არედაქტირებ, გამოიყენე {{მუშავდება}}, და მასში არავინ ჩაერევა, ტექსტის დაკარგვისთვის კი ბოდიში.--გიორგი , 18:30, 29 მარტი 2009 (UTC)
კლუბის ვებსაიტზე სტრაიკბოლს უძახიან. - ალ-ო @ 18:34, 29 მარტი 2009 (UTC)
- ეგ ერთ–ერთი მცირერიცხოვანი კლუბის ვებ–საიტია მხოლოდ და ისინი არ წარმოადგენენ ქართული სტრაიკბოლის/აირსოფტის სახეს. თუმცა მათი აზრი პატივისცემას იმსახურებს. დომენი airsoft.ge კი ბევრად უფრო მრავალრიცხოვან და ძველ (თუმცა დახურულ) კლუბს ეკუთვნის --Jordano 18:43, 29 მარტი 2009 (UTC)
ჯერ–ჯერობით გავაკეთე გადამისამართება.--გიორგი , 18:42, 29 მარტი 2009 (UTC)
სიტყვა სტრაიკბოლი (страйкбол) მოიფიქრეს რუსეთში 90-ნი წლების ბოლოს, ინგლისურად ჟღერს როგორც strikeball ანუ "strike" - დარტყმა და "ball" - ანუ ბურთი, ბურთულა. იგულისხმება სათამაშო ტყვიის მოხვედრა/დარტყმა. Int3gral 08:32, 17 თებერვალი 2010 (UTC)