განხილვა:სტატუს-კვო

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Ouzo თემაში კვლავ სათაური 5 წლის შემდეგ

Untitled რედაქტირება

ქართულად მართებულია სტატუს-კვო

კვ ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში და უდრის qu-ს ხმოვნის წინ. ძველ ლათინურს მოეპოვება სამი ხორხისმიერი ბგერა: q, k, c. q გვხვდება o-სა და u-ს წინ და უფრო ღრმა ხორხისმიერი იყო. კლასიკურმა ლათინურმა დამწერლობაში გააერთიანა სამივე და წერდნენ ყველა სამივე სახის -სთვის ასო c-ს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კუ კომპლექსს ხმოვნის წინ, სადაც თანხმოვნური (ვ) გამხდარიყო, დაუტოვა დაწერილობა qu. აქ q ყოველთვის იყო ღრმა ხორხისმიერი ბგერა და -ს გამოთქმას ის დიდად არის დაშორებული. ამის გამო qu კომპექსი უნდა გადმოიცეს კვ (და არა ქვ) კომპლექსით. Zangala 17:11, 19 იანვარი 2006 (UTC)პასუხი

ცანგალა - ვერ დაგეთანხმები. შესაძლებელია 2000+ წლის წინათ ყოფილიყო 'კვო', მაგრამ დღეს ყველა ენაში გამოითქმის 'ქვო'-დ, ქართულისთვისაც უფრო ნატურალურია (მაგ. სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად?) და ასევე დეფისის საჭიროებას ლათინურ ფრაზებში ვერ ვხედავ. Alsandro 17:45, 19 იანვარი 2006 (UTC)პასუხი


ალსანდრო - მე დავწერე ინფორმაცია. შეიძლება ასე ლაპარაკობენ, მაგრამ მართლწერაში ცვლილება არავის არ შეუტანია. მაგალითად, კამათია იმაზეც ეკვივალენტი თუ ექვივალენტი და ა.შ.

რაც შეეხება ქტ თუ კტ. გალაკტიონ ტაბიძის გარდა ყველგან 200%-ით ქტ იწერება ქართულ ენაში. მაგ. ნექტარი, დიქტატორი, ინდიქტიონი, ოქტომბერი, აქტი, რედაქტორი, ფაქტი, სანქტ-პეტერბურგი და ა.შ. ჩემი აზრით, ცივილიზებულ სამყაროში, სანამ ახალი კანონი ძალაში არ შევა თუნდაც 2000 წლის წინ მიღებული ყოველთვის მოქმედებაშია ძველი კანონი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს(იმედია ამაზე მაინც დამეთანხმები).Zangala 18:16, 19 იანვარი 2006 (UTC)პასუხი

ზუსტად ამაში ვერ დაგეთანხემები, ვერაფრით ვერ მივყვები "კანონს", რომელიც მიუღებელია. საკითხავი ისიცაა თუ ვინ იყო ის უზენაესი კანონშემომქმედი. ქართულად მისაღები ფორმებია: ეკვივალენტი, ქვოტა, ქვო, რექვიემი და ა.შ. Alsandro 20:44, 19 იანვარი 2006 (UTC)პასუხი


ვერ დავიჯერებ, რომ შენ აშშ-ში მცხოვრები "კანონს" არ მიჰყვები. "კანონი" ყველა სახელმწიფოში "კანონია", თუ ვინ იყო ის უზენაესი კანონშემომქმედი(ამას როგორც შენ წერ) "კანონს" არავინ ეკითხება. ბევრი "კანონი" არ მოგვწონს(სადაც არ უნდა ცხოვრობდე საქართველოში, გერმანიაში თუ აშშ-ში) "კანონი-კანონია" და ყველა ემორჩილება მას(კანონს). შენი და ჩემი გვარიც თარგმნილია დადგენილი International standard ISO 9984 მიხედვით.Zangala 21:15, 19 იანვარი 2006 (UTC)პასუხი

მოდი პარაფრაზი გავუკეთო იმას რაც მაღლა დავწერე, ვინაიდან შენ, როგორც ჩანს, ვერ გაიგე რა ვიგულისხმე: "კანონი" ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ხაზი გამესვა ზოგიერთ "კანონთა" იმ კატეგორიისთვის, რომელიც საზოგადოდ მიუღებელია, მოძველებულია ან/და გადახედვას საჭიროებს. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ თუ რომელიმე კანონი ჩემს პირად თავისუფლებას (აზრის, მოქმედების, თვითგამოხატვის და ა.შ.) ბღალავს, მაშინ ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პროტესტი გამოვთქვა, რაიმე ვიღონო და მივაღწიო იმას, რომ ეს "კანონი" აღარ კანონობდეს. ვერაფრით ვერ დაველოდები ვიღაცას, "ზემდგომს", "უზენაესს", რომელიც მოწყალებას გაიღებს და ამ კანონს გადახედავს; წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ფეოდალურ ხანაში ვიქნებოდით.
რაც შეეხება სტატიას, თუ ძალიან გსურს შეგიძლია საკუთარი სათაურით შექმნა მსგავსი სტატია. ალსანდრო 67.142.130.27 23:53, 19 იანვარი 2006 (UTC)პასუხი


ალსანდრო, არა მგონია გინდ ამერიკაში ანდა გერმანიაში თავისი თავის დაცვისათვის პროტესტს დიდი შედეგები მოჰყვებოდეს ხოლმე. რაც შეეხება ვიკიპედიას ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. ვიკის მომავალმა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ ამის გამო აზრთა სხვაობა იყო. Zangala 09:36, 20 იანვარი 2006 (UTC)პასუხი

კვლავ სათაური 5 წლის შემდეგ რედაქტირება

აქ ხუთი წლის წინანდელი განხილვა გადავიკითხე და ვფიქრობ, რომ კვო უნდა იყოს. ქართული ენის ნორმებით ასეა, გვინდა თუ არა ეს ჩვენ. Deu aw 11:19, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ასეა, გადავიტან და წყაროსაც მივუთითებ - მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა, თბ., 2004, 483გვ.--Ouzo განხილვაწვლილი 11:23, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „სტატუს-კვო“-ზე დაბრუნება.