განხილვა:სოლომონ II

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 46.49.33.226

სურათი რომელიც სოლომონ მეორის ინფოდაფაზეა – არის სოლომონ პირველის და – არა სოლომონ მეორესი.--46.49.33.226 19:51, 21 ოქტომბერი 2011 (UTC) შეცდომა ალბათ იმიტომ მოხდა,რომ ინტერნეტში არსებულ სურათებზე, --თემო 21:05, 21 ოქტომბერი 2011 (UTC)ერთი და იგივე სურათს სოლომონ პირველიც აწერია და სოლომონ მეორეც. ისე ნამდვილად სოლომონ პირველია.პასუხი

გარდა იმისა, რომ სახეზე ნამდვილად სოლომონ პირველია, გუგლში, სოლომონ პირველზე,სურათებში – პირველივე სურათად ეს სურათია,მასზე წითელი წარწერაა – სოლომონ I,რაც სწორია. სოლომონ მეორეზე - ორი სურათია ზუსტად ასეთი სურათია მიყოლებით, მაგრამ ერთს არა აქვს წარწერა,მეორე ზუსტად ისეთივეა – წარწერით-სოლომონ I. სად ინახება ეს სურათი და ვისია ვერ გეტყვით და არც რომელიმე წიგნში შევხვედრივარ, მაგრამ ერთი პროცენტითაც არ მეეჭვება, რომ ესაა სოლომონ პირველი.--46.49.33.226 17:54, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

საიტზე – ბურუსი– არის სოლომონ პირველის სურათები, სწორად მოცემული,წარწერებით. ტექსტი, სოლომონ პირველის ბიოგრაფია ჩემი დაწერილია.--46.49.33.226 09:10, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ნამდვილად სოლომონ პირველის სურათია მეორის მაგივრად, კიდევ ბევრჯერ გადავამოწმე,შესაცვლელია აუცილებლად !!!--46.49.33.226 09:07, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

შეცდომით ჩასმული სურათი ამოვიღე. მადლობა. ბურუსის გვერდი--ცანგალა () 16:48, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

მართალი ბრძანდებით, სწორია. მადლობა თქვენ ! ისე ინტერნეტში არის მისი სურათი, გუგლში, სოლომონ მეორეზე, ფეხზე მდგომი, მე მგონი არაფერი საავტორო არ ჭირდება, ძალიან გავრცელებული სურათია და ალბათ შეიძლება მისი დადება. პატივისცემით --46.49.33.226 20:41, 10 ნოემბერი 2011 (UTC) ბურუს – ში სტატია – სოლომონ პირველი – ჩემი დაწერილია.--46.49.33.226 20:41, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

ზოგიერთ ავტორს სოლომონ II-ის მეფობის წლები მოქცეული აქვს 1789 წლიდან 1810 წლამდე პერიოდში, ანუ რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობამდე და სოლომონის თურქეთში ემიგრაციამდე. რაც არ არის სწორი. თუ დამპყრობელი აღარ ცნობდა მას მეფედ, ჩვენ, ქართველებმაც უნდა ვაღიაროთ დამპყრობლის ძალადობის შედეგი და სურვილი? მას ხომ ტახტი საკუთარი ნებით არ მიუტოვებია და სამეფო გვირგვინზე ოფიციალურად ხომ არ უთქვამს უარი? მაგალითად, 1811 წელს იგი ნაპოლეონ ბონაპარტესადმი გაგზავნილ წერილს ხელს აწერს იმერეთის მეფის რანგში. გამოდის, რომ ამ სტატიის ავტორიც აღიარებს რუსი დამპყრობლების ნამოქმედარს, როდესაც სტატიის დასაწყისში სოლომონ მეორის მეფობა 1789-1810 წლებით აქვს აღნიშნული? უნდა გასწორდეს! პატივისცემით, ჰენრი კუპრაშვილი

გვერდ „სოლომონ II“-ზე დაბრუნება.