განხილვა:საქართველოს ფლორა
არცერთ სეროზულ ვიკიში მე–8 კლასის სახელმძღვანელო ავტორიტეტულ წყაროდ არ ჩაითვლება. მეტი ლიტერატურა არ არსებობს? სირცხვილია.--Zolokin განხილვაწვლილი 14:34, 25 სექტემბერი 2010 (UTC)
ეს წესი ქართულად, სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით თარგმნილი არ არის.
--Zolokin განხილვაწვლილი 14:46, 25 სექტემბერი 2010 (UTC)
რა განსხვავებაა საქართველოს ფლორა — ამ სტატიასთან? ფლორა და მცენარეულობა კი პრაქტიკულად ერთი და იგივე მცნებაა. გიო ოქრო 20:31, 1 ივნისი 2024 (UTC)
- ცნება უნდა გეთქვა... კი, უნდა გაერთიანდეს. - OTOGI Messages 18:18, 11 ივნისი 2024 (UTC)
- მართალია. გიო ოქრო 19:05, 11 ივნისი 2024 (UTC)
- ისე, ვფიქრობ ძირითადი სათაური უნდა იყოს საქართველოს ფლორა. შენ რას ფიქრობ ?. - OTOGI Messages 19:21, 11 ივნისი 2024 (UTC)
- მეც ასე მგონია. მცენარეულობა ხომ ისედაც ფლორის შემადგენელი ნაწილია. გიო ოქრო 19:22, 11 ივნისი 2024 (UTC)
- მივხედავ. - OTOGI Messages 19:23, 11 ივნისი 2024 (UTC)
- მეც ასე მგონია. მცენარეულობა ხომ ისედაც ფლორის შემადგენელი ნაწილია. გიო ოქრო 19:22, 11 ივნისი 2024 (UTC)
- ისე, ვფიქრობ ძირითადი სათაური უნდა იყოს საქართველოს ფლორა. შენ რას ფიქრობ ?. - OTOGI Messages 19:21, 11 ივნისი 2024 (UTC)
- მართალია. გიო ოქრო 19:05, 11 ივნისი 2024 (UTC)
გადატანილია. - OTOGI Messages 19:35, 11 ივნისი 2024 (UTC)
- @Otogi: @გიო ოქრო: დიდი მადლობა სტატიის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. ერთი კითხვა მაქვს, რომელი წყაროებით დასტურდება, რომ ფლორა და მცენარეულობა ერთი და იგივე ცნებაა და ხომ ვერ მეტყოდით, მაგალითისთვის, რატომ არის დასათაურებული შემდეგი შრომები მსგავსად:
- „ჭოროხის დელტის ფლორა და მცენარეულობა“
- „საქართველოს უდაბნოს ფლორა და მცენარეულობა“
- „ქოროღლის ციხის მიდამოების ფლორა და მცენარეულობა“
- Flora and Vegetation of the Czech Republic
- Flora and Vegetation of the Pantanal Wetland
- Flora and Vegetation of the Prespa National Park, Greece
- Vegetation and Flora of the Sonoran Desert
- Vegetation and flora of the savannas in the Brinck-heuvel Nature Reserve, northern Suriname
- Flore et végétations d’Île-de-France
- Flore et végétation des marais
- Flore et végétation de Madagascar
- Флора и растительность Украины
- Флора и растительность Беларуси
- Флора и растительность Алтая
- Флора и растительность Сибири и Дальнего Востока
- История флоры и растительности Евразии
- Flora y vegetación del Estado Amazonas, Venezuela
- Flora y vegetación del Parque Nacional El Ávila (Venezuela, Cordillera de la Costa)
- Flora y vegetación de la provincia de Huamanga (Ayacucho-Perú)
- Flora und Vegetation der Flussauen in Deutschland. Grundlagen, Pflanzengesellschaften und anthropogene Einflüsse
- Flora und Vegetation des Hauptbahnhofs Magdeburg
- Flora und Vegetation der Flüsse und Seen Deutschlands და სხვ.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ წარმოდგენილ მაგალითებს არასაკმარისად ან მოძველებულად მიიჩნევთ, შესაძლებელია უკანასკნელ პერიოდში გამოცემული შრომების (მათ შორის წიგნების, მონოგრაფიების, სტატიების და სხვ.) მოყვანა, სადაც აღნიშნული ორივე ტერმინი ერთადაა მოყვანილი. თუ მიიჩნევთ, რომ აღნიშნულ შრომათა სათაურებში ორივე ტერმინის ერთად გამოყენება უმართებულოა ან ზედმეტია, — საინტერესო იქნებოდა თქვენი არგუმენტების გაცნობა. ხოლო თუკი თვლით, რომ მართებულია და არაა ზედმეტი, მაშინ რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევთ ამ სტატიის სათაურიდან სიტყვა მცენარეულობის ამოღებას და მხოლოდ ფლორის დატოვებას, — ამ შემთხვევაშიც საინტერესო იქნებოდა თქვენი არგუმენტების გაცნობა, რაც დაგვეხმარებოდა ნაკლებად გამოცდილ რედაქტორებს გარკვეული ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრაში.
ამასთან ერთად, თუ წარმოდგენილი სათაურების მაგალითები არასაკმარისი, ნაკლებად დამაჯერებელი ან ნაკლებად მნიშვნელოვანია და ამჯერად, — ტერმინებისა და ცნებების საკითხი თქვენთვის სათაურებზე უფრო მნიშვნელოვანი და არსებითია, — მიზანშეწონილად ხომ არ მიგაჩნიათ წარმოგიდგინოთ სხვა წყაროები, სადაც ფლორას და მცენარეულობას სხვადასხვა განსაზღვრება აქვს და ერთსა და იმავე ცნებას არ წარმოადგენს, ისევე როგორც მაგალითად: ერი და კაცობრიობა, პიროვნება და საზოგადოება, ეთნოსი, ტომი, ხალხი, ბრბო და სხვ. — თუმცა ყველა შემთხვევაში საქმე ადამიანებთან გვაქვს. დამატებით კიდევ რაიმე ინფორმაციის მოწოდებას ან განმარტებას თუ მიიჩნევთ საჭიროდ, გთხოვთ შემეხმიანოთ. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისა და კეთილგანწყობისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 17:38, 20 ივნისი 2024 (UTC)
- ფლორა: მცენარეების სახეობათა კომპლექსი, ამა თუ იმ მხარისა, ქვეყნის ან გეოლოგიური პერიოდის დამახასიათებელი;
- მცენარეულობა: კრებ. მცენარეთა ერთობლიობა, მცენარეები.
- ქეგლ.
- რა არსებით განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის, რომ ენციკლოპედიაში სათაურში ორივე ჩანდეს? ბუნებაში აბსოლუტური სინონიმები იშვიათია, სრული სიმეტრია სიტყვებს, როგორც წესი, არ აქვს, მაგრამ ესენი ძალიან ახლოს მდგომი სინონიმებია. არანაირი საჭიროება არ დგას, რომ სტატიას ორივე ერქვას. გიო ოქრო 20:59, 20 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: დიდი მადლობა პასუხისთვის. არსებითი განსხვავება ამ ორ ცნებას შორის რომ არ იყოს რატომ გამოიყენებდნენ ორივე ტერმინს ასობით წიგნისა და ათასობით სტატიის სათაურებში? ხომ უნდა გააჩნდეთ მათ ავტორებს მიზეზი, იმის თუ რატომ იყენებენ ორივე ტერმინს, თუკი ორივე სინონიმებია, ანუ ერთსა და იმავე ცნებას წარმოადგენს? თქვენ თვლით, რომ საკმარისად კომპეტენტური ხართ ამ საკითხში?--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 21:11, 20 ივნისი 2024 (UTC)
- კარგით, მაშინ თქვენ დაწერეთ რა განსხვავებაა ორ ცნებას შორის — მცენარეულობა და ფლორა. მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ საიმისოდ (მოყვანილია განმარტებები განმარტებითი ლექსიკონიდან), რომ სტატიას ასეთი რამ ერქვას. არსებობს მრავალტომეული „საქართველოს ფლორა“ და მასში მცენარეულობა არ აქვთ შეტანილი? იგივეა სტატიას ერქვას „საქართველოს ფაუნა და ცხოველთა სამყარო“. გიო ოქრო 21:19, 20 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: ფლორა — გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა. მცენარეულობა — გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფიტოცენოზების ერთობლიობა. ფიტოცენოზი — მცენარეული თანასაზოგადოება. შესაბამისად, ფლორისტიკა შეისწავლის — სახეობათა ერთობლიობას, ხოლო ფიტოცენოლოგია შეისწავლის — ფიტოცენოზების ერთობლიობას. ფიტოცენოზი ნიშნავს მცენარეულ თანასაზოგადოებას. ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება როგორც სახეობებს, ასევე ფიტოცენოზებს და სწორედ ამიტომ სათაურში იყო ფლორაც (სახეობები) და მცენარეულობაც (ფიტოცენოზები), ზუსტად იმგვარად, იმ ფორმით და იმ მიზეზით, როგორც ასეულობით ქართულენოვანი თუ უცხოენოვანი წიგნისა და სტატიის სათაურშია მოცემული. თუ თქვენ ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავთ სახეობასა და ფიტოცენოზს შორის, შეგიძლიათ ნებისმიერ ბოტანიკოსთან ან ეკოლოგთან ან რომელიმე მომიჯნავე დარგის სპეციალისტთან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. თუმცა, ამავე სტატიაშივეა წარმოდგენილი გეობოტანიკური ლექსიკონი (ტერმინები, ცნებები) და საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორია — სადაც შეგიძლიათ, ასევე გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მრავალტომეული „საქართველოს ფლორა“ სწორედ, მხოლოდ სახეობებს აღწერს და არა ფიტოცენოზებს და შესაბამისად, ამიტომაა ამგვარად დასათაურებული. რაც შეეხება თქვენ მოსაზრებას, — იგივეა სტატიას ერქვას „საქართველოს ფაუნა და ცხოველთა სამყარო“ — ეს ირონიულ შედარებას უფრო გავს, ვიდრე საგნობრივს. პატივისცემით--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 08:00, 21 ივნისი 2024 (UTC)
- ფლორა — გარკვეული ტერიტორიის – ქვეყნის, ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტის და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებულ მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.
- მცენარეულობა — გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფიტოცენოზების ერთობლიობა.
- ფიტოცენოზი — მცენარეული თანასაზოგადოება.
- ანუ:
- მცენარეულობა — გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეული თანასაზოგადოებების ერთობლიობა.
- ანუ თქვენ ამბობთ რომ მცენარეთა სახეობების ერთობლიობა და მცენარეთა თანასაზოგადოება იმდენად დაშორებული ცნებებია, რომ სტატიას ორივე ერქვას? ჩემი აზრით არასწორი შეხედულებაა. მათ შორის არის გარკვეული დარგობრივი სხვაობა, მაგრამ მე არ მახსენდება ენციკლოპედია, სადაც რაიმე რეგიონზე საუბრობდნენ და „ფლორა და მცენარეულობა“ ჰქონდეთ სექცია. შეიძლება სტატიას ერქვას საქართველოს მცენარეულობა ან მცენარეული სამყარო, რაც თავის თავში ფლორასაც, როგორც ნომენკლატურას, მოიცავს. გიო ოქრო 08:54, 21 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: მე წარმოგიდგინეთ საკმარისზე მეტი არგუმენტი და წყაროები, — სტატიის შინაარსისა და სათაურის, ტერმინებისა და ცნებების შესახებ. შინაარსის, ტერმინების და ცნებების გათვალისწინებით — სტატიას უნდა ერქვას „საქართველოს ფლორა და მცენარეულობა“, რადგან მასში წარმოდგენილია სახეობებიც (ფლორა) და ფიტოცენოზებიც (მცენარეულობა). რა არის დაშორებული და რა არ არის დაშორებული — ამაზე კომპეტენტური ცოდნა, შეხედულება, მოსაზრება, ვარაუდი და ა.შ. — გააჩნია მხოლოდ სპეციალისტს, დარგის მცოდნეს, თქვენ ხართ ამ დარგის სპეციალისტი?--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 09:42, 21 ივნისი 2024 (UTC)
- განხილვა დაიწყო იმიტომ, რომ არსებობდა ორი იდენტური თემატიკის გვერდი, ახლა დარჩა ერთი. ამ სტატიას უნდა ერქვას ან საქართველოს მცენარეულობა ან საქართველოს ფლორა. ესაა ენციკლოპედიური მიდგომა. როდესაც ვსაუბროვთ მცენარეულობაზე, იქ თან ახლავს ნომენკლატურა, ანუ ფლორა. ვიწრო დარგობრივი მიდგომები — შესაბამის დარგობრივ ლიტერატურაში და არა ენციკლოპედიაში. ქართულ ენციკლოპედიებში ასეთ სექციებს ეწოდება „მცენარეულობა“, ან „მცენარეული სამყარო“. გიო ოქრო 10:15, 21 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: თქვენ საუბრობთ მცენარეულობაზე (ნომენკლატურა, ვიწრო დარგობრივი მიდგომები), როგორც ამ დარგის სპეციალისტი თუ, როგორც არასპეციალისტი, ანუ როგორც ამ დარგის მცოდნე თუ როგორც ამ დარგის არმცოდნე? შეგიძლიათ მარტივად თქვათ — ერკვევით ამ საკითხში თუ ვარაუდებით ხელმძღვანელობთ? ობიექტურად რომ მივუდგეთ, თქვენი ცოდნა ამ დარგში დაბალია, საშუალო, საშუალოზე მეტი თუ მაღალი?--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 10:27, 21 ივნისი 2024 (UTC)
- მე ვმუშაობ ლექსიკონებსა (ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგია) და ტერმინოლოგიაზე, სხვადასხვა დარგზე, მ.შ. ბოტანიკაზე. გიო ოქრო 11:03, 21 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. რადგან ბოტანიკაზეც მუშაობთ, როგორ შეაფასებდით ამ სტატიის შინაარსს, რას შეეხება იგი — საქართველოს ფლორას, საქართველოს მცენარეულობას თუ ორივეს?--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 11:21, 21 ივნისი 2024 (UTC)
- ეხება იმ თემას, რომელსაც ენციკლოპედიაში (Britannica, БРЭ, ქსე) ეწოდება უბრალოდ „მცენარეული სამყარო“ ან „მცენარეულობა“ (მთელი ცოცხალი სამყაროს კონტექსტში იყენებენ აგრეთვე „ფლორა და ფაუნას“). თუკი თვლით, რომ „ფლორა“ არ ფარავს მთელ შინაარსს (მე ასე არ ვთვლი, განმარტებებიდან გამომდინარე), შეგიძლიათ შეუცვალოთ მცენარეულობაზე. კამათი და დავიდარაბა არ მიყვარს, და არც უაზროდ გავწელავ განხილვას. უბრალოდ განხილვა დავიწყე ორი სტატიის არსებობის გამო, რომ ერთი უნდა დარჩენილიყო ისტორიების გაერთიანებით. ვემხრობი „საქართველოს ფლორასაც“ და „საქართველოს მცენარეულობა/მცენარეულ საფარსაც“. რაც ამ სტატიას დარჩება სათაურად, ისე უნდა აეწყოს სხვა სტატიების ტერმინოლოგიაც (ფლორაზეც, ქვეყნებზეც, გეოგრაფიულ ოლქებზეც), რადგან ენციკლოპედიაში სისტემურად უნდა იყოს ყველაფერი აწყობილი. წარმატებებს გისურვებთ თქვენც! გიო ოქრო 12:16, 21 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: ენციკლოპედიაში რას რა ეწოდება, ეს სხვა საკითხია, ამის შესახებ არ იყო დასმული კითხვა. საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორია — რას შეეხება იგი — საქართველოს ფლორის ისტორიას, საქართველოს მცენარეულობის ისტორიას თუ საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორიას? ამაზე მაინც თუ შეგიძლიათ მარტივი პასუხის გაცემა?--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 12:26, 21 ივნისი 2024 (UTC)
- ზუსტად ეგ არის ენციკლოპედიის საკითხი — რა თემას რა ეწოდება ენციკლოპედიაში. გიო ოქრო 13:09, 21 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: ფლორა — გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა. მცენარეულობა — გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფიტოცენოზების ერთობლიობა. ფიტოცენოზი — მცენარეული თანასაზოგადოება. შესაბამისად, ფლორისტიკა შეისწავლის — სახეობათა ერთობლიობას, ხოლო ფიტოცენოლოგია შეისწავლის — ფიტოცენოზების ერთობლიობას. ფიტოცენოზი ნიშნავს მცენარეულ თანასაზოგადოებას. ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება როგორც სახეობებს, ასევე ფიტოცენოზებს და სწორედ ამიტომ სათაურში იყო ფლორაც (სახეობები) და მცენარეულობაც (ფიტოცენოზები), ზუსტად იმგვარად, იმ ფორმით და იმ მიზეზით, როგორც ასეულობით ქართულენოვანი თუ უცხოენოვანი წიგნისა და სტატიის სათაურშია მოცემული. თუ თქვენ ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავთ სახეობასა და ფიტოცენოზს შორის, შეგიძლიათ ნებისმიერ ბოტანიკოსთან ან ეკოლოგთან ან რომელიმე მომიჯნავე დარგის სპეციალისტთან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. თუმცა, ამავე სტატიაშივეა წარმოდგენილი გეობოტანიკური ლექსიკონი (ტერმინები, ცნებები) და საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორია — სადაც შეგიძლიათ, ასევე გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მრავალტომეული „საქართველოს ფლორა“ სწორედ, მხოლოდ სახეობებს აღწერს და არა ფიტოცენოზებს და შესაბამისად, ამიტომაა ამგვარად დასათაურებული. რაც შეეხება თქვენ მოსაზრებას, — იგივეა სტატიას ერქვას „საქართველოს ფაუნა და ცხოველთა სამყარო“ — ეს ირონიულ შედარებას უფრო გავს, ვიდრე საგნობრივს. პატივისცემით--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 08:00, 21 ივნისი 2024 (UTC)
- კარგით, მაშინ თქვენ დაწერეთ რა განსხვავებაა ორ ცნებას შორის — მცენარეულობა და ფლორა. მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ საიმისოდ (მოყვანილია განმარტებები განმარტებითი ლექსიკონიდან), რომ სტატიას ასეთი რამ ერქვას. არსებობს მრავალტომეული „საქართველოს ფლორა“ და მასში მცენარეულობა არ აქვთ შეტანილი? იგივეა სტატიას ერქვას „საქართველოს ფაუნა და ცხოველთა სამყარო“. გიო ოქრო 21:19, 20 ივნისი 2024 (UTC)
- @გიო ოქრო: დიდი მადლობა პასუხისთვის. არსებითი განსხვავება ამ ორ ცნებას შორის რომ არ იყოს რატომ გამოიყენებდნენ ორივე ტერმინს ასობით წიგნისა და ათასობით სტატიის სათაურებში? ხომ უნდა გააჩნდეთ მათ ავტორებს მიზეზი, იმის თუ რატომ იყენებენ ორივე ტერმინს, თუკი ორივე სინონიმებია, ანუ ერთსა და იმავე ცნებას წარმოადგენს? თქვენ თვლით, რომ საკმარისად კომპეტენტური ხართ ამ საკითხში?--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 21:11, 20 ივნისი 2024 (UTC)
- ფლორა და მცენარეულობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. წიგნის ყდა ან საავტორო წიგნი არ არის წონადი არგუმენტი, — ამის საპირწონედ გვაქვს მრავალი სტატია კონკრეტულად ფლორაზე, მაგ., en:Flora of Australia, სადაც სხვათა შორის, საუბარია მცენარეულობაზეც, მაგრამ სტატიას ავსტრალიის ფლორა ეწოდება. რატომ ?! ასე შორს წავალთ. აზრს მოკლებული არ არის @Arkaitz1974:-ის მსჯელობა, მე ვიტყვოდი სადღაც სწორიც, მაგრამ სტატიაში მკაფიოდ არ ჩანს სად არის ფლორა და სად არის მცენარეულობა ან რა განსხვავებაა მათ შორის და მეტიც, ასეთი მიდგომით სტატია ორად უნდა დაიყოს, ვინაიდან თავადვე ამტკიცებთ, რომ მათ შორის არსებითი განსხვავებაა. მე, უფრო მეტად ვემხრობი @გიო ოქრო:-ის პოზიციას, ვინაიდან მცენარეულობა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ფლორა, სახელდობრ, ფლორა სახეობრივი შედგენილობაა, ხოლო მცენარეულობა ბალახებიდან, გაზონებიდან და ბაღებიდან დაწყებული ვიდრე ტყეებით დამთავრებული უფრო ფართო გაგება და თითქოს სტატიას უნდა ერქვას ფლორა და მცენარეულობა, მაგრამ ორთავე შემთხვევაში მცენარეებზეა საუბარი და ამიტომ ძირითად სათაურში მომხრე ვარ სტატიას ეწოდებოდეს საქართველოს ფლორა, ისევე როგორც საქართველოს ფაუნა, საქართველოს კლიმატი და ა. შ. ამას გარდა, ვიკიპედიაში აზრის დაფიქსირება ან მისი დამტკიცება დარგის არმცოდნე ადამიანსაც კი შეუძლია. - OTOGI Messages 19:17, 21 ივნისი 2024 (UTC)
- @Otogi: „ამას გარდა, ვიკიპედიაში აზრის დაფიქსირება ან მისი დამტკიცება დარგის არმცოდნე ადამიანსაც კი შეუძლია“ — რასაკვირველია, გეთანხმებით სავსებით და მეც სწორედ ამას ვკითხულობ, თქვენ თქვენ აზრს როგორც დარგის მცოდნე აფიქსირებთ თუ როგორც — დარგის არმცოდნე? წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 08:18, 22 ივნისი 2024 (UTC)
- კითხვა პროვოკაციულია, რომელსაც არგუმენტების არარსებობა იწვევს. ამ განხილვაში მე ვხედავ თქვენ სურათს. ფლორა და მცენარეულობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია და სტატიაში შეიძლება სექციის გაკეთება მცენარეულობაზე, მაგრამ ეს უკვე თვით სტატიაში უნდა მოხდეს, ხოლო ძირითადი სათაური უნდა იყოს საქართველოს ფლორა. თავადვე მოიყვანეთ მაგალითის სახით ვიკიპედია და გადახედეთ ზემოთ მითითებულ სტატიას ავსტრალიის ფლორის შესახებ. თქვენ თუ თვლით, რომ დარგის მცოდნე ხართ, მაშინ მიხვდებით რატომ ეწოდება სტატიას ავსტრალიის ფლორა, თუ არა — არა. აქაც იგივეა. - OTOGI Messages 12:45, 22 ივნისი 2024 (UTC)
- @Otogi: მადლობა პასუხისთვის. გეობოტანიკური ლექსიკონი (ტერმინები, ცნებები) — არა მხოლოდ ფლორა და მცენარეულობა, არამედ, ამ ლექსიკონში წარმოდგენილი დანარჩენი ტერმინები და ცნებებიც ურთიერთდაკავშირებულია. ჩემი კითხვის თქვენეული შეფასების შემდეგ,
- თქვენ მიიჩნევთ, რომ — „სტატიაში შეიძლება სექციის გაკეთება მცენარეულობაზე, მაგრამ ეს უკვე თვით სტატიაში უნდა მოხდეს“ — იხ. სექცია საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები — როგორ ფიქრობთ, ამ სახით სტატიაში წარმოდგენილი ეს სექცია შინაარსობრივად შეესაბამება იმას, რასაც თქვენ გულისხმობთ თუ სხვა რამ გაქვთ მხედველობაში? სექცია უფრო ვრცლად უნდა იყოს წარმოდგენილი, უფრო მოკლედ თუ როგორც ამჟამად არის, სტატიის მოცულობიდან გამომდინარე, გავრცობას ამ ეტაპზე აღარ საჭიროებს, რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- თქვენ ასევე მიიჩნევთ, რომ — „სტატიაში მკაფიოდ არ ჩანს სად არის ფლორა და სად არის მცენარეულობა“ — იხ. სექცია სახეობრივი მრავალფეროვნება და სექცია თბილისის მიდამოების ფლორა — იხ. სექცია მცენარეულობის კლასიფიკაცია და სექცია საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები — როგორ ფიქრობთ, ამ სახით სტატიაში წარმოდგენილ ამ სექციებში მკაფიოდ ჩანს სად არის ფლორა და სად არის მცენარეულობა, თუ მაინც არ ჩანს მკაფიოდ , რას ფიქრობთ ამის შესახებ?--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 15:31, 22 ივნისი 2024 (UTC)
- ანუ, ძირითად სათაურში შეთანხმებულები ვართ ? - OTOGI Messages 16:09, 24 ივნისი 2024 (UTC)
- @Otogi: სათაურს რა უჭირს, მშვენიერი სათაურია, თანაც, ასე უფრო კარგად ჟღერს, მოკლედ და კომპაქტურად, გასაგებად და მკაფიოდ. თუმცა, პირველსაც არა უშავდა.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 17:58, 24 ივნისი 2024 (UTC)
- კეთილი. გადამისამართება რა თქმა უნდა დარჩება და პრობლემაც მოგვარდება. რაც შეეხება სტატიას მშვენიერი ნამუშევარია და გისურვებთ წარმატებას. - OTOGI Messages 18:27, 24 ივნისი 2024 (UTC)