განხილვა:საქართველოს ეპარქიები

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე თემაში კახისა და ქურმუხის ეპარქია

რამდენად სწორია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დაარსების თარიღად 1995 წლის 5 მაისის ჩაწერა?

ჩემი აზრით არ არის სწორი და რატომ.. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია – ამ სტატიაში წერია რომ ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც 1823 წელს გაუქმდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის საეკლესიო კრების 1995 წლის 23 მარტის განჩინებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სახელით აღდგა. და ასევე – ცაიშის საეპისკოპოსო ერთ–ერთი უძველესი საეპისკოპოსოა საქართველოში, რომელიც დააახლოებით VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან არსებობდა. – აქ ნათლად არის აღნიშნული შემდეგი რამ: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია არ დაარსებულა 1995–ში, ამ წელს მან მხოლოდ (გარკვეული პაუზის შემდეგ) შეცვლილი სახელით განაგრძო არსებობა. აქედან გამომდინარე დაარსების თარიღად უნდა იქნეს ჩაწერილი VI-VII საუკუნე.--ლიკა 18:52, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ლიკა ერთი შეკითხვა მაქვს. საქართველოს რესპუბლიკა რომელი წლიდან არსებობს? --ჯაბა ლაბაძე 19:23, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მეც უნდა ჩავერთო :) საერთოდ საჭიროა თარირების მითითება? ახლა რატომ: ეპარქიები იცვლებოდა მუდამ, ხან სახელი იცვლებოდა, ხან საეპისკოპოსო კათედრა ეცვლებოდა. მაშინ უნდა დაიწეროს ისეთ ეპარქიებზეც, რომლებიც არსებობდა და აღარ არსებობს, მაგ ჯუმათის ეპარქია და ა.შ. მეორეც: ახლა არსებული ეპარქიებიც ხშირად იცვლება, სახელებიც და საზრვრებიც, თითქმის სინოდის ყველა კრებაზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღება და აქედან გამომდინარე რა შეიძლება ჩაითვალოს დაარსების თარიღად, სულ საკამათი იქნება. პატივისცემით --გრიგოლ 19:40, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

როგორ არაა საჭირო. ჩემი კითხვის არსი თუ გაიგეთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძვ. წ. III საუკუნეში იწყება რესპუბლიკა კი 1918 წელს დაარსდა. თქვენ როგორ ფიქრობთ საქართველოს რესპუბლიკის ისტორია საიდან უნდა დავწყოთ 1918-დან თუ ძვ. წ. III საუკუნიდან. გარდა ამისა ცაიშის საეპისკოპოსო ჯობს ცალკე სტატია იყოს და ეს კი ცალკე სტატიად დარჩეს ის რაც მანამდე იყო ისტორიაა. --ჯაბა ლაბაძე 19:47, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

საქართველოს რესპუბლიკაზე ვფიქრობ რომ 1918, მაგრა დავუბრუნდეთ ეპარქიებს. კი ბატონო, შეიძლება ადრე არსებულ ეპარქიებზე სტატიების დაწერა, შეიძლება კი არა, საჭიროცაა. მაგრამ მაშინ კარგად უნდა იყოს წინასწარ მოფიქრებული პრინციპი, რისი მიხედვით დავიწყებთთარიღების ათვლას. მაგალითი: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია როდის შეიქმნა? 1) 1917 იქმნება ბათუმ-შემოქმედის ეპარქია. ახლა [[შემოქმედის ეპარქია ცალკეა და მაშინ მისი შექმნის თარიღიც 1917 უნდა იყოს. 2) 1995 იქმნება ბათუმ-სხალთის ეპარქია. აკლდება შემოქმედის სხალთის ეპარქია ამჟამად ცალკეა. 3) 2006 იქმნება ბათუმ-ლაზეთის ეპარქია, აკლდება სხალთა და ემატება ლაზეთი. - თავის მხრივ, ლაზეთის ეპარქია არსებობდა 2006 წლამდეც, ოღონდ არა ცალკე, არამედ ასე: ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია. ერთი, რასაც ვფიქრობ, ის, რომ წინა საუკუნეების თარიღები კიდევ უფრო გაართულებს, ამიტომ დავიწყოთ 1917-დან ათვლა, იმიტომ რომ მაშინ აღდგა ავტოკეფალია. პატივისცემით --გრიგოლ 20:06, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის შემთხვევაში დაარსების თარიღად უკვე ვფიქრობ, რომ 1995 წელი უნდა ჩაიწეროს, მაგრამ ვერ მიხვდი თუ ცაიშის საეპისკოპოსოზე ცალკე სტატია შეიქმნა რაღა უნდა ჩაიწეროს ზუგდიდისა და ცაიშის ისტორიაში? მისი ისტორიის ათვლა 1995 წლიდან უნდა დაიწყოს? --ლიკა 20:21, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც 1823 წელს გაუქმდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის საეკლესიო კრების 1995 წლის 23 მარტის განჩინებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სახელით აღდგა. - ეს უწერია ლიკას. ჩემი აზრით აქ ყველაფერია ნათქვამი (ლიკაც იგივეს აღნიშნავს ზემოთ). სახელის შეცვლასა და დაარსება ერთმანეთში არ ავურიოთ. შეიძლება ვცდები. რაც შეეხება საქართველოს - რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა. საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა - სტატიაში ასე გვიწერია. და მგონი სიტყვა „კვლავ“ - ყველაფერია თქმული.--ცანგალა () 21:30, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ახლა ვიპოვე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გამოცემული ძველი გაზეთები (კერძოდ – გაზეთი "საფარველი") ერთ–ერთი გაზეთის("საფარველი", #4, აპრილი 2005 წელი) პირველ გვერდზე დიდი ასოებით წერია: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ათი წლისაა, მემგონი ამით ყველაფერი ნათელია.. ასე რომ ჯაბა მართალია და მეც უკან მიმაქვს ჩემი სულ პირველი სიტყვები...--ლიკა 14:20, 26 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მე ვთვლი რომ საქართველოს ეპარქიები სხვაა და საქართველოს საეპისკოპოსოები სხვა. „საქართველოს საეპისკოპოსოების“ ქვეშ მოიაზრება საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციული დაყოფები 1811 წლამდე, ხოლო საქართველოს ეპარქიები უკვე ახალი ათვლის წერტილია და მასში 1917 წლიდან მოყოლებული საეკლესიო იურისდიქცია უნდა გავიგოთ. შესაბამისად ეპარქიები რაც კი დაარსდა ყველა 1917 წლის შემდეგ გაჩნდა. სხვათა შორის ეპარქიები პირველად საეგზარქოსოში შემოიღეს რუსებმა. ანუ ზუგდიდის ეპარქია ვერ იქნება იგივე ზუგდიდის საეპისკოპოსო, ეს მას უბრალოდ არ ავალდებულებს.--Surprizi განხილვაწვლილი 09:10, 14 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

კახისა და ქურმუხის ეპარქია

რედაქტირება

კახისა და ქურმუხის ეპარქიის ცენტრად აზერბაიჯანი საიდან მოიტანეთ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:48, 10 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

ასე გაუფრთხილებლად მსგავს სტატიებში ნუ შეგაქვთ ცვლილებები. საჭიროა ჯერ განხილვა. სტატიაში მქონდა შეტანილი 2019 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკლესიების ეპარქიათა ზუსტი სახელდება. როცა ამას ცვლით წყაროს გარეშე, ეს ზედმეტად დამაბნეველი ფაქტია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:07, 10 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „საქართველოს ეპარქიები“-ზე დაბრუნება.