განხილვა:სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
მომსახურების ისეთ პირობებს, როგორიცაა მაგალითად სამუშაო დრო („ორშაბათიდან პარასკევამდე სამუშაო საათებია 10:00-21:00, შაბათს: 11:00-13:00, კვირა: დასვენების დღე“) , მგონი სტატიაში არ ვწერთ, ხომ? Deu. 13:59, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)
აგრეთვე, ამ სახით ვფიქრობ სრულიად ზედმეტია ქვეთავი „ღონისძიებები“. ბუნებრივია, რომ ღონისძიებები ტარდება ასეთ დაწესებულებაში, სათითაოდ ჩამოთვლა ვიკიპედიაში მგონი საჭირო არაა. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ახალგაზრდა ორგანიზაციაა, უფრო გამოცდილ ორგანიზაციებს რომ შევადაროთ, მაგალითად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას — იქ უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩატარებული, მაგრამ მათი ჩამოთვლა სრულიად ზედმეტია სტატიაში. Deu. 14:03, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)
არა, არანაირად არ არის საჭირო მაგის დაწერა (პირველ აბზაცს ვეხმაურები). თუ საიტი აქვს, შევიდეს ხალხი და იქ წაიკითხოს მსგავსი ინფორმაცია. ღონისძიებებს რაც ეხება, ასევე გეთანხმები. შეიძლება სიის გარეშე აღინიშნოს, რომ ასეთი და ასეთი ტიპის ღონისძიებები ტარდება და დაკონკრეტება არ არის აუცილებელი. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:46, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)
- Deu., Henry McClean მეგობრებო, თქვენი რჩევები და შენიშვნები გათვალისწინებულია, იმედია სტატიის ამჟამინდელი სახე რაიმე შენიშვნას აღარ ბადებს.--g. balaxaZe★ 20:15, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)
- მე მომწონს. --Henry (მომწერეთ) 07:01, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)