განხილვა:საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)
სათაური რუსეთის ლაშქრობა (1812) თუ სამამულო ომი (1812) უნდა ერქვას?--ცანგალა (გ) 11:30, 5 სექტემბერი 2008 (UTC)
რუსეთის ლაშქრობა ყველა ვარიანტში არასწორედ მიმაჩნია, რადგან საფრანგეთის ლაშქრობა უფრო იყო, ვიდრე რუსეთის. სამამულო ომი რუსებისთვის იყო, ამიტომ რამე ნეიტრალური სათაური ჯობია ნაპოლეონის ლაშქრობა, საფრანგეთ-რუსეთის ომი ან რამე მსგავსი --გიგა პასუხი 11:35, 5 სექტემბერი 2008 (UTC)
გერმანული de:Vaterländischer Krieg ისევე როგორც როგორც ru:Отечественная война 1812 года ვიკიპედია სამამულო ომით. გერმანულ ვიკიპედიაში წერია: Von Napoleon wurde der Krieg 1812 auch als „Zweiter Polnischer Krieg“ bezeichnet (1812 წლის ომს ნაპოლეონიც „მეორე პოლონურ ომს“ უწოდებდა), რომელსაც გადავყავართ de:Polnische Kriege. ფრანგული ვიკიპედია უწოდებს fr:Campagne de Russie (1812), ინგლისური ვიკიპედი en:French invasion of Russia. მე პირადად მომხრე ვარ ეწოდოს როგორც რუსული და გერმანული ვიკიპედიები. საინტერესოა სხვების აზრიც.ცანგალა (გ) 19:00, 5 სექტემბერი 2008 (UTC)
მე ფრანგული ვერსია უფრო მომწონს. მითუმეტეს რომ დღეს რუსეთის ომისათვის სამამულო ომის წოდება ფრიად გაუმართლებლად მიმაჩნია. --წკაპო 21:18, 5 სექტემბერი 2008 (UTC)
მე მხოლოდ ერთს ვიტყვი ეს ხომ ვიკიპედია-ენციკლოპედიაა. „დღეს“ ფრანგული ვერსია და თუ „ხვალ“ რუსეთი კარგი იქნება რუსული, გერმანული ან ინგლისური ვერსია? ჩვენთვის მთავარია, თუ როგორი სათაურით შევიდა ისტორიაში. მაგ. როდესაც ვსაუბრობთ: დიდი სამამულო ომი - ეს ყველამ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის ნაწილია. ყველა ომს თავისი სახელი აქვს, ხოლო სტატიის ავტორი ასე იწყებს: რუსეთის ლაშქრობა - მიმდინარეობდა 1812 წელს, 24 ივნისიდან იმავე წლის 14 დეკემბრამდე. იგი წამოიწყო საფრანგეთის იმპერიამ.--ცანგალა (გ) 22:03, 5 სექტემბერი 2008 (UTC)
- არაფერ შუაშია ფრანგულ-სომხურ-რუსულ-მარსული ვერსიები. არ იყო ეს ომი საქართველოსათვის სამამულო - მორჩა და გათავდა. სხვათა შორის ფრანგული campagne de Russie რუსეთზე გალაშქრებას უფრო ნიშნავს, ვიდრე რუსუთის ლაშქრობას. --წკაპო 10:06, 6 სექტემბერი 2008 (UTC)
დასკვნა:სათაური შესაცვლელია - რუსეთის ლაშქრობა არ უნდა იყოს. ამ ფაქტთან საქართველო რა შუაშია ეს ნამდვილად ვერ მივხვდი? არც გერმანიისთვის არის სამამულო, მაგრამ დაწერეს. მე კი გერმანულ ვიკიპედიას დადებითად ვუყურებ. წკაპო, არ გეკამათები. ჩვენ ორივენი იმ აზრზე ვართ, რომ სათაური შესაცვლელია და ეს არის მთავარი და გასასწორებელი. მადლობა გამოხმაურებისთვის.ცანგალა (გ) 11:18, 6 სექტემბერი 2008 (UTC)
ტერიტორიული ცვლილებები
რედაქტირებასექცია ტერიტორიულ ცვლილებებში (ინფოდაფაში) შესაბამისი ტექსტი წერია? რაღაც არ მგონია. გიო ოქრო 17:37, 30 ოქტომბერი 2017 (UTC)
საერთოდ ზედმეტი იყო, თან მაგ ველში. --Abandoner განხილვაწვლილი 17:42, 30 ოქტომბერი 2017 (UTC)