განხილვა:პროტო-ქართველური ენა

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Island თემაში სტატიის სათაური

სტატიის სათაური

რედაქტირება

სტატიაში ფუძეენა მითითებულია რომ „პროტო-ენა“ უმართებულო ფორმაა (წყარო „ქსე“). ასეც რომ არ იყოს „ფუძეენა“ სჯობს მგონია „პროტოს“.--Rastrelli F 07:32, 24 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

@Zangala: რა აზრის ხარ ამ საკითხზე?--Rastrelli F 15:25, 26 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Island დახმარებისთის მივმართე. პროტო-ენა უმართებულო ფორმაა, მაგრამ პროტო-ქართველური ენა არა. დაველოდოთ პასუხს.--ცანგალა 19:50, 27 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
ვფიქრობ, „პროტო-...“-ც წესით ცუდი არ უნდა იყოს. ლიტერატურაში ხშირად არის გამოყენებული. თუ მაინცდამაინც დასაწუნია, შეიძლება გადავიტანოთ სათაურზე „საერთო ქართველური ენა“, როგორც არის მითითებული სტატიის დასაწყისში. ახლა ქსე არა მაქვს და უბრალოდ მაინტერესებს, სტატიაში „ფუძეენა“ მეორე აბზაციც (ხშირად პროტო ენა...) პირდაპირ ქსე-დან არის? ანუ წერს უმართებულო ფორმააო და თვითონ ხმარობს? - Island (გ) 05:52, 28 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
მადლობა @Island:! მე სტატიის სისწორე არ გადამიმოწმებია, მაგრამ არასწორიც რომ იყოს, ქართულ შესატყვისებს ვანიჭებს უპირატესობას (თუმც „ქართული ენის სიწმინდის დაცვის საზოგადოების“ წევრი არ ვარ. ისე, „პროტოს-“ უფრო „წინარე“ შეესატყვისება ჩემი მოკრძალებული აზრით).☺ --Rastrelli F 15:44, 28 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
ხო, მართალია. „წინარე ქართველური ენა“-ც შესაძლო ვარიანტია და ხშირად იხმარება კიდევაც. - Island (გ) 08:00, 1 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „პროტო-ქართველური ენა“-ზე დაბრუნება.