განხილვა:პავლე მოციქული
პავლე ზოგადად სახელს ნიშნავს, ამ სტატიას კი მგონი წმინდა პავლე ან პავლე მოციქული უნდა ერქვას --ბრუთ (გ) 15:44, 28 აგვისტო 2009 (UTC)
მე მგონი პავლე მოციქული ჯობია-- 16:21, 28 აგვისტო 2009 (UTC)
სტატიაში შესატანია კორექტირებები. უხეში შეცდომაა, რომ წმ. პავლეს მოძღვრება თითქოს ”დაშორდა ქრისტესა და მისი მოწაფეების მოძღვრებას”. თუ დაშორდა, ე.ი. ანტიქრისტიანული ყოფილა; შესაბამისად, გამოდის, რომ წმ. მამებს მთელი 20 საუკუნე ”ეძინათ”?! ასეთი ლაფსუსები ქართულ ენციკლოპედიაში არ უნდა დავუშვათ. შევეცდები, გავმართო სტატია --~zLION~ 21:50, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)
აბა ანტიქრისტე ბოლშევიკების ქსე–დან რას ელოდით?--Zolokin განხილვაწვლილი 22:16, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)
სრულიად გეთანხმებით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ბრმად ხდება რელიგიაში გაურკვეველი ადამიანების მიერ ტექსტის დაკოპირება ქსე-დან. ეს ხომ ენის ნორმები არაა რომ ვიხელმძღვანელოთ ქსე-დან? ეს ხომ იდეოლოგიაა. დროებით ლიტერატურაში შესაბამისი თარგი ჩავუსვი, როცა შეასწორებთ შეგიძლიათ ამოიღოთ და ისევ ისე მიუთითოთ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 05:29, 15 ოქტომბერი 2010 (UTC)
- სტატია შეძლებისდაგვარად შევასწორე. მომავალში დასამატებელი იქნება დამატებითი ინფორმაცია --~zLION~ 19:34, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)
ლიტერატურიდან ის ტექსტი არაა ამოსაღები? — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:38, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)
- ნამდვილად :) --~zLION~ 19:57, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)