განხილვა:ოსები საქართველოში
გამარჯობა, გიო ოქრო. ძალიან კარგია, რომ ასე ხშირად აკეთებ ჩემი სტატიების რედაქტირებას და ყურადღებით ადევნებ თვალს. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლოს გაკეთებული შენი რედაქტირებები და კომენტარები წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს. სტატიაზე, „ოსები საქართველოში“ არაერთი გამოკვლევა არსებობს, მკვლევარებს შორისაა ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერი ბატონი როლანდ თოფჩიშვილი. ის ჩემი ლექტორი გახლავთ, რომელსაც ბევრი კვლევა აქვს მიძღვნილი ამ საკითხისთვის და სწორედ მისი ლიტერატურა მაქვს მითითებული ძირითადად სტატიაში.
გიორგი, როდესაც არ იცი საკითხი, კარგი იქნება თუ ასეთი რამისგან თავს შეიკავებ, რადგან ეს პირველ რიგში შენს იმიჯზე იმოქმედებს. ადმინისტრატორებს გთხოვთ, თვალი ადევნოთ მის მოქმედებებს, არათუ ჩემს მიმართ, არამედ სხვა მომხმარებლების მიმართაც. შენი ქმედება, აღიქმება პერსონალურ შეტევად, რაც ვიკიპედიის წესებით დასჯადია. შემიძლია ამ ყველაფრის დასამტკიცებლად წიგნის ფოტოები ჩაგიგდო, რომელიც გამოვიყენე ამ სტატის მოსამზადებლად. კიდევ ერთხელ გთხოვთ დააკვირდეთ მის ქმედებებს, რათა არ მოხდეს მსგავსი ტიპის შემთხვევები. --Luka shenko1994 განხილვაწვლილი 12:05, 2 ნოემბერი 2019 (UTC)
- @Luka shenko1994: პირველ რიგში, „არაერთი გამოკვლევა არსებობს“ — არსებობს, მაგრამ მითითება (ლიტერატურაში) ხდება იმისა, რომელიც გამოიყენეთ. მეორე, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ფოტოები Gmail-ზე (giookro4@gmail.com)? გადავხედე მაგ წიგნებს მსგავსი არაფერი შემხვდა. ეგ ტექსტი მხოლოდ ერთ-ერთ Facebook-ის პოსტში ამოვიკითხე. გიო ოქრო 12:10, 2 ნოემბერი 2019 (UTC)
- და გავარჩევ წერილის მეორე ნაწილს, რომ გაუგებარი არ იყოს. „როდესაც არ იცი საკითხი“ — აქ პირადი ცოდნით არ ვწერთ, მეორეც, არ ხდება პროფესიის მიხედვით სპეციალიზირება. „შენს იმიჯზე იმოქმედებს“ — რა შუაშია იმიჯი. „ადმინისტრატორებს გთხოვთ, თვალი ადევნოთ მის მოქმედებებს, არათუ ჩემს მიმართ, არამედ სხვა მომხმარებლების მიმართაც“ — თქვენს [და სხვების] მიმართ რა მოქმედება განვახორციელე გთხოვთ მიმითითოთ, რომელიც წესებს არღვევს. გიო ოქრო 12:26, 2 ნოემბერი 2019 (UTC)
- @Luka shenko1994: ფოტოებს არ მიგზავნით? გიო ოქრო 12:28, 2 ნოემბერი 2019 (UTC)
- და გავარჩევ წერილის მეორე ნაწილს, რომ გაუგებარი არ იყოს. „როდესაც არ იცი საკითხი“ — აქ პირადი ცოდნით არ ვწერთ, მეორეც, არ ხდება პროფესიის მიხედვით სპეციალიზირება. „შენს იმიჯზე იმოქმედებს“ — რა შუაშია იმიჯი. „ადმინისტრატორებს გთხოვთ, თვალი ადევნოთ მის მოქმედებებს, არათუ ჩემს მიმართ, არამედ სხვა მომხმარებლების მიმართაც“ — თქვენს [და სხვების] მიმართ რა მოქმედება განვახორციელე გთხოვთ მიმითითოთ, რომელიც წესებს არღვევს. გიო ოქრო 12:26, 2 ნოემბერი 2019 (UTC)
გთხოვთ გამომიგზავნოთ თქვენც ფოტოები - წიგნებისა, რომლებიც მე მაქვს მითითებული ლიტერატურაში. --Luka shenko1994 განხილვაწვლილი 15:41, 3 ნოემბერი 2019 (UTC)
- @Luka shenko1994: ფოტოებზე ლაპარაკი ჩემი დაწყებული არაა. ეგ წიგნები გადამოწმებული მაქვს და მანდ არაფერი მსგავსი არ წერია. ამიტომ გთხოვთ თქვენი სიტყვა შეასრულოთ და გამომიგზავნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია უწყაროა. ვისაც ეჭვი ეპარება ჩემს დაწერილში, შეუძლია გადაამოწმოს. გიო ოქრო 18:41, 3 ნოემბერი 2019 (UTC)