განხილვა:ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა SHOTHA

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში უნდა იყოს. „-ა“ სავრცობი მხოლოდ „და“ კავშირის წინ გამოიყენება. ეს წესი არ ვცელდება „ან“ კავშირზე--შოთა [UT] 13:16, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

უნდა ეწოდებოდეს: ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. მე ასე მგონია მართებული. - ოთოჯი განხილვა 13:22, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
„და“ კავშირის ჩასმა არ იქნება სწორი, ვინაიდან ლაურეატებს ჯილდო გადაეცემათ არა ორივე დარგში შეტანილი წვლილისთვის, არამედ მხოლოდ ერთ-ერთში. სხვაენოვან სტატიებშიც, რომელთა სათაურშიც ორივე დარგია ნახსენები, „ან“ კავშირია გამოყენებული (или, or, oder, o და ა.შ.)--შოთა [UT] 13:28, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
ეგ გასაგებია, მაგრამ მაგალითად, ივანე პავლოვმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში და არა ფიზიოლოგიის დარგში, მოდი ამაზე ნუ ვიდავებთ. ასე იძახიან. ამ შემთხვევაში გამიჯნული არ არის ამ დარგში პრემია. თორემ მივხვდი რასაც მეუბნები :). - ოთოჯი განხილვა 13:38, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
„ან“ უნდა იყოს ცალსახად, ასე ჰქვია ყველა ენაზე, ასე ჰქვია ოფიციალურად ვიღიმი. აი რაც შეეხება სავრცობს, ეგ არ ვიცი, მაგრამ მყისვე ვიკითხავ ენათმცოდნიერებში : )). Deu. 14:28, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
ვეთანხმები Otogi-ს--ცანგალა () 17:03, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
ენათმეცნიერს ვკითხე, საჭიროა თუ არა „ან“ კავშირის წინ სავრცობი. ასეთი ლაკონური პასუხი მივიღე: „იმედია, პასუხი მეტისმეტად დაგვიანებული არ არის. არ სჭირდება.“ Deu. 15:05, 4 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
პრემიის ოფიციალურ სახელში „ან“ კავშირია (შვედ. Nobelpriset i fysiologi eller medicin), ნებისმიერ სხვაენოვან ვარიანტშიც ეს კავშირი გამოიყენება და ვერ ვხვდები, რა მიზეზით უნდა შევცვალოთ „და“ კავშირზე. არსებობს საამისოდ მყარი არგუმენტები?--შოთა [UT] 15:19, 4 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
ბევრი ძიების შემდეგ მივაგენი რაღაცას. ქსე-ის ტ. 10. გვ. 294-296 (სიაა გაკეთებული). ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პრემია გამიჯნული არ არის. - ოთოჯი განხილვა 15:39, 4 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
მე ვფიქრობ, რომ ოფიციალური სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა და სტატიის სათაური „ან“ კავშირით უნდა იყოს (სავრცობის გარეშე). ქსეში კი, ალბათ, შეცდომაა გაპარული.— G.G. 16:08, 4 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
მეც ასე ვფიქრობ, ოფიციალურ დასახელებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა ქსე-სთან შედარებით. გამიჯნული შეიძლება არ არის, მაგრამ ოფიციალურად ასე ჰქვია. Deu. 16:13, 4 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
კეთილი. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. P.S. გადამისამართებები არსებობს. - ოთოჯი განხილვა 16:25, 4 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
გადამისამართების საჭიროებაში გეთანხმები. — G.G. 16:39, 4 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გაკეთდა--შოთა [UT] 11:12, 7 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გვერდ „ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში“-ზე დაბრუნება.