განხილვა:ნიტრიდები

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

სჯობს, რომ სათაური მხოლობითში იყოს, რადგანაც სტატიაში მოცემულია ნიტრიდის ფუნქციური ჯგუფი და არ არის გამახვილებული ყურადღება მათ რადიკალებზე, ანუ სხვადასხვა ნიტრიდებზე. სხვა ვიკიპედიებშიც მხოლობითშია. Vano 3333 08:22, 26 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

იგივე აზრზე ვარ, რაზეც აქ — განხილვა:ნიტრილები. გიო ოქრო 21:09, 28 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
მე მომხრე ვარ, რომ ყველა ასეთი სტატია მხოლობითში გადავიდეს, რადგანაც ზოგადად რადიკალის სახელი ჰქვია სტატიას. ეს საკითხიც გადასახედია ზოგის სახელი მხოლობითშია და ზოგი მრავლობითში. Vano 3333 07:16, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
რადგანაც ლაპარაკია რაიმეს ჯგუფზე ანუ ბევრზე, ვფიქრობ, მრავლობითში უნდა იყოს. მაგ., ცილები. გიო ოქრო 11:54, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
მაშინ ყველა ეგეთი სტატია, ანუ ფუნქციური ჯგუფები ან მხოლობითში უნდა იყოს ყველა, ან მრავლობითში. და ეგ ქართულშია არეული ზოგი მხოლობითშია ზოგი კი მრავლობითში, თორემ ინგლისურში ცილებიც მხოლობითშია და ყველა ასეთი სტატია. მოკლედ, ან ისე უნდა იყოს, ან ასე, რომ ერთნაირად კლასიფიცირდნენ. ხოლო ფრაზა: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბორის ნიტრიდი“, არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ბორის ნიტრიდზე რაიმე ინფორმაციაა და მითუმეტეს უბრალოდ 4 ელემენტის ჩამოთვლა, რომელიც ნიტრიდს წარმოქმნის. ოთხი ძალიან ცოტაა, რომ სტატიას ნიტრიდები ერქვას. Vano 3333 12:33, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბორის ნიტრიდი — რა არ მოგწონს ვერ მივხვდი. „ოთხი ძალიან ცოტაა, რომ სტატიას ნიტრიდები ერქვას“ — ესეც ვერ გავიგე რას ნიშნავს, ოთხი ძირითადი წარმომქმნელი ელემენტი თუა მითითებული არ ნიშნავს რომ ოთხი ნიტრიდი არსებობს. საკმაოდ ბევრია, უბრალოდ სტატიაში არ ჩანს. გიო ოქრო 12:38, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
არ მომწონს რა შუაშია, უბრლოდ, რომ თქვი, რომ განხილულიაო ნიტრიდებიო მაგას მოვაყოლე. გასათვალისწინებელია, რომ ინგლისურშიც და ძირითად ვიკიპედიებში გადაწყვიტეს უწინ მსგავსი საკითხი და მხოლობითი აირჩიეს. Vano 3333 12:41, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
მანდ ზოგადად ვთქვი, რომ თემა ეხება ბევრ ნაერთს და არა კონკრეტულს. სტატიაში ბევრი მაგალითი არ წერია, თუმცა ეს არაფერს არ ცვლის. გიო ოქრო 12:44, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
აუცილებლად უნდა გადავიდეს მხოლობითში. ინგლისურში ვირუსები და ბაქტერიებიც (ტიპები) მხოლობითში აქვთ. დროა, დავამკვიდროთ ეს სტანდარტი. — Mikheil მიწერა 14:33, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
ჩვენ არაფერს არ ვამკვიდრებთ. ქართულ მეცნიერებაში მიღებულია ქიმიურ ნაერთთა მრავლობითში წერა. მაგ., იხილეთ თ. წივწივაძისა და სხვების (2016) ქიმიურ ნაერთთა ძირითადი კლასები — სადაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნიტრიდზე არ არის ლაპარაკი (მაგ., ბორის ნიტრიდი და მისთ.), ყველგან აღნიშნულია ნიტრიდები როგორც ერთ-ერთი კლასი. ტიპები, ოჯახები, რიგები იწერება აგრეთვე მრავლობითში (გრამ-დადებითი, გრამ-უარყოფითი ბაქტერიები; მ. ლობჟანიძე და სხვ. მცენარეთა დაცვა, 2015, გვ. 37 — ბაქტერიები, გვ. 41 — ვირუსები).გიო ოქრო 15:43, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
თემა ძალზე მარტივია და ასე გართულებას არ საჭიროებს. როდესაც ვსაუბრობთ ფუნქციურ ჯგუფზე ეს ჯგუფი ხომ კონკრეტულია, ანუ ერთია და ყურადღებაც სწორედ მასზეა გამახვილებული და არა ნაერთებზე, რომლებშიც მას ე.წ მჟავური ნაშთი ეწოდება. მარტივად რომ ვთქვათ მსგავს სტატიებში მოლეკულის ეს ნაწილია ჩვენი პრიორიტეტი და არა მის მიერ წარმოქმნილი ნაერთები, ვინაიდან კონკრეტულად ამ ფუნქციური ჯგუფის ნაერთები იყოფა ორგანულებად, არაორგანულებად და კიდევ უფრო წვრილდება კლასიფიკაცია, ამიტომაც ისინი სტატიები კიარ იქნებიან, არამედ თვითონ სტატიაში. @MIKHEIL: მოხერხდება ამის ფორუმზე განხილვა, რომ ყველა მსგავსი ტიპის სტატია ერთნაირად კლასიფიცირდეს?(არც ისე ცოტაა ამგვარი სტატიები). Vano 3333 16:26, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
ფუნქციურ ჯგუფზე არ არის სტატია (არც აქ და არც სხვაგან). ლაპარაკია ნაერთთა კლასზე/ჯგუფზე (რომელიც, თავის მხრივ, სხვა ნაერთებისაგან განსხვავდება ამ ფუნქციური ჯგუფით). გიო ოქრო 16:35, 29 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „ნიტრიდები“-ზე დაბრუნება.