განხილვა:ნიკოლოზ აარონი
Untitled
რედაქტირებამე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ნიკოლაი და არა ნიკოლოზი. კი, ადრე დამკვიდრდა, რომ რუსეთის იმპერატორის სახელს წერდნენ ქართულად (ნიკოლოზი), მაგრამ არ არის აუცილებელი ეს ტრადიცია საყოველთაო გავხადოთ. საყოველთაო წესი არის ის, რომ უცხო სახელები უნდა დაიწეროს ისე, როგორც ის მშობლიურ ენაზე წარმოითქმება , გამონაკლისების გარდა: მაგ. ნიკოლოზ II. ყველა სხვა შემთხვევაში უნდა იყოს ნიკოლოაი . გადახედეთ აქვე, ვიკიპედიაში და ნახავთ, რა არეულ–დარეულობაა – ნაწილი გადმოდის როგორც ნიკოლაი, ნაწილი კი როგორც ნიკოლოზი.--Zolokin განხილვაწვლილი 07:40, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- ამაზე ადრე საკმაოდ დიდხანს გვქონდა კამათი ვიკიპედიაში. აღმოჩნდა, რომ არა მარტო საბჭოთა ქსე, არამედ ქე–ც (ქართული ენციკლოპედია) სამწუხაროდ რუსულ სახელებს თარგმნის. ქართულში ეს უკვე ისეა დამკვიდრებული და მიღებული, რომ ვერავის ათქმევინებ "ნიკოლაი მეორეს" (რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, ვერ ვხვდები). ასე რომ, საბჭოთა კავშირის შემდეგ ამ სახელებთან დაკავშირებიტ არაფერი შეცვლილა. — დათო პასუხი 08:10, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- ეს ადამიანი ბელორუსის მცხოვრები არა იყო?--გიორგი, 08:17, 2 აგვისტო 2010 (UTC)
სანამ რომელიმე, ასე ვთქვათ „ენის ნორმების შემმუშავებელი ინსტიტუტი“ თუ „საზოგადოება“ არ შეცვლის აღნიშნულს, ან/და ხელთ გვექნება შესაბამისი წყარო, მანამდე თავი შეიკავეთ ცვლილებებისგან ვიკიპედიაში.— Rastrelli F 08:59, 2 აგვისტო 2010 (UTC)09:27, 2 აგვისტო 2010 (UTC)
თქვენ რა წყაროს ეყრდნობით, როდესაც ამბობთ, რომ რომელიღაც „ენის ნორმების შემმუშავებელმა ინსტიტუტმა“ თუ „საზოგადოებამ“ დაადგინა, რომ "ნიკოლაი" აუცილებლად ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც "ნიკოლოზი"? დამისახელებთ წყაროს, სათანადო მითითებით? --Zolokin განხილვაწვლილი 09:53, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენ აყენებთ ვიკის სტატიაში არსებულ ინფორმაციას ეჭქვეშ და სათანადო წყარო არ მოგყავთ (ტბეთის არ იყოს: ვერ გავიგეო და ამოიღეთ). თუ პრეტენზია გაქვთ სახელის მართლწერის უწყაროობასთან, მიუწერეთ {{ფაქტი}} და ამით დაასრულეთ. მგონი გასაგებია, რომ უმეტესი სტატიების წყარო არის ქსე, და ძველია, თუ არმოსაწონია, ის ეფუძნება ადრე შემუშავებულ ენის ნორმებს. გაქვთ ხელთ ახალი ნორმების წყარო (ან იმისი რაც დაწერეთ დასაწყისში), მითითეთ. რა არის აქ სადაო? R. 10:04, 2 აგვისტო 2010 (UTC)
უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი
რედაქტირებაგამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1989 წელს, მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მონაწილეობით.
სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავმჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც. ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, მ. ჯორბენაძე.
გამოცემაში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც გვხვდება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა და დიდ საბ--Zolokin განხილვაწვლილი 11:30, 2 აგვისტო 2010 (UTC)ჭოთა ენციკლოპედიაში.
ლექსიკონის ძირითადი დანიშნულებაა, მიაწოდოს მკითხველს, ამა თუ იმ უცხოური სახელის სწორი დაწერილობა ქართულად. გამოცემაში ასევე მოცემულია პიროვნების ვინაობისა და დაბადება-გარდაცვალების თარიღი. ზოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მითითებულია პარალელური სახელი და ორგვარი დაწერილობა (უპირატესობა ერთ-ერთს აქვს მინიჭებული).
ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნის ი. გიგინეიშვილს. საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. ლექსიკონი მთლიანად წაიკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. წიგნის მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს სალიტერატურო კონტროლის რედაქტორებმა: მ. დუგლაძემ, მ. მაკალათიამ, რ. ფოფხაძემ და ე. ჯაშმა. [1]
ზოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მითითებულია პარალელური სახელი და ორგვარი დაწერილობა (უპირატესობა ერთ-ერთს აქვს მინიჭებული) - ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერიც არ არის დადგენილი. შემდგენლები უპირატესობას ანიჭებენ სახელის ერთ–ერთ ვარიანტს, სუბიექტური მოსაზრებით. ქსე–ს გადაწყვეტილებებს დოგმის სტატუსს ნუ მივანიჭებთ.--Zolokin განხილვაწვლილი 10:44, 2 აგვისტო 2010 (UTC)
მადლობელი დაგრჩებით, თუ გადახედავთ ამ გვერდს: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:Sopho
--Zolokin განხილვაწვლილი 10:47, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- ამიხსენით, რატომ არ უნდა დავუჯერო 7 ენათმეცნიერის "სუბიექტურ" მოსაზრებას და რატომ უნდა დავუჯერო ერთი, ბატონი Zolokin-ის სუბიექტურ აზრს? — დათო პასუხი 11:04, 2 აგვისტო 2010 (UTC)
უბრალო მაგალითი: რუსულში გვაქვს 1. იოანე კრონშტადტელი (Иоанн Кронштадтский); 2. ივანე მრისხანე (Иван Грозный); 3 ივან ბუნინი (Иван Бунин). რა ვქნათ? ან ყველა ესენი უნდა დავწეროთ, როგორც იოანე, ან როგორც ივანე, ან როგორც ივან. თქვენ როგორ დაწერდით? როგორც ქსე–შია? და ქსე–ს მესვეურებმა რის მიხედვით გადაწყვიტეს, რომ ზოგი ასე დაიწეროს და ზოგი ისე? ამ კითხვებზე მიპასუხეთ და სავარაუდოდ, მიხვალთ იმ აზრამდე, რა აზრზეც მე ვდგავარ.--Zolokin განხილვაწვლილი 11:18, 2 აგვისტო 2010 (UTC)
რადგან საკითხის გადაწყვეტას აქ ბოლო არ უჩანს, წყლის ნაყვის ნაცვლად, მაქვს შემდეგი შემოთავაზება: ყოველ ასეთ საეჭვო და საკამათო საკითხზე მივმართოთ ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის შესაბამის განყოფილებას. ეს არის მათი კონტაქტები: 0108, თბილისი, რუსთაველის გამზ.. 52, ტელ: +995 (32) 996044, ფაქსი: +995 (32) 998464, encyclopedia@science.org.ge სასურველი მათთან კონტაქტი მოხდეს არა სატელეფონო საუბრით, არამედ ელ. ფოსტის მეშვეობით, რათა მათ პასუხს გაეცნოს დისკუსიაში მონაწილე ყველა მომხმარებელი. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 11:30, 2 აგვისტო 2010 (UTC)
მადლობელი დაგრჩებით, თუ თქვენ ითავებთ მაგ საქმეს.--Zolokin განხილვაწვლილი 11:31, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- საკითხი უკვე დაახლოებით ერთი წელია გადაწყვეტილია ვიკიპედიაში, ეს განხილვა კი ძველის გამეორებაა, რაც მართლაც წყლის ნაყვაა. ქართული ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ მოგვცა უკვე უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, რომელსაც თქვენ თქვენივე სუბიექტური მოსაზრებით სუბიექტურად მიიჩნევთ და რომელიც ვიკიპედიაში ქართული ენის ნორმად გვაქვს მიჩნეული (და არა მარტო ვიკიპედიაში). კონტაქტს რა აზრი აქვს, რაც მათს წიგნში წერია, იგივეს მოგწერენ. — დათო პასუხი 12:38, 2 აგვისტო 2010 (UTC)
უბრალო მაგალითი: რუსულში გვაქვს 1. იოანე კრონშტადტელი (Иоанн Кронштадтский); 2. ივანე მრისხანე (Иван Грозный); 3 ივან ბუნინი (Иван Бунин). რა ვქნათ? ან ყველა ესენი უნდა დავწეროთ, როგორც იოანე, ან როგორც ივანე, ან როგორც ივან. თქვენ როგორ დაწერდით? როგორც ქსე–შია? და ქსე–ს მესვეურებმა რის მიხედვით გადაწყვიტეს, რომ ზოგი ასე დაიწეროს და ზოგი ისე? ამ კითხვებზე მიპასუხეთ და სავარაუდოდ, მიხვალთ იმ აზრამდე, რა აზრზეც მე ვდგავარ.--Zolokin განხილვაწვლილი 11:18, 2 აგვისტო 2010 (UTC) ამაზე არ გიპასუხიათ --Zolokin განხილვაწვლილი 13:00, 2 აგვისტო 2010 (UTC)
ოკ, მე მივწერე და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ. --Zolokin განხილვაწვლილი 13:12, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- მაგ აზრზე მე დიდი ხანია მისული ვარ, მაგრამ ეს რას წყვეტს? მე ვარ ქართული ენა? მე რასაც ვიტყვი ისე იქნება? ან თქვენ? თგვენგან ერთი რამ მიკვირს: წერთ, ასე უნდა იყოსო და ამისი დამადასტურებელი ერთი წყაროც არ მოგყავთ. ეს მაგალითი თქვენი ვარაუდია და მეტი არაფერი. სანამ არ მოიყვანთ წყაროს, რომ ქართული ენის ნორმა შეიცვალა, მანამდე ეს თემა დახურულია. ჩვენზე უფრო გამოცდილმა ხალხმა მიიჩნია, რომ ნიკოლოზი უნდა იყოს. ვენდოთ მათ, სანამ ახალი ნორმა არ შეიქმნება! — დათო პასუხი 13:17, 2 აგვისტო 2010 (UTC)
სახელი ნიკოლოზი სხვადასხვა ენაზე ასე იწერება და გამოითქმება: Николай, Nikola, Nigelaüs, Nicolau, Nikolaz, Mikuláš, Nikolaus, Νικόλαος, Nicolás, Nikolaos, Nicolas, Niklaas, Miklós, Nicola, Nicolaus, Mikalojus, Nikolajs, Никола, Nicolaas, Nikolas, Nic'lesse, Mikołaj, Nicòla, Nicolau, Nicolae, Nigola, Mikuláš, Miklavž, Nikolla, Никола, Миколай, Nicoła, Nicolai. თქვენ რა გინდათ თქვათ? რომ ჩვენზე უფრო გამოცდილმა ხალხმა მიიჩნია, რომ ყველა ეს სახელი ქართულად უნდა გადმოვიდეს ფორმით – "ნიკოლოზი"? თუ მხოლოდ რუსული და ბელორუსული ნიკოლაი გადმოვა "ნიკოლოზად"? ნიკოლაი ჰარტმანმა (Nicolai Hartmann) რა დააშავა? ნიკოლაი სკლიფასოვსკიმ? ნიკოლაი რიჟკოვმა? თუ პოლონელი Mikołaj Kopernik ქართულად ნიკოლოზ კოპერნიკია, მაშინ პოლონელივე Mikołaj Chopin ქართულად რატომ არის მიკოლა შოპენი? ხედავთ, რამდენ კითხვაზეა პასუხი გასაცემი? ახლაც ფიქრობთ, რომ ეს თემა დახურულია??? ამიტომაც ვამბობ, რომ ქსე არ არის დოგმა, ისიც ადამიანების შექმნილია და ცალსახა მიდგომა ამ საკითხში ვერასოდეს დამკვიდრდება. იმ პიროვნებათა სახელები, რომლებიც ქართულში უკვე ტრადიციულია (მაგ. ნიკოლოზ მეორე), ასევე რჩება მაგრამ ნიკოლაი აარონის ნაცვლად ნიკოლოზ აარონის დაწერა, გაუმართლებელია (იგივე ეხება ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ "იოანეს", "ივანეს" და "ივანს"). მოდით, გნებავთ ამ ერთი კონკრეტული შემთხვევის შესახებ იკითხეთ ქართულ ენციკლოპედიაში და ნახავთ რას გიპასუხებენ. თემა ღიაა და საკითხი განხილვას ექვემდებარება --Zolokin განხილვაწვლილი 14:03, 2 აგვისტო 2010 (UTC)
ყველა ზოგადი საკითხი განიხილება კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და მიწერეთ ქართულ ენციკლოპედიაში: უნდა იყოს ნიკოლოზ აარონი თუ ნიკოლაი აარონი? ნიკოლოზ კოპერნიკი თუ მიკოლაი კოპერნიკი? და სხვა. პასუხი რომ მოვა, ამის შემდეგ გადავწყვიტოთ განხილვა შევწყვიტოთ, თუ ყავახანაში გადავიტანოთ. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 14:21, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- გასაგებია, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა ნიშნავს ყველა მსგავსი საკითხის გადაწყვეტას ვიკიპედიაში, ამიტომ უნდა გადავიდეს ყავახანაში, რათა ყველა მომხმარებელს შეეძლოს ნახვა, გაცნობა და აზრის დაფიქსირება! პ. ს. მითითებული ელ-ფოსტა არასწორია. R. 15:09, 2 აგვისტო 2010 (UTC)
ყავახანაში დისკუსიის გადატანას აზრი არ აქვს, რადგან ყოველთვის იქნება ქსე–ზე აპელირება და ამით კრება დარჩება მხიარული, მაგრამ საერთო აზრამდე მაინც ვერ მივალთ. პ. ს. მითითებული კონტაქტები აღებულია აქედან: http://encyclopedia.science.org.ge/ გვერდის ბოლოს. თუ გული გულობს, მისამართი იცით და მიაკითხეთ, სამწუხაროდ, მე არ ვარ ახლა თბილისში, თორემ მე თვითონ მივიდოდო. --Zolokin განხილვაწვლილი 17:42, 2 აგვისტო 2010 (UTC)
http://encyclopedia.science.org.ge/
ქსე საკითხის დახურვისთვის
რედაქტირება„ყოველთვის იქნება ქსე–ზე აპელირება და ამით კრება დარჩება მხიარული, მაგრამ საერთო აზრამდე მაინც ვერ მივალთ“-Zolokin (ეს არაკორექტულია ჩემი აზრით, მიუხედავად ავტორის განწყობებისა). ვიკიპედია არეგულირებს მხოლოდ იმ საკითხებს, რაც არის ვიკიპოლიტიკის სფერო. ქართული ენის ნორმები არის ვიკის გარეთ არსებული სფერო, თავად ვიკიპოლიტიკიდან გამომდინარე და შესაბამისად, ის არ არის ვიკისაზოგადოებისთვის საერთო აზრამდე მისასვლელი თემა (იმ გაგებით, რომ აქ დავამკვიდროთ რაიმე სტანდარტი/ნორმა). ერთადერთი ფართოდ ხმარებული სამეცნიერო უნივერსალური ცნობარი დღევანდელ ქართულ სივრცეში არის ქსე, რომელიც შედგენილია თითქმის ყველა სფეროს მეცნიერების თუ სპეციალისტების მონაწილეობით, ხომ? მაშ, თუ არ ვიზიარებთ ქსე-ს რომელიმე სტატიას (მათ შორის სობჭოური პოლიტ- კონიუქტურის საფუძველზე დაწერილებს), ეს ნიშნავს, რომ მის გასაბათილებლლად უნდა მოვიყვანოთ სხვა სანდო წყარო, ამასთან აუცილებელი არაა იყოს ქართული (იმასაც კი, რომ რაიმე საბჭოურითაა გაჟღენთილი, წყარო ჭირდება!).
- უშუალოდ თემასთან მიმართებაში: რამდენადაც მე გადავხედე ქსე-ს, ერთგვაროვნება სახელთა გადამოტანაში არც იქ გვაქვს, ანუ სახელთა მართლწერა გარჩეულია ერთმანეთისგან ენების და ტრადიციის მიხედვით. შესაბამისად, ვერ ვხვდები რატომაა ასეთი პრობლემა ვენდოთ ასეთ კონკრეტულ საკითხებში ქსე-ს. ნიკოლაი აარონი არ ვიცი რამდენად არის ქსე-ში, თუმცა ენის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია გავიგოთ ბელორუსი ნიკოლაები, როგორ იწერებიან იქ. რაც შეეხება ტრადიციას, მგონი ამ პიროვნების სახელის მიმართ ეს არ მოქმედებს, რადგან ეს-ესაა იცნობს მას ქართული კულტურა. პატივისცემით. R. 06:34, 3 აგვისტო 2010 (UTC)
შესანიშნავი, ზოგადი ხასიათის კომენტარია. მხოლოდ ორი კითხვა:
- რა იყო ჩემი მხრიდან არაკორექტული?
- ვერ გავიგე მთალად, რას ნიშნავს შემდეგი სიტყვები: იმასაც კი, რომ რაიმე საბჭოურითაა გაჟღენთილი, წყარო ჭირდება!
უშუალოდ თემასთან მიმართებაში: ენებისა და ტრადიციის მიხედვით რომ ირჩევა, სწორედ მაგას ვამბობ მე ამდენი ხნის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, უნდა იყოს ნიკოლაი აარონი და არა ნიკოლოზ აარონი. თქენი სიტყვები: რაც შეეხება ტრადიციას, მგონი ამ პიროვნების სახელის მიმართ ეს არ მოქმედებს, რადგან ეს-ესაა იცნობს მას ქართული კულტურა. ეს უნდა გავიგო ისე, რომ მეთანხმებით, რომ სტატიის სათაური უნდა იყოს ნიკოლაი აარონი? ამ პიროვნების სახელი ინგლისურ ვებ–გვერდებზე მოტანილია ასე: Nikolaj Aaron. ზემოთ ხომ ვამბობდით ერთ აზრამდე მივალთ თქო? ახლა კოპერნიკზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ ამას შესაბამის გვერდზე გადავიტან. გმადლობ.--Zolokin განხილვაწვლილი 08:22, 3 აგვისტო 2010 (UTC)
- ეს ერთი აზრი არ არის ნორმა, საჭიროა წყარო (თუმცაღა მე, დიახ ვიზიარებ თქვენ აზრს ნიკოლაი აარონთან დაკავშირებით). პასუხი თქვენ კითხვებს: 1. ზოდაგი მიმართვები/განცხადებები საზოგადოების მიმართ (აქ ვიკისაზოგადოების მიმართ), მსგავსი „კრება დარჩება მხიარული“, ჩემთვის არის არაკორექტული, მიუხედავად კონტექსტისა, განწყობისა და გამოთქმის დამკვიდრებულობისა. 2. „იმასაც კი, რომ რაიმე საბჭოურითაა გაჟღენთილი, წყარო ჭირდება!“ - ნიშნავს, რომ თუ ვაცხადებ, რომ X სტატია არის საბჭოური ტერმინებით, გააზრებით და ა. შ. დაწერილი, საჭიროა ამის საბუთი - წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რჩება ჩემ განცხადებად მხოლოდ. ამის კონტექსტი კი იყო განხილვა:ტბეთი (ძეგლი). - R. 09:42, 3 აგვისტო 2010 (UTC)
კრების მხიარულებასთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით, რადგან ამაში მართლაც არაფერია არაკორექტული: არც კრება არის უცენზურო სიტყვა, არც – მხიარული და არც ამ სიტყვათა ერთობლიობა (ახლა, ამაზეც არ მომთხოვოთ წყარო). არაკორექტული გამონათქვამები, სამწუხაროდ, ვიკიპედიაში ხშირად შემხვედრია (ყოფილა უცენზურობის შემთხვევაც), მაგრამ რატომღაც იქ თქვენგან მსგავსი რეაქცია ვერ ვიპოვე(შესაძლოა გამომრჩა). საბჭოთა ფრაზეოლოგიასთან და ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით კი ასეთ მაგალითს მოვიტან: ვთქვათ, რომელიმე, ქსე–დან გადმოწერილ სტატიაში შემხვდა ასეთი ფრაზა ეს იყო საბჭოთა ხალხის დიადი გამარჯვება კაპიტალისტურ ძალმომრეობაზე. მე ეს ფრაზა რომ წავშალო, რა წყარო უნდა მოგიტანოთ იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ნამდვილად საბჭოურია? ამას დამტკიცება და წყარო სჭირდება? --Zolokin განხილვაწვლილი 17:29, 3 აგვისტო 2010 (UTC)
- მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, ამადაც დავამთავრე პირველი დისკუსია მალევე (ტბეთი) და აქაც ჩანს ტყუილად დამიხარჯავს დრო. რაც შეეხება ფრაზას, დიახ საჭიროა წყარო (თქვენ არავის დაუდგენიხართ საბჭოეთის საჯარო მოსამართლედ ვიკიეპდიაში) და ყოველი ხელაღებული ჩარევა, არის სწორედ საბჭოური მეთოდი! თუ არ მეთანხმებით მე, დაეთანხმეთ ვიკიპედიას მაინც და იმოქმედეთ წესების შესაბამისად! პ. ს. ჩემთან თუ რამე პრეტენზია გაქვთ პირადპირ თქვით, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, თუ შეიძლება! R. 18:54, 3 აგვისტო 2010 (UTC)
რა უცნაური კომენტარია? თქვენთან პირადად რა პრეტენზია უნდა მქონდეს? ან რატომ უნდა მქონდეს? ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ: ესა თუ ის ფრაზა რომ საბჭოთა გამონათქვამია, ამისთვის რა წყარო, ან საიდან უნდა მოვიტანო? იქნებ მე ვერ ვხვდები მაგდენს? მომიტანოთ იქნებ ამგვარი მაგალითი და ანალოგიის პრინციპით შეიძლება მივხვდე, რისი თქმა გსურთ. ღმერთი–რჯული, როგორ უნდა დავამტკიცო და რა წყაროებით, რომ ფრაზა საბჭოურია ვერ ვხვდები. დამეხმარეთ. ეს არის და ეს. მე რომ ჩემ აზრს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაფიქსირებ ხოლმე, მგონი ეს ადვილი დასანახია. არავითარი ქვენა აზრი არცერთ ჩემ წინადადებაში არ ჩამიდვია (არც აქ და არც წინა დისკუსიებში).
იმაშიც ცდებით, რომ ვერ შევთანხმდებით. ჩვენ უკვე, მგონი, შევთანხმდით. ამის დასტურია თქენი სიტყვები ნიკოლაი აარონის შესახებ: რაც შეეხება ტრადიციას, მგონი ამ პიროვნების სახელის მიმართ ეს არ მოქმედებს, რადგან ეს-ესაა იცნობს მას ქართული კულტურა--Zolokin განხილვაწვლილი 19:06, 3 აგვისტო 2010 (UTC)
- 1. „რატომღაც იქ თქვენგან მსგავსი რეაქცია ვერ ვიპოვე(შესაძლოა გამომრჩა).“ - არის მიკიბ-მოკიბვა. მე ძალიან კარგად ვიცი სად და რატომ არ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და თქვენი შეხსენება, საჭირო არ არის. თუ კონკრეტული გაქვთ სათქმელი (მაგ. დავარღვიე წესი) ის მიმითითეთ. 2. ეს თქვენ ცდებით -ჩვენ ვერ შევთანხმდებით პრინციპულ საკითხზე - წყაროს საჭიროების! R. 19:27, 3 აგვისტო 2010 (UTC)
ბატონო ჩემო, არავითარი მიკიბ–მოკიბვა. მე უკვე პირდაპირ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიკიპედიაში, დისკუსიებში შემხვეედრია შემთხვევები, როდესაც მართლაც გამოყენებული იყო პირდაპირ შეურაცხმყოფელი (თუნდაც ჩემი და არამარტო ჩემი მისამართით) გამონათქვამები და უცენზუროც კი. მე ვთქვი, რომ არსად მინახავს თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით–თქო. რა არის მიკიბ–მოკიბვა? მე ამაზე ვწუხვარ და თუ ამას პირადად თქვენ მიმართ პრეტენზიად აღიქვამთ, დაე ასე იყოს. რაც შეეხება იმას, რომ გამონათქვამი – "კრება დარჩა მხიარული" არის არაკორექტული, გამოვიყენებ თქვენსავე მეთოდს და გთხოვთ, რომ სათანადო წყაროს მითითებით დაასაბუთოთ მისი არაკორექტულობა – თქვენ ამტკიცებთ რომ ეს არაკორექტულია – სად არის წყარო?. პატივისცემით, ყოველგვარი მიკიბ–მოკიბვის გარეშე. --Zolokin განხილვაწვლილი 20:47, 3 აგვისტო 2010 (UTC)
ყურადღება!!!
რედაქტირებასხვა ვიკიპედიები რატომ არ წერენ მასზე? საეღტოდ თუ არსებობდა, იმიტომ რომ ინტერნეტშიც ვერაფერი ვიპოვე მის შესახებ?--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 17:49, 2 აგვისტო 2010 (UTC)
თემურმა სამართლიანი კითხვა დასვა: ვინ არის საერთოდ ეს ნიკოლაი აარონი? ინგლისურ ვებ–სივრცეში მისი სახელი ამოტივტივდა მხოლოდ მარკ შაგალთან (მის შესახებ წიგნი) დაკავშირებით, ხოლო რუსულში საერთოდ არაფერია. მაგრამ ეს არ აბათილებს საკითხს იმასთან დაკავშირებით, მისი სახელი უნდა დაიწეროს , როგორც "ნიკოლაი", თუ "ნიკოლოზი".--Zolokin განხილვაწვლილი 20:18, 2 აგვისტო 2010 (UTC)
დავუბრუნდეთ განხილვის თემას
რედაქტირებაამდენი დისკუსიის შემდეგ, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი არაორაზროვანი პოზიცია: სტატიას უნდა ერქვას ნიკოლოზ აარონი თუ ნიკოლაი აარონი?
მე ვარ მომხრე, რომ მოხდეს გადატანა ნიკოლაი აარონი–ზე.--Zolokin განხილვაწვლილი 10:16, 3 აგვისტო 2010 (UTC)
- თქვენ მგონი მაინც ვერ გაიგეთ ის, რომ ჩვენი პოზიცია აქ არაა მთავარი. საჭიროა წყარო, რომელიც თქვენს აზრს დაადასტურებს. მეც მიმაჩნია, რომ სახელი არ უნდა ითარგმნებოდეს, თუმცა წყარო ვერ მომყავს ამ შემთხვევისათვის (რუსული თუ ბელასუსული სახელებისათვის). ყველა წყარო ჩვენს საპირისპიროს ამბობს, რაც კი მე ვიცი. — დათო პასუხი 11:37, 3 აგვისტო 2010 (UTC)
მგონი თქვენ ზემოთ არსებულ დისკუსიას არ გაცნობიხართ. მომიტანეთ ერთი წყარო, სადაც ნიკოლოზ აარონი ნორმად არის მიჩნეული. --Zolokin განხილვაწვლილი 13:00, 3 აგვისტო 2010 (UTC)
ნუ დაიზარებთ და ამ დისკუსიასაც გაეცანით აქ
ჩემს ორ თეთრსაც ჩავაგდებ ამ ყულაბაში :). რამდენიმე მნიშვნელოვანი ზოგადი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ ვიკიპედიაში:
1.ვიკიპედია ტრადიციული გაგების ენციკლოპედია არ არის. ქსე შედგენილია ჩამონათვალისა (ტერმინების, ცნებების და ა.შ) და მათი განსაზღვრებების სტილში, ვიკიპედიაში კი არის სტატიები, შესაბამისი სათაურებით, შესავლით, ძირითადი ნაწილით, დამატებითი წყაროებით და ა.შ. სტატიების წერას აქვს საკუთარი სტილი, ამიტომ ქსე-ს სათაური სტატიის სათაურისგან განსხვავდება (მოკლედ, "ი" აუცილებელია). 2.ნორმების კომიტეტი არის ფუნქციადაკარგული ორგანო, რომლისგანაც რაიმე სასარგებლო შედეგი კარგა ხანია არ გვინახავს. ასევე, ბევრი რამ, რაც აქამდე გააკეთეს, საკამათოა და მუდმივი განხილვის საგანი უნდა იყოს. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ამ ნორმებს ხშირ შემთხვევაში ვერ გადმოვიღებთ. მაგ. ვერცერთმა "სპეციალისტმა" ვერ ამიხსნა, რატომ თარგმნეს რუსული სახელები ქართულად და სხვა კი არა (მაგ. ამ ნორმებით ვწერთ ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდერ ჰამილტონი [ეს მე მგონი მე "გავქართულე"], უფრო უარესი, თედორე დოსტოევსკი... რუსული მშობლიურთან ჰქონდათ გაიგივებული...). 3.ქსე არის უკიდურესად მოძველებული წყარო, რომლის ციტირებაც მუდმივ პრობლემებს გვიქმნის. გასაგებია, რომ ალტერნატივა არ გვაქვს და ამიტომ ვიყენებთ, მაგრამ კრიტიკის გარეშე არ უნდა გადმოვიტანოთ ყველაფერი.
ეს ერთ–ერთი ძველი ვიკიპედიელის ციტირებაა --Zolokin განხილვაწვლილი 13:23, 3 აგვისტო 2010 (UTC)
- მომიტანეთ ერთი წყარო, სადაც ნიკოლოზ აარონი ნორმად არის მიჩნეული. — ჩვენ უკვე დიდი ხანია გავცდით ამ სტატიას და ზოგადად რუსული სახელების ქართულად მართლწერაზე ვსაუბრობთ. რუსული სახელები ქართულად რომ ითარგმნება ამისი წყაროეების მოყვანას აზრი არ აქვს. მართალია ძველი ნორმაა, მაგრამ ჯერ–ჯერობით არ შშეცვლილა. სხვათა შორის, ახალ (უახლეს) ქე–შიც, რომელმაც თავისი სტატიებიდან ყოველგვარი საბჭოური ამოშალა, რუსულ სახელებს კვლავ ქართულად ნათარგმნს წწერს. კანონი და წესი თუკი არ შეცვლილა, ის ძალაშია. თუკი მიგვითითებთ წყაროს, რომ რუსული სახელები აღარ ითარგმნება და ეს წესი შეიცვალა, დიდი სიამოვნებით გადავიტან სტატიებს ახალ სათაურებზე. მაგრამ დამადასტურებელი წყაროს გარეშე უკანასკნელი ნორმების (თუნდაც ისინი საუკუნის წინანდელი იყოს) შეცვლის უფლება ვიკიპედიას უბრალოდ არა აქვს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სტატიას, მე ვერ ვნახე მსგავსი დასახელების ადამიანი ვერცერთ ვიკიპედიაში. არ ვიცი ვინაა და არც ის ვიცი, ბელარუსებზეც მოქმედებს თუ არა ეს გადმოქართულების წესი (ამის გაგება ხომ შეიძლება?! ქსე–ში ან ქე–ში ვინმე ბელარუსის სახელის მიხედვით). — დათო პასუხი 15:39, 3 აგვისტო 2010 (UTC)
ჰოდა, იქნებ გაიგოთ, ძალიან ხომ არ შეგაწუხებთ, რომ გადაათვალიეროთ ქსე ამ მხრივ?
- სამწუხაროდ ქსე არ მაქვს. — დათო პასუხი 17:15, 3 აგვისტო 2010 (UTC)
ქე?--Zolokin განხილვაწვლილი 17:30, 3 აგვისტო 2010 (UTC)
მეც ნიკოლაი მომწონს, მაგრამ მისი უდიდებულესობა და უწმინდესობა გრაფიანია ”ქსე” ამბობს ნიკოლოზ! ვაი! მიკოლა კოპერნიკი, რომ გადაამისამართეს ნიკოლოზ კოპერნიკზე და ფეოდორ დოსტოევსკი თეოდორ დოსტოევსკიზე აქ რამ დააშავა. ვოტ! ყველა კითხვა და პრეტენზია ჰერცოგიანია ქსე-ს--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 17:50, 3 აგვისტო 2010 (UTC)