განხილვა:მსოფლიოს IV გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
სტატიას ჩავუმატე რუსული ბმული. წინა გუნდური ჩემპიონატები არ გვაქვს წაშლილი. --ცანგალა (გ) 17:08, 16 მაისი 2013 (UTC)
ის, რომ წინა არ გვაქვს წაშლილები, ჯერ არაფერს ნიშნავს, ცანგალა. დრო შეიცვალა და შეიცვალა რეალობა. დღეს ასეთი სტატიები არის ყოვლად მიუღებელი. გვეყო ვიკიპედიაში ნაგვის დაგროვებაზე - მე ასე ვთვლი და ბევრი დამეთანხმება. იხ. განხილვა:გრან-პრის I გათამაშების საბოლოო შედეგები - აქაც ვწერდით დღეს ამის შესახებ.
მესმის, რომ ამ პიროვნებას არ აქვს დრო და საშუალება, მაგრამ ვიკიპედია ასაკის და შესაძლებლობების მიხედვით არავინ უნდა მოირგოს. წესი წესია და მას ყველა უნდა უფრთხილდებოდეს. ამ პიროვნების სტატიები მკვეთრად საგაზეთო სტილის არის. მათი უმეტესობა ვერ გაიგებ როგორ იწყება, ზოგიერთზე იმასაც ვერ გაიგებ, რას ეხება სტატია (თუ კარგად არ გადახედავ სახელებს). და საერთოდ - სხვა ვიკიპედიებში კომპაქტურად წერია ყველა შეჯიბრის შესახებ. ზოგიერთი ერთ სტატიაშია მოქცეული.
თუ კვლავ გვინდა ასეთი გაუგებარი სტატიების დატოვება, გამოდის, რომ მხოლოდ უკანა ნაბიჯებით ვივლით. იმის მაგივრად, რომ დავხვეწოთ აქაურობა. --H.McC. განხილვაწვლილი 17:26, 16 მაისი 2013 (UTC)
- სტატია დასახვეწია და არა წასაშლელი. გეთანხმები სხვა ვიკიპედიებში World Team Chess Championshipკომპაქტურად არის სტატიები, მაგრამ არსებობს წითელი ბმულები დეტალები, რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ არ არის შექმნილი სტატია დეტალურად. მაგ. 2009 წლის შესახებ დეტალურად არის შექმნილი Women's World Team Chess Championship 2009. ქართულში არსებობს დეტალური — რა არის ამაში ცუდი?-ცანგალა (გ) 17:33, 16 მაისი 2013 (UTC)
ცუდი არაფერია, მაგრამ იმდენი აქვს უკვე ამ ადამიანს ასეთი საშინელი სტატია შექმნილი, რომ აღარ იცი, რას მიხედო. და როდემდე უნდა ეყაროს ასე? შეიხედე თუნდაც ამ კატეგორიაში - კატეგორია:მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. მიაყარა და მიაყარა თავის დროზე. ეს ყველა სტატია არის უკიდურესად არავიკიპედიური შინაარსის მქონე და მხოლოდ ვიკიპედიის იმიჯს აფუჭებს იმით, რომ ამის წამკითხველს ნათლად შეექმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს ყველა ტიპის სტატიის შექმნა შეუძლია. აი მე რომ ახლა დამწყები ვიყო და არ ვიცოდე, ვიკიპედია რა არის და ამ სტატიას გადავაწყდე, ვიფიქრებ, რომ მეც შემიძლია რამე ასეთი რეპორტაჟის სტილის სტატიის დაწერა. და რატომ არ უნდა წაიშალოს - მარტო იმიტომ, რომ იწვალა ადამიანმა? და არ შეიძლება, ოდნავ გაიჭირვოს და ამდენი წლის თავზე ერთხელ მაინც ისწავლოს, რომ ასეთი სტატიები ჩვენთან არ უნდა იწერებოდეს? --H.McC. განხილვაწვლილი 17:38, 16 მაისი 2013 (UTC)